უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერს, ოლექსი გონჩარუკს დაავალა, რომ შეიმუშავოს ახალი სახელფასო სქემა მინისტრებისთვის, რომელიც უკრაინის ეკონომიკას და მინისტრის ანაზღაურებას შეესაბამება. მანვე აღნიშნა, რომ მინისტრებმა, რომლებიც ამ ხელფასს არ დათანხმდებიან თანამდებობა უნდა დატოვონ.

"როცა თქვენ და თქვენი მთავრობა ეკონომიკას გაზრდით, შეგიძლიათ ხელფასებიც გაიზარდოთ", — განაცხადა პრეზიდენტმა.

ამ საკითხებზე ზელენსკი გონჩარენკოს მაშინ ესაუბრა, როცა მისი გადადგომის განხილვას აპირებდნენ. ზელენსკიმ მისი განცხადება არ დააკმაყოფილა და მის მთავრობას "შანსი მისცა".

გონჩარუკმა გადადგომაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის ჩანაწერი. აუდიოჩანაწერში ხმა, რომელიც სავარაუდოდ, გონჩარუკს ეკუთვნის ამბობს, რომ ის ეკონომიკაში სრული ნულია.

ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში გონჩარუკი წერს, რომ ის დიდ პატივს სცემს უკრაინის პრეზიდენტს და არ უნდა ხალხმა ეჭვი შეიტანოს მის პროგრამაში.

"მე თანამდებობაზე მოვედი, რომ პრეზიდენტის პროგრამა შემესრულებინა. ის ჩემთვის მისაბაძი მაგალითია წესიერებასა და ღიაობაში. იმისთვის, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ეჭვი პრეზიდენტისადმი ჩემს პატივისცემასა და ნდობაზე, მე წასვლის შესახებ განცხადება დავწერე", — ამბობს ის.

გონჩარუკმა აუდიოჩანაწერის ავთენტურობა ნაწილობრივ დაადასტურა. მისი თქმით, ჩანაწერიდან ამოჭრილია ნაწილები, რომლებიც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მინისტრები პატივს არ სცემენ პრეზიდენტს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.