მეთიუ პერის სიკვდილის საქმეზე "კეტამინის დედოფალს" 15 წელი მიესაჯა
ქალს, რომელიც ცნობილია როგორც "კეტამინის დედოფალი" და რომელმაც მსახიობ მეთიუ პერის სასიკვდილო დოზა მიჰყიდა, ოთხშაბათს ფედერალურ ციხეში 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ჯასვინ სანგამ, რომელიც პროკურატურის თქმით, ჰოლივუდში მდებარე საკუთარი სახლიდან ნარკოტიკების რეალიზაციის ფართომასშტაბიან ბიზნესს მართავდა, სექტემბერში აღიარა დანაშაული რამდენიმე მუხლით, მათ შორის კეტამინის გავრცელებასა და ნარკოპრიტონის შენახვაში.
ჯასვინ სანგა
ფოტო: ჯოჯო კორში / BFA.com / Shutterstock
42 წლის სანგა იმ ხუთ პირს შორის ერთ-ერთია, რომლებსაც ბრალი მეთიუ პერისთვის კეტამინის მიწოდების შეთქმულებაში ედებოდათ. მსახიობი 2023 წლის ოქტომბერში, პრეპარატის მწვავე ზემოქმედების შედეგად გარდაიცვალა.
სასჯელის გამოცხადებისას, მოსამართლე შერილინ პის გარნეტმა აღნიშნა, რომ პერის სიკვდილთან დაკავშირებულ ბრალდებულებს შორის სანგა "ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დამნაშავეა".
"ეს განაჩენი არ ასახავს თქვენს ცუდ ადამიანობას", — განაცხადა მოსამართლემ — "ეს განაჩენი თქვენი უკანონო ქმედებების შედეგია". განაჩენის გამოცხადებისას სანგამ სახეზე ხელი აიფარა. მას 15-წლიან პატიმრობასთან ერთად, გათავისუფლების შემდეგ 3-წლიანი მკაცრი ზედამხედველობაც დაეკისრა.
ხელისუფლების განცხადებით, სანგამ პერის დაახლოებით 50 ფლაკონი კეტამინი მიჰყიდა 11,000 დოლარად, მათ შორის ის პარტიაც, რომელმაც 54 წლის მსახიობის სიკვდილი გამოიწვია.
ფოტო: Getty Images
სანგამ ასევე აღიარა, რომ 2019 წელს კეტამინი მიჰყიდა 33 წლის კოდი მაკლორის, რომელიც რამდენიმე საათში ზედოზირებით გარდაიცვალა. მაკლორის დამ სასამართლოში აღნიშნა: "შენ არ გიგრძვნია თავი საკმარისად ცუდად იმისთვის, რომ ჩემი ძმის სიკვდილის შემდეგ გაჩერებულიყავი. მხოლოდ დაკავებამ შეგაჩერა".
პერის მამინაცვალმა, კით მორისონმა, სასამართლოში სანგას მიმართა და უთხრა, რომ არ სძულს, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ მან "ნარკოდამოკიდებულს ნივთიერება მიაწოდა" და მეთიუსთან ერთად ყველა მისი სამომავლო შესაძლებლობა მოკვდა.
მეთიუ პერის მამინაცვალი, კით მორისონი, პასუხობს პრესის შეკითხვებს "კეტამინის დედოფლის", ჯასვინ სანგასთვის განაჩენის გამოტანის შემდეგ, ლოს-ანჯელესის შეერთებული შტატების სასამართლოს შენობასთან, ოთხშაბათს.
ფოტო: მიუნ ჯ. ჩანი / Los Angeles Times
"არ გადის დღე, რომ ჩემს ქმედებებზე არ ვიფიქრო. ძალიან მრცხვენია. გულწრფელად ვწუხვარ... ყოველდღე ვლოცულობ პატიებისთვის", — თქვა ბრალდებულმა სასამართლოზე. მან ამ გამოცდილებას თავისი ცხოვრების "ყველაზე სასტიკი გამოფხიზლება" უწოდა.
თუმცა, პროკურორებმა ეჭვქვეშ დააყენეს მისი სინანულის გულწრფელობა და აღნიშნეს, რომ სანგა ციხიდან განხორციელებულ სატელეფონო ზარებში ამ საქმეზე წიგნის დაწერასა და ამით ფულის შოვნას განიხილავდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის საკუთარ დანაშაულს არა ტრაგედიად, არამედ "მომავალი შემოსავლის წყაროდ" აღიქვამდა.
მეთიუ პერის სიკვდილის საქმეში ფიგურირებენ სხვებიც:
სალვადორ პლასენსია (ყოფილი ექიმი): მიესაჯა 30 თვით (2.5 წელი) პატიმრობა;
მარკ ჩავესი (ყოფილი ექიმი): მიესაჯა 8 თვით შინაპატიმრობა;
კენეთ ივამასა (პერის ასისტენტი): განაჩენი ჯერ არ გამოცხადებულა.
ასევე ნახეთ:
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
-
27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
-
Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა
გადახედვა
-
რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ
გადახედვა
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე? რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე?
გადახედვა
-
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს
გადახედვა
კომენტარები