მიკროსკოპიის ახალი ტექნიკით უჯრედის დეტალური 3D სურათის შექმნა შეიძლება
ჰიუს სამედიცინო ინსტიტუტის მეცნიერებმა ელექტრონული მიკროსკოპის და სუპერ-გარჩევადობის მიკროსკოპიის ტექნიკების გაერთიანებით უჯრედზე დაკვირვების ახალი ტექნიკა შეიმუშავეს.
მკვლევარები თავიანთ მეთოდს cry-SR/EM-ს უწოდებენ. ახალი მეთოდის გამოყენებით მათ შეძლეს მთელი უჯრედის ფერადი სურათის მიღება, რომელიც უჯრედის მოწყობის აქამდე არნახულ დეტალებს ამჟღავნებს.
"უჯრედი გასაოცრად რთული და თვითგამრავლებადი მექანიზმია, რომელიც მილიარდობით მოძრავ ნაწილს შეიცავს. უჯრედის დასურათების ყველა ტექნიკა განსხვავებული და არასრულია. მიკროსკოპული დასურათების ორი განსხვავებული ტექნიკის გაერთიანებით მივიღეთ შედეგი, რომლის მიღებაც ამ დრომდე შეუძლებელი იყო ", — განაცხადა კვლევის თანაავტორმა ერიკ მეტზიგმა.
სინათლის მიკროსკოპებს უჯრედების ან უჯრედის კონკრეტული მონაკვეთების წარმოჩენა შეუძლიათ, თუმცა მარტო მისი (სინათლის მიკროსკოპის) გამოყენებით, იმის დადგენა თუ როგორ მიემართებიან ერთმანეთს უჯრედის სხვადასხვა კომპონენტები, რთულია.
მეორემხრივ ელექტრონული მიკროსკოპია ბევრად დეტალურ და მაღალი გარჩევადობის სურათებს იძლევა, მაგრამ მხოლოდ ელექტრონული მიკროსკოპის გამოყენებით უჯრედის სრული აღწერა პრაქტიკულად შეუძლებელია.
ორი ტექნიკის გაერთიანებით, მკვლევარებს საშუალება ეძლევათ უჯრედი მთლიანობაში შეისწავლონ ისე, რომ არ გამოტოვონ მნიშვნელოვანი დეტალები და ურთიერთქმედებები უჯრედის კომპონენტებს შორის.
კომენტარები