დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001

კორონავირუსით დაინფიცირებულ ახალ შემთხვევებს შორის ერთ-ერთი 12 წლის მოზარდია. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ დაუდასტურა. მისი თქმით, კორონავირუსი დაუდასტურდათ მოზარდის მშობლებსაც.

"იტალიაში იყო. ორი ოჯახი მოგზაურობდა ერთად და ესეც მათთან ერთად იყო. ხუთ კაცს ერთად დაუდასტურდა დღეს და მოზარდიც მათთან ერთად თვითიზოლაციაში იყო აქამდე", — ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

მოზარდის დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად IPN-მ გაავრცელა.

10 მარტს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები საქართველოში 23-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში 126 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 46 პაციენტია.

აქამდე, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევა იყო დადასტურებული. პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს, 7 მარტს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა, 9 მარტს კი კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა.

ასევე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: