ყინულის დნობის უპრეცედენტო ტემპი ანტარქტიდაზე — NASA ახალ ფოტომასალას ავრცელებს
ანტარქტიდა ძირითადად ძალიან ცივი კონტინენტია. კონტინენტის ცენტრალურ ნაწილში ტემპერატურა საშუალოდ -57 გრადუსი ცელსიუსს აღწევს, სანაპიროზე კი -10 გრადუსი ცელსიუსი ფიქსირდება.
6 თებერვალს კვლევითმა სადგურმა, ანტარქტიდის ესპერანსას რეგიონში უპრეცედენტოდ მაღალი ტემპერატურა, 18,2°C დააფიქსირა.
სითბური ტალღა, რომელმაც სანაპირო ზოლში ყინულის მსგავსი დნობა გამოიწვია, კონტინენტის სხვა ნაწილებსაც შეეხო.
სითბური ტალღის ეფექტები ნასას Landsat 8 თანამგზავრმა დაასურათა. ყინულის დნობა ყველაზე დრამატულად იგლ აილენდზე აისახა, რომელმაც რამდენიმე დღეში ყინულის უზარმაზარი მასა დაკარგა.
კუნძულის ცენტრალურ ნაწილში, მაღალი ტემპერატურის გამო, ეგრედწოდებული "დნობის გუბეები" დადგა.
"ანტარქტიდაზე დნობის გუბეების ასე სწრაფად ფორმირება არასდროს მინახავს. ყინულის მსგავსი დნობა ანტარქტიდაზე იშვიათა, დნობის გუბეებს ძირითადად ალასკაზე ან გრენლანდიაში თუ შეხვდებით", — ამბობს გლასიოლოგი მაური პელტო.
პელტო აღნიშნავს, რომ ასეთი მაღალი ტემპერატურა ანტარქტიდისთვის იშვიათია, თუმცა ბოლო დროს, ეს ტრენდი გახშირებულია.
საერთო ჯამში, იგლ აილენდზე, რამდენიმე დღეში 10 სანტიმენტრის სიმაღლის თოვლი გადნა. ეს პირველი სითბური შოკი არ არის, რომელიც ანტარქტიდამ წელს იხილა. სამხრეთ ნახევარსფეროში ნოემბერი და იანვარი განსაკუთრებით თბილი იყო.
"მხოლოდ თებერვლის ყინულის დნობა, განყენებულად დიდად მნიშვნელოვანი არ არის. აქ მთავარი ისაა, რომ მსგავსი მოვლენები ძალიან გახშირებულია", — ამბობს პელტო.
კომენტარები