არასამთავრობოები მოითხოვენ, 24 წლის ბიჭის მკვლელობის საქმე პროკურატურის ნაცვლად ინსპექტორმა გამოიძიოს
ფოტო: სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი
ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, რომ 2 იანვარს 24 წლის კაცის მოკვლის საქმე პროკურატურის ნაცვლად სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა შეისწავლოს. მათ მიაჩნიათ, რომ ეს სწორედ ამ უწყების კომპეტენციას განეკუთვნება, რადგან საქმეში ბრალდებული სამართალდამცავია.
არასამთავრობო ორგანიზაციები ამ მოთხოვნას სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონის რამდენიმე მუხლით ასაბუთებენ:
- მუხლი 19, პუნქტი "ა" — სახელმწიფო ინსპექტორის გამოსაძიებელ საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ წამების, წამების მუქარისა და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის საქმეების გამოძიება;
- მუხლი 19, პუნქტი "ბ" — სახელმწიფო ინსპექტორის გამოსაძიებელ საქმეთა კატეგორიას ასევე განეკუთვნება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ ჩადენილი ის დანაშაული, რომელმაც გამოიწვია პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს მას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება.
არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, კანონის აღნიშნული ჩანაწერი ნებისმიერ იმ შემთხვევას გულისხმობს, როდესაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა სამოქალაქო პირს აღუკვეთა თავისუფლება და არ მისცა თავისფლად გადაადგილების შესაძლებლობა.
"კანონის აღნიშნული ჩანაწერის მიზანი და ზოგადად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის მთავარი იდეა, სწორედ სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი და დროული გამოძიებაა. წლების განმავლობაში ადგილობრივი ორგანიზაციების და საერთაშორისო პარტნიორების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ ის იყო, რომ მსგავსი დანაშაულები გამოეძიებინა დამოუკიდებელ და პოლიტიკურად ნეიტრალურ საგამოძიებო უწყებას", — აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
- ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);
- საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო (TI);
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);
- საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF);
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).
24 წლის ბიჭის მკვლელობის საქმე
2 იანვარს 24 წლის ბიჭი ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე მოკლეს. ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ შსს-ს მოქმედმა თანამშრომლებმა მამაკაცს სცემეს, ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენეს, წამების შემდეგ კი გააშიშვლეს და სასაფლაოდან რამდენიმე კილომეტრში ღია ცის ქვეშ დატოვეს. მომაკვდავი ახალგაზრდა ოჯახმა მომხდარიდან მეორე დღეს იპოვა.
ინფორმაციის მედიაში მოხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უწყების თანამშრომელი დააკავა. ოჯახი ამტკიცებდა, რომ საქმეში მონაწილეობდა მეორე პირიც, რომელიც მოგვიანებით დააკავეს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით დაიწყო. კერძოდ, 126¹-ე მუხლის "გ" ქვეპუნქტით, 117-ე მუხლის მე-6 ნაწილითა და 143-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამ მუხლებით ორი ან მეტი პირის მიმართ ცემის და ძალადობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებით სიცოცხლის მოსპობისა და ადამიანის მოტაცებისთვის პატიმრობაა გათვალისწინებული.
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
კომენტარები