გიგი უგულავა: მოცემულ რეალობაში სააკაშვილის მიერ ენმ-ს თავმჯდომარეობა, სამწუხაროდ, შეუძლებელია
ფოტო: ტაბულა
თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ, რომელიც ამჟამად ციხეში სასჯელს იხდის, ციხიდან წერილი გამოგზავნა, სადაც წერს ნაციონალური მოძრაობის მარცხის მიზეზებსა და პარტიის განახლების აუცილებლობაზე, მათ შორის, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად სხვა პირის არჩევაზე. On.ge უგულავას წერილს უცვლელად გთავაზობთ:
"მიმართვა თანაპარტიელებს და ჩვენს მხარდამჭერებს
არჩევნები/ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ. კავკასიური თუ აუსბურგის ცარცის წრის ეს სიტყვები, როგორც არასდროს აქტუალურია დღეს საქართველოში. არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ სიყალბის ყველა ნაცადი თუ ინოვაციური მეთოდი იყო გამოყენებული იმ შედეგისათვის, რაც "ქართულმა ოცნებამ" მიიღო. მართალია, ცესკო პირდაპირ სუსის განყოფილებად იქცა, მთავარი მანიპულაცია მაინც არჩევნებამდე მოხდა. "სახელმწიფო გადატრიალების", "რევოლუციური სცენარების", "გვირაბების თხრის" კამპანია კანონის და პოლიტიკური ტაქტიკის ფარგლებში იქნებოდა, რომ არა, აშკარად ჩადენილი და სამუდამოდ გამოუძიებელი დანაშაულები - უკანონო და დამონტაჟებული ჩანაწერების გამოქვეყნება, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე იარაღის საბადოების "აღმოჩენა", ჩანერგილი თუ დაშანტაჟებული "ზონელების" მამხილებელი "თვალის ახელები" და, რაც მთავარია, წმინდა წყლის პოლიტიკური ტერაქტი - გივი თარგამაძის აფეთქება. დიახ, ის მხოლოდ შემთხვევამ ან ღმერთმა (რწმენისა და გემოვნების საკითხია) გადაარჩინა. დამკვეთმა ის და სხვა დაზარალებული ადამიანები სასიკვდილოდ გაწირა. ამ ყველაფერმა ისედაც მუდმივად რაციონალურობის ზღვარზე მყოფი საქართველოს არჩევნები სრულიად ირაციონალურ კატეგორიაში გადაიყვანა.
ამასთანავე, მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" ამ ისტერიკისა და აშკარა დანაშაულებრივი მანიპულაციების გარეშეც შეეძლოთ გამარჯვება და მოიგებდნენ. ამით მათ მხოლოდ საკუთარ უმწიფრობას გაუსვეს ხაზი. ოცნების გამარჯვების მთავარი მიზეზი ისაა, რომ საქართველოში პოლიტიკური მმართველობის ციკლი 8-10 წელიწადს, ორ საარჩევნო პერიოდს მოიცავს. ანუ მოსახლეობა ამ ვადით აძლევს პარტიას/ლიდერს მართვის მანდატს და შესაბამისად, ამდენი ხნით იტანს მას. ბედის ირონიით, მეორე ციკლი მუდმივად მარკესის "პატრიარქის შემოდგომას" ემსგავსება, რასაც იურიდიულად საკონსტიტუციო უმრავლესობას ვუწოდებთ. ასე იყო შევარდნაძის, სააკაშვილის/ჩვენი მეორე "შემოდგომა" და გარდაუვალი აუცილებლობით აქეთ მიილტვის ივანიშვილიც.
ცალკე საკითხია ჩვენი ხარვეზები თუ შეცდომები. არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ჩვენს მომხრეებში აქტიურად განიხილებოდა საკითხი - რა როლი ითამაშა მიშას მიერ დაანონსებულმა - მე გადმოვცურავ ზღვას. ჩემის აზრით, აქ სიმართლე შუაშია. თავისთავად ცხადი იყო, რომ თუ ნაციონალური მოძრაობა არჩევნებს მოიგებდა, მიშა სააკაშვილი აიღებდა ოდესა-თბილისის რეისზე ბილეთს და შეძლებდა დაბრკოლებლად ჩამოსვლას სამშობლოში, მშობლიურ ქალაქში. ისევე როგორც, მაგალითად, მე გიგი უგულავა, და სხვებიც დავტოვებდით საპატიმროებს. ეს თავისთავად ცხადი საკითხი იყო და ამას დამატებით ხაზგასმა არ სჭირდებოდა. მაგრამ პარტიის საზოგადოებასთან კომუნიკაციაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო პასუხის არქონა ერთ საკვანძო კითხვაზე - ვინ არის თქვენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი? ვინა არის ის პირი, რომელმაც პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ პროგრამის (ობიექტურად საუკეთესო და რეალისტური) შესრულებაზე? პარტია ამ შეკითხვაზე დაბნეული, პირდაპირ ვთქვათ, ბლუყუნებდა. როგორ წარმოგვიდგენია ასეთ პირობებში გამარჯვება? როგორ შეიძლება გამარჯვების იმედი გქონდეს და არ იყო მკაფიო მთავარ საკითხში. მე, მართალია, საერთოდ არ ჩავრეულვარ არანაირი ფორმით წინასაარჩევნო კამპანიაში და ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა მაძლევს ღიად თქმის უფლებას - ნაციონალური მოძრაობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არ ყოფილა მიხეილ სააკაშვილი (მიუხედავად მისი შესაძლო სურვილისა). მაგრამ ეს ვიცოდი მე და კიდევ შესაძლოა 20 კაცმა, ხოლო ამომრჩევლებისთვის ჩვენ გაურკვევლობას, დაბნეულობას ვასხივებდით. ჩვენ ან პირდაპირ უნდა გამოგვეცხადებინა, რომ ჩვენი პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილია, ან პირდაპირ გვეთქვა, რომ ჩვენი კანდიდატი არის დავით ბაქრაძე, სიის პირველი ნომერი, ვინც ლოგიკურად უნდა ყოფილიყო ასეთად დასახელებული ან მოგვეწვია და შეგვეთავაზებინა კონკრეტული ადამიანისთვის, ვინც ჩაუდგებოდა სათავეში კამპანიას. გაურკვევლობამ, რომელიც ჩვენ დავუშვით, შექმნა წარმოდგენა, რომ ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა, საზოგადოებას ვთავაზობთ მიშა სააკაშვილის ფორმალურ ან არაფორმალურ მმართველობას. და მოხდა ის, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე, ქვეყანამ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა ამჯობინა. აქვე ხაზს ვუსვამ, მე არ ვსაუბრობ აქ წაგების მიზეზზე. ჩვენი წაგების მიზეზებზე ზემოთ ვისაუბრე, ის უფრო გლობალურია და ნაკლებად იყო დამოკიდებული, ვინ იქნებოდა ჩვენი პრემიერ-მინისტრობის თუ სხვა მინისტრობის კანდიდატები. თუმცა, როგორც ეს ყველა ნორმალურ ქვეყანაში ხდება, მე მყარად ვარ დარწმუნებული, რომ პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის დასახელება ჩვენი კამპანიისთვის მნიშვნელოვანი პოზიტიური ბიძგი იქნებოდა. და ეს კანდიდატი არ უნდა ყოფილიყო არც მიხეილ სააკაშვილი და არც წინა მთავრობის საკვანძო არცერთი მინისტრი. საბოლოო ჯამში, შედეგად მივიღეთ, რომ ადგილზე პარტია ჭმუნავდა, ხოლო მიშა ხან ციხეში მყოფ ყოფილ ძალოვან მინისტრებს საერთოდ პოლიტიკურ საქმიანობას უკრძალავდა (რაც იდეაში არა მისი, არამედ ამ ადამიანების და ამომრჩევლის გადასაწყვეტია), ხან ამერიკიდან - შსს მინისტრად ხატია დეკანოიძეს ასახელებდა (რაც თავისთავად ნამდვილად არაა ცუდი იდეა). ეს ერთი კონკრეტული ტაქტიკური თუ სტრატეგიული შეცდომა მე იმის საილუსტრაციოდ მომყავს, რომ ახლა უკვე დროა სწორი დასკვნები გავაკეთოთ და მომავალზე ვიფიქროთ.
სრულიად ცხადია, რომ ჩვენი პარტია არის დღეს ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ეფექტურად ხელი შეუშალოს ოლიგარქის მიერ ქვეყნის სრულ "პრიხვატიზაციას". ენმ-ის როლი ქვეყნის მომავლისთვის, მისი ევროპული განვითარებისთვის გაცილებით დიდია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. მისი ისტორიული როლი გაცილებით დიდია, ვიდრე, თუნდაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე, "ქართული ოცნების", რადგან, როგორც ჩერჩილი ამბობს: "მართალია უმრავლესობა მართავს, მაგრამ ჭკუა უმცირესობას მოეკითხება".
ჩემი აზრით, ჩვენი პარტიის სტრატეგიული ამოცანაა - გამოვიდეთ "ალყაშემორტყმული ციხე-სიმაგრის" მდგომარეობიდან. უფრო ზუსტად, კი ისეთი ალყაშემორტყმული მდგომარეობიდან, როცა იცი - ციხე-სიმაგრე დაეცემა და მაინც გმირულად იბრძვი. თუ მხატვრულ ლიტერატურაში ეს მთელი ჟანრია, თანამედროვე პოლიტიკაში - ფატალური შეცდომა და სრული უპერსპექტივობაა. ეს ოთხი წელიწადი ჩვენ ასეთ მდგომარეობაში ღირსეულად გავატარეთ. პარტიამ ისეთი დევნა განიცადა, როგორც პირველი საუკუნის ქრისტიანებმა. ეს დევნა ახლაც გრძელდება და მე არც რეპრესიების გაგრძელებას გამოვრიცხავ. მაგრამ პარტიის პასუხი ამაზე არა ჩაკეტვა, 2013 წლის დასაწყისის მდგომარეობაზე გაყინვა, არამედ, პირიქით, გახსნა და განვითარება უნდა იყოს. აუცილებელია, პარტიამ თავისუფალი კენჭისყრით, კონკურენტულ გარემოში ახალი თავმჯდომარე აირჩიოს; აირჩიოს ახალი პოლიტიკური საბჭო, რათა მოხდეს იმ ახალი და წარმატებული ადამიანების პარტიის მართვაში ინტეგრირება, რომლებმაც ამ არჩევნებზე თავი გამოიჩინეს, იქნება ეს ცენტრალურ საბჭოში თუ რეგიონებში. გასაგებია, რომ ივანიშვილი შეეცდება ნაციონალური მოძრაობა ნახევრად პარტიზანულ მდგომარეობაში ამყოფოს, თუმცა ამ არჩევნებმა ივანიშვილის, რეალურად ერთადერთი, ოცნება დაამსხვრია - ნაციონალური მოძრაობა არა თუ გაქრა, მას ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი. შემთხვევითი არაა, რომ საერთაშორისო პრესა, პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ამ არჩევნებზე ორ გამარჯვებულ პარტიაზე საუბრობს. თუმცა ახლა ჩვენი ვალია "ნაციონალური მოძრაობა" უფრო მეტად გავხადოთ დასავლური ყაიდის დემოკრატიული პოლიტიკური ორგანიზაცია. მხოლოდ ასე შეძლებს ის ქვეყნის ოლიგარქის მარწუხებისგან, უფრო სწორედ, აბლაბუდისგან დახსნას.
მე კარგად მესმის, თუნდაც თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებული შფოთვები. ჩვენი პარტიის მხარდამჭერთა ნაწილს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ უპირობოდ იმსახურებს პარტიის თავმჯდომარეობას, მაგრამ მოცემულ რეალობაში ეს, სამწუხაროდ, შეუძლებელია. აქედან აბსოლუტურად არასწორი დასკვნა არ უნდა გამოვიტანოთ, რომ პარტიამ აღარასდროს აირჩიოს თავმჯდომარე. ეს არასწორი და დამაზიანებელია პარტიისთვის. ნურავინ ჩათვლის ამას ღალატად, პირიქით საერთო საქმის ღალატია ერთ წერტილში გაყინული ყოფნა. არ ვიცი რას ფიქრობს ამ საკითხზე მიშა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ამ ჩემს იდეას სრულად გაიზიარებს. მეტიც, მე პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვაპირებ გადავდგე, რათა მივცე შესაძლებლობა - თბილისის აქტივმა ახალი თავმჯდომარე აირჩიოს და მოემზადოს ადგილობრივი არჩევნებისთვის. ერთი სიტყვით, პარტიის ყველა საკვანძო, არჩევით თანამდებობაზე უმდა ჩატარდეს არჩევნები. ეს არ და ვერ იქნება განხილული როგორც პოლიტდევნილებისა თუ პოლიტპატიმრების მიმართ ღალატი. ამას მე, როგორც ერთ-ერთი პოლიტპატიმარი, გეუბნებით. ჩვენი დევნილობა და პატიმრობა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში შეიძლება კიდევ დიდი ხანი გაგრძელდეს. მე ეს კარგად მაქვს გაცნობიერებული. პარტიას სჭირდება განვითარება და ის არ უნდა გახდეს ამჯერად ჩვენი პატიმრობის თუ დევნილობის მძევალი, სწორედ ეს უნდა ივანიშვილს. მეტიც, ამ პოლიტსიშლეგის დასრულება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაჩქარდება თუ ნაციონალური მოძრაობა გაძლიერდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ - საერთაშორისო ინსტიტუტებში. ცხადია, ეს არ ნიშნავს ჩვენი მხრიდან პარტიისგან გამიჯნვას, პირიქით, ამით ჩვენ პარტიას განვითარების შესაძლებლობას ვაძლევთ. ესაა ფაქტის კონსტატაცია, ჩვენ, ციხეში თუ ქვეყნის გარეთ იძულებით მყოფნი, სრულფასოვნად ვერ ვმონაწილეობთ პარტიულ პოლიტიკაში, იმედია დროებით. და როცა ეს ცხადი სიგიჟე დასრულდება, მე/ჩვენ სიხარულით ჩავერთვებით პარტიის ცხოვრებაში და არც შიდა კონკურენციას შევუშინდებით. მართალია, კაცს შეიძლება გალაკტიონის ლექსი გაგახსენდეს და ცოტა შეცბე: ".. წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული..", მაგრამ ამჯერად, მერაბ კოსტავას სიტყვები უფრო გამოგვადგება - მთავარია, სად იქნება ეროვნული მოძრაობა და არა ის, სად ვიქნებით ჩვენ ეროვნულ მოძრაობაში.
მეგობრებო, გთავაზობთ მსჯელობას ამ თემაზე, ხოლო პარტიის თბილისის თავმჯდომარის თანამდებობიდან ჩემი გადადგომა შემდგარ ფაქტად მიიღეთ.
წერილი საჯაროა და მისი ადრესატი ყველა ჩვენი მხარდამჭერია, რისთვისაც მათი გულწრფელად და უზომოდ მადლობელი ვარ.
გიგი უგულავა"
-
მეცნიერებმა ბაქტერია ისე შეცვალეს, რომ მან სიმსივნის შიგნიდან შეჭმა შეძლოს მეცნიერებმა ბაქტერია ისე შეცვალეს, რომ მან სიმსივნის შიგნიდან შეჭმა შეძლოს
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით iPlus-ში და მიიღეთ 150 ლარიანი ქეშბექი ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით iPlus-ში და მიიღეთ 150 ლარიანი ქეშბექი
-
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენები დღესაც გაუქმდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენები დღესაც გაუქმდა
გადახედვა
-
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თავდასხმების შედეგად ჩვენი მეზობელი ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გარდაცვალების გამო რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თავდასხმების შედეგად ჩვენი მეზობელი ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გარდაცვალების გამო
გადახედვა
-
Wizz Air, 7 მარტის ჩათვლით, ისრაელის, დუბაის, აბუ-დაბის, ამანისა და საუდის არაბეთის მიმართულებით ყველა ფრენას აჩერებს Wizz Air, 7 მარტის ჩათვლით, ისრაელის, დუბაის, აბუ-დაბის, ამანისა და საუდის არაბეთის მიმართულებით ყველა ფრენას აჩერებს
გადახედვა
-
ოცნების ხელისუფლების მთავრობა ირანელ და ებრაელ ხალხს სამძიმარს უცხადებს ოცნების ხელისუფლების მთავრობა ირანელ და ებრაელ ხალხს სამძიმარს უცხადებს
გადახედვა
-
BTS ახალი ალბომითა და მსოფლიო ტურნეთი ბრუნდება — ყველაფერი, რაც ვიცით BTS ახალი ალბომითა და მსოფლიო ტურნეთი ბრუნდება — ყველაფერი, რაც ვიცით
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები თეირანში საელჩოს ხურავს არაბთა გაერთიანებული საამიროები თეირანში საელჩოს ხურავს
გადახედვა
-
მისია Artemis 3-ის ფარგლებში ასტრონავტები მთვარეზე აღარ დაეშვებიან მისია Artemis 3-ის ფარგლებში ასტრონავტები მთვარეზე აღარ დაეშვებიან
გადახედვა
-
კაია კალასი: EU ირანს მოუწოდებს, შეწყვიტოს ბირთვული პროგრამა, შეზღუდოს ბალისტიკური რაკეტების პროგრამა და თავი შეიკავოს დესტაბილიზაციისგან კაია კალასი: EU ირანს მოუწოდებს, შეწყვიტოს ბირთვული პროგრამა, შეზღუდოს ბალისტიკური რაკეტების პროგრამა და თავი შეიკავოს დესტაბილიზაციისგან
გადახედვა
-
ჯიმ კერის უცხო გარეგნობა — რატომ ფიქრობს ინტერნეტი, რომ მსახიობს კლონი ჰყავს? ჯიმ კერის უცხო გარეგნობა — რატომ ფიქრობს ინტერნეტი, რომ მსახიობს კლონი ჰყავს?
გადახედვა
-
მერე ბარათის საგაზაფხულო შეთავაზებები მერე ბარათის საგაზაფხულო შეთავაზებები
-
"მეამა": კომპანიას არ უთქვამს უარი საქართველოში ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებთან, "ტვ იმედთან" და "პოსტ"-ისთან თანამშრომლობაზე "მეამა": კომპანიას არ უთქვამს უარი საქართველოში ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებთან, "ტვ იმედთან" და "პოსტ"-ისთან თანამშრომლობაზე
გადახედვა
-
საქართველოს საელჩო ისრაელში: მსურველებს ისრაელის დატოვება შეუძლიათ ეგვიპტის ან იორდანიის გავლით საქართველოს საელჩო ისრაელში: მსურველებს ისრაელის დატოვება შეუძლიათ ეგვიპტის ან იორდანიის გავლით
გადახედვა
-
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
-
გავრცელებული ინფორმაციით, ზენდეია და ტომ ჰოლანდი საიდუმლოდ დაქორწინდნენ გავრცელებული ინფორმაციით, ზენდეია და ტომ ჰოლანდი საიდუმლოდ დაქორწინდნენ
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ოსკაროსანი ფილმი მსახიობით ქვიზი: გამოიცანი ოსკაროსანი ფილმი მსახიობით
-
ხელოვნური ინტელექტი ბირთვული კონფლიქტებისკენაა მიდრეკილი? — პასუხმა მკვლევრები შეაშფოთა ხელოვნური ინტელექტი ბირთვული კონფლიქტებისკენაა მიდრეკილი? — პასუხმა მკვლევრები შეაშფოთა
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: ხელოვნური ინტელექტის როლი ენის სწავლის პროცესში შემდეგი პოდკასტი: ხელოვნური ინტელექტის როლი ენის სწავლის პროცესში
-
5 ჯანსაღი დესერტი, რომელსაც მარტივად მოამზადებ 5 ჯანსაღი დესერტი, რომელსაც მარტივად მოამზადებ
-
ომბუდსმენი შეისწავლის ცვლილებას, რომლის მიხედითაც სწავლის დასაწყებად ბავშვი 6 წლის 15 სექტემბრამდე უნდა გახდეს ომბუდსმენი შეისწავლის ცვლილებას, რომლის მიხედითაც სწავლის დასაწყებად ბავშვი 6 წლის 15 სექტემბრამდე უნდა გახდეს
გადახედვა
კომენტარები