პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესთან და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხთან ერთად ტანზანიაში გაემგზავრა. ისინი მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეაში, რომელიც ტანზანიის ქალაქ არუშაში გაიმართება.

პარლამენტის ადმინსიტრაციის ცნობით, შალვა პაპუაშვილი გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა და საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.