მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი

9 Apr. 2026, 12:41

"1989 წლის 9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია — ერთდროულად უდიდესი ტკივილისა და დიდი გამარჯვების დღე, რომელიც ქართველი ერის თავისუფლებისთვის ბრძოლის რთულ გზაზე გარდამტეხი აღმოჩნდა, ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე კი წარუშლელი კვალი დატოვა.

რუსთაველის გამზირზე განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა და ქართველი ხალხის თავგანწირვამ მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ ჩვენთვის ღირსება და თავისუფლება სიცოცხლეზე მაღლა დგას! იმ ღამით განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმაც კი ვერ ჩაახშო ქართველი ერის ხმა, რომელიც დამოუკიდებლობას ითხოვდა!

9 აპრილის ღამე ეროვნული ერთიანობისა და შეუდრეკელი ბრძოლის სიმბოლოდ იქცა, რომელმაც განაპირობა ის, რომ 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინა.

9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს, ამ გზის ღირსეულად გაგრძელება კი თითოეული ქართველის ვალია.

მადლობა თავისუფლებისთვის! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!" 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

შემოდგომის დარჩენილი პერიოდი საკმაოდ თბილი იქნება, — ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატური…