ახალ ზელანდიის სანაპიროზე ასეულობით ათასი მკვდარი მიდია გამოირიყა
ახალი ზელანდიის ჩრდილოეთის კუნძულის სანაპიროზე ასობით ათასი გამორიყული მიდია იპოვეს. ექსპერტების თქმით, აღნიშნული ფაქტის მიზეზი ოკეანის ტემპერატურის ზრდაა.
აუკლენდის უნივერსიტეტის პროფესორმა ენდრიუ ჯეფსმა განაცხადა, რომ კლიმატის ცვლილება კიდევ მრავალი წყლის ცხოველის სიცოცხლეზე იქონიებს გავლენას.
ჩრდილოეთის კუნძულზე ამჟამად განსაკუთრებული გვალვაა, რეგიონის საკმაოდ დიდ ნაწილში წვიმა რეკორდული დროის განმავლობაში — 40 დღეზე მეტია არ მოსულა. გვალვის გამო საფრთხის ქვეშაა ახალი ზელანდიის ენდემური ფრინველი — კივიც, ისინი გამუდმებით წყალს ეძებენ და ამ პროცესის დროს ხშირად იღუპებიან. შორეულ დასახლებებში კი წვიმის წყლის ავზებს სასმელი წყლით ტანკერების მეშვეობით ავსებენ.
მეცნიერები მიდიებზე კლიმატის ცვლილებების გავლენას დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ, თუმცა მდგომარეობა ბოლო დროს ბევრად გაუარესდა.
ადგილობრივი მოსახლის, ბრენდონ ფერგიუსონის თქმით, მკვდარ მიდიებს მძაფრი და შემაწუხებელი სუნი ქონდა.
"სანაპიროზე საშინელი სუნი იდგა. გარშემო ყველგან მომაკვდავი მიდიები და თოლიების მიერ დაცარიელებული ნაჭუჭები იყო", — განაცხადა ფერგიუსონმა.
ოფიციალური პირების თქმით, მიდიების მასიური სიკვდილიანობის გამოძიება მიმდინარეობს და ადგილობრივებს მათი შეგროვება ან ჭამა ეკრძალებათ.
კომენტარები