სტივენ კინგი ვუდი ალენის წიგნის გამოცემაზე უარის თქმამ შეაშფოთა
მას შემდეგ, რაც გამომცემლობა Hachette-მ განაცხადა, რომ ცნობილი რეჟისორის, ვუდი ალენის მემუარებს აღარ გამოსცემდა, ამ ფაქტს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა: მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი სწორედ ამას ითხოვდა, ეს გადაწყვეტილება მაინც ბევრმა გააკრიტიკა. მათ შორის აღმოჩნდა ცნობილი ამერიკელი მწერალი, სტივენ კინგი:
"გამომცემლობის გადაწყვეტილებამ, რომ ვუდი ალენის წიგნი აღარ გამოსცეს, ძალიან შემაშფოთა. ოღონდ არა ვუდი ალენის გამო, მე ის საერთოდ არ მადარდებს, უბრალოდ ის მაღელვებს, თუ ვინ იქნება შემდეგი, ვისაც მსგავსად პირს აუკრავენ", — დაწერა მწერალმა ტვიტერზე.
გასულ კვირას დაანონსდა, რომ 7 აპრილს ვუდი ალენის ავტობიოგრაფიული ნაწარმოები Apropos of Nothing გამოქვეყნდებოდა, რასაც რეჟისორის შვილებისგან საჯარო კრიტიკა მოჰყვა: ცნობილმა ჟურნალისტმა, რონან ფეროუმ Hachette-სთან თანამშრომლობა შეწყვიტა, რადგან ამავე გამომცემლობამ გასულ წელს სწორედ რონან ფეროუს წიგნი Catch And Kill გამოაქვეყნა, რომელიც ჰოლივუდში სექსუალური შევიწროების ცნობილი გამოძიების შესახებ მოგვითხრობს.
რონან ფეროუ მხარს უჭერს თავის დას, დილან ფეროუს — მისი თქმით, მასზე რეჟისორმა მაშინ ძალადა, როცა ჯერ კიდევ 7 წლის იყო. და-ძმის პროტესტს მხარი დაუჭირა გამომცემლობის ათეულობით თანამშრომელმა და მათ კომპანია პროტესტის ნიშნად დატოვეს.
სწორედ ამის შემდეგ გაავრცელა გამომცემლობამ განცხადება, რომლის მიხედვითაც ვუდი ალენის წიგნის გამოცემა გადაიფიქრეს: განცხადების მიხედვით, იმასთან ერთად, რომ გამომცემლობა მზადაა "განსხვავებული ხმები და დაპირისპირებული მოსაზრებები მოისმინოს", ამავდროულად "მხარს უჭერს თავის თანამშრომლებს", რის გამოც წიგნს ვეღარ გამოსცემს.
როგორც ჩანს, საშინელებათა ჟანრის საკულტო მწერლისთვის, სტივენ კინგისთვის სწორედ შეზღუდვის ეს ფორმა აღმოჩნდა მიუღებელი:
"თუ ფიქრობ, რომ ის პედოფილია, უბრალოდ ნუ იყიდი მის წიგნს, ნუ წახვალ კინოში მისი ფილმების სანახავად და ნუ მოუსმენ მის მიერ შესრულებულ ჯაზს. უბრალოდ უარი თქვი შენი ფულით მის დაფინანსებაზე — აი, ამერიკაში სწორედ ასე ვიქცევით".
მოგვიანებით სტივენ კინგმა ტვიტერის პირად ანგარიშზე კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რათა თავისი ამ ფაქტის მიმართ დამოკიდებულება დაეზუსტებინა და გამომცემლობის ან ვუდი ალენის ცალსახა მხარდამჭერად არ წარმოჩენილიყო:
"ასევე დავამატებ იმას, რომ რონან ფეროუს წიგნის გამოქვეყნების შემდეგ იმავე გამომცემლობამ ვუდი ალენის მემუარების გამოქვეყნება რომ მოინდომა, სრულიად შეუსაბამო და გაუგებარი გადაწყვეტილებაა".
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები