რა კავშირშია ღონისძიებების გაუქმება და თვითიზოლაცია სიცოცხლის შენარჩუნებასთან
ფოტო: Ernesto Benavides / Agence France-Presse / Getty Images
კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული მთავარი გაურკვევლობა ისაა, თუ რამდენად სწრაფად და მასშტაბურად შეიძლება განვითარდეს ეს პროცესი. ამასთან დაკავშირებით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) წარმომადგენელმა, ნენსი მესონიერმა 9 მარტს განაცხადა, რომ "ამერიკაში მცხოვრებ ბევრ ადამიანს ახლა თუ არა, შემდეგ წელს მაინც შეეყრება ეს ვირუსი".
ჰარვარდში მომუშავე ინფექციურ დაავადებათა ეპიდემიოლოგის, მარკ ლიპსიტჩის მიხედვით კი, შესაძლებელია, რომ ზრდასრულების 20-დან 60 პროცენტამდე დაინფიცირდეს Covid-19-ით. ჯერჯერობით მსოფლიო მასშტაბით შემთხვევების 80 პროცენტი მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს, მაგრამ მაშინაც კი, თუ ექსპერტთა ნაწილის ვარაუდი სწორია და ფატალობის მაჩვენებელი დაახლოებით 1 პროცენტია, მოვლენები ისე შეიძლება განვითარდეს, რომ მხოლოდ აშშ-შიც კი ასობითა თუ ათასობით ადამიანი შეეწიროს ამ ვირუსს.
მაგრამ პანდემიის საბოლოო შედეგზე უდიდეს გავლენას მისი გავრცელების სიჩქარე მოახდენს. ეპიდემიოლოგებს ყველაზე მეტად აშინებთ ის, რომ დაავადებათა შემთხვევების სწრაფმა მომატებამ, შესაძლოა, ჯანდაცვის სისტემები გადატვირთოს და ხალხმა, რომელთაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ, სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ მიიღოს. მსგავსი სცენარით ბევრად მეტი ადამიანი დაიღუპება, რადგან მათთვის არ იქნება საკმარისი საავადმყოფოს საწოლები თუ სასუნთქი აპარატები.
საავადმყოფოებში პაციენტთა კატასტროფული რაოდენობით მიწყდომის თავიდან ასარიდებლად ქვეყნებში უკვე ხორციელდება სხვადასხვა ტიპის უსაფრთხოების ზომები — იკეტება სკოლები, უქმდება მასობრივი ყრილობები, ადამიანები სახლიდან მუშაობენ, თვითიზოლაციაში არიან, თავს არიდებენ ხალხმრავალ ადგილებს. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ვირუსი სწრაფად არ გავრცელდეს.
- პრემიერმა შსს-ს დაავალა, გააკონტროლოს თვითიზოლაციაში მყოფი პირები
- პრემიერმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებს დისტანციური მუშაობის რეკომენდაცია მისცა
- საქართველოს საზღვარზე შემოწმების შემდეგ სავალდებულო კარანტინი კიდევ 4 ევროპული ქვეყნისთვის დაწესდა — სია
ეპიდემიოლოგები დიდი აფეთქების პრევენციის ამ სტრატეგიას მრუდის გასწორებას უწოდებენ და ის შემდეგნაირად გამოიყურება:
"შეიძლება, შემთხვევების საერთო რაოდენობა ვერ შეამცირო, თუმცა ეპიდემიის შენელებაც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა", — წერს ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიოლოგი, კარლ ბერგსტრომი ტვიტერზე და აქებს ინფოგრაფიკს, რომელიც CDC-მა შექმნა, მის პოპულარიზაციას კი გაზეთმა The Economist-მა შეუწყო ხელი. ამის შემდეგ ინფოგრაფიკი ვირუსულად გავრცელდა ინტერნეტში ჰეშტეგით #FlattenTheCurve
დოქტორი სუზი უაილსი: "ჩვენი #FlattenTheCurve ინფოგრაფიკი უკვე ვიკიპედიაზეა სათანადო წყაროს მითითებით. გთხოვთ, გაავრცელეთ და თარგმნეთ ყველა იმ ენაზე, რომელზეც შეგიძლიათ!"
მრუდის გასწორების მიხედვით, სოციალური დისტანცირებისთვის იტალიასა და სამხრეთ კორეაში გატარებული ზომები იმდენად დაავადების პრევენციას არ ისახავს მიზნად, რადმენადაც მისი გავრცელების შენელებას.
CDC-მა 5 მარტს გამოაქვეყნა ახალი სარეკომენდაციო გზამკვლევი 60 წელს ზევით და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, — იმ ორი ყველაზე დაუცველი ჯგუფისთვის, რომლებიც Covid-19-ით მწვავე პნევმონიის განვითარების განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან, — სადაც მათ მოუწოდეს, შეძლებისდაგვარად მორიდებოდნენ ხალხმრავალ ადგილებს.
"თუკი ამ მითითებას ბევრი ჩვენგანი შეასრულებს, დაავადების გავრცელებას შევანელებთ", — განაცხადა ინფექციური დაავადებების სპეციალისტმა და ჩიკაგოს სამედიცინო უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგმა, ემილი ლენდონმა, — "რაც იმას ნიშნავს, რომ დედაჩემს ან დედათქვენს, საჭიროების შემთხვევაში, საავადმყოფოში ადგილი დახვდება".
ასე რომ, თუ ახალგაზრდა და ჯანმრთელი ხართ, მაინც უნდა მიჰყვეთ სოციალური დისტანცირების ინსტრუქციას, რათა ვირუსი სხვებზე არ გავრცელდეს და ეპიდემიას ნელი ტემპი შეუნარჩუნდეს. "რაც უფრო მეტი ახალგაზრდა და ჯანმრთელი ადამიანი დაინფიცირდება ერთდროულად, მით მეტად მოიმატებს შემთხვევები მოხუცებულებში და გაიზრდება ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე", — ამბობს ლენდონი.
მაიკლ ვონგი, 49 წლის, მუშაობს სახლიდან. პეკინი, ჩინეთი, 2020 წლის 4 მარტი.
ფოტო: Andrea Verdelli / Getty Images
Covid-19-ის მქონე პაციენტებით გადავსებული საავადმყოფოები არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ვირუსის მქონე ადამიანების მკურნალობა გაძნელდება — ექიმებს, შესაძლოა, სხვა მიზეზების გამო ჰოსპიტალიზებული ხალხის ხარჯზეც მოუხდეთ ინფიცირებულებზე ზრუნვა. "დღეისათვის ექიმი ყოველთვისაა ხელმისაწვდომი, მაგრამ გაუფრთხილებლობამ ეს სიტუაცია შეიძლება შეცვალოს", — ამბობს ლენდონი.
ამ მომენტისთვის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მთავარი პრიორიტეტია, შევინარჩუნოთ მდგომარეობა, რომელშიც ჯანდაცვის სისტემა უძლებს პაციენტთა ნაკადს და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს მათ სასუნთქი აპარატებითა თუ ინტენსიური თერაპიით.
საავადმყოფოები ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ — იმარაგებენ ქირურგიულ ნიღბებს, ამზადებენ დროებით კეთილმოწყობილ სივრცეებს და ასე შემდეგ. თუ საჭირო გახდა, ისინი სხვა ექსტრემალურ ღონისძიებებსაც მიმართავენ, რომ შეძლონ Covid-19-ით დაინფიცირიებული ადამიანებისა და სხვა პაციენტების საჭიროებებთან გამკლავება.
მაგრამ ერთი რამ, რაც ადამიანებს შეუძლიათ გააკეთონ, არის სახლში დარჩენა, როცა თავს ცუდად გრძნობენ და განსაკუთრებით მაშინ, თუ Covid-19-ის ქონის ამაღლებული რისკის ქვეშ არიან და თვითიზოლაციის რჩევა აქვთ მიღებული. ამგვარად ჯანდაცვის სისტემა იმ პაციენტებზე ფოკუსირებას შეძლებს, რომელთაც ამ ეპიდემიის განმავლობაში რეალურად დასჭირდებათ დახმარება.
- რეკომენდაციები და დამატებითი ინფორმაცია კარანტინში მყოფებისთვის
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფები პირებისთვის
ამავე თემაზე:
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა

კომენტარები