ეგზიტპოლების გამოცხადებისას GPB-ის რეიტინგი 0,46%, ხოლო იმედის 10,6% იყო
ფოტო: Shutterstock
არჩევნების შემდგომი პერიოდის ანალიზმა აჩვენა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეგზიტპოლების გაშუქებით მაყურებლის მოზიდვა ვერ შეძლო.
საერთაშორისო გამჭვირვალობის ინფორმაციით, 8 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, 20:00-ზე, ეგზითპოლების გამოცხადებისას, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი 0,46%-ს შეადგენდა.
ამ დროს, იგივე ეგზიტპოლების მონაცემებით, რეიტინგის 10,6%-იანი მაჩვენებლით, მედიასივრცეში ტელეკომპანია იმედი პირველი 1 წუთის განმავლობაში პირველ ადგილზეა.
10 წუთიანი შეფასების სკალის მიხედვით, მომავალი 9 წუთის განმავლობაში ტელესივრცეში რუსთავი 2 ლიდერობს.
ფოტო: TNS
"საზოგადოებრივი მაუწყებელი წამყვან ტელევიზიებს რეიტინგებში კონკურენციას ვერასოდეს უწევს. შესაბამისად, გაუგებარი იყო თუ რა არგუმენტებსა და ვარაუდებზე დაყრდნობით ჰქონდა მაუწყებლის მენეჯმენტს მოლოდინი, რომ ეგზითპოლები არჩევნების დღეს არხის რეიტინგს გაზრდიდა" - აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არ გაიზიარა არასამთავრობო ორგანიზაციების შეთავაზება, რომ მას ორივე ეგზიტპოლის მონაცემები გაეშუქებინა. სწორედ ასე მოიქცა ტელეკომპანია პირველი, რომელმაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე ოდნავ უფრო მაღალი რეიტინგი აჩვენა.
3 ოქტომბერს, სერგი გვარჯალაძემ ისაუბრა მიზეზებზე, რის გამოც მაუწყებელმა გადაწყვიტა საერთო ეგზიტპოლის ჩატარება. მან აღნიშნა, რომ არჩევნების დღე ტელევიზიისთვის მნიშვნელოვანი დღეა და მაუწყებელმა გამოიყენა შანსი იაფად, თანხის დაზოგვით მიეღო კვალიფიციური ციფრები და გაეკეთებინა კარგი, რეიტინგული გადაცემები.
კითხვაზე, თუ რა გარანტია აქვს მაუწყებელს, რომ მაყურებელი ამ კვლევას მათ გადაცემაში იხილავს და არა იმ ტელევიზიებში, რომელთაც უფრო მაღალი რეიტინგი აქვთ, სერგი გვარჯალაძემ უპასუხა, რომ მათი პასუხისმგებლობაა ეს თემა დაბალანსებულად, ხარისხიანად და სიღრმისეულად გააშუქონ და ამით მიიღონ გარანტია, რომ მაყურებელი ეყოლებათ:
"კვლევის მონაწილე სხვა კომერციული არხები სხვა ასპექტებზე გააკეთებენ აქცენტს. ჩვენი აქცენტი კი გაკეთდება იმაზე, რომ სიღრმისეულად მივაწოდოთ მაყურებელს ინფორმაცია".
მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოთქვა სურვილი კომერციულ ტელეკომპანიებთან ერთად კვლევა ჩაეტარებინა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოუწოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და მენეჯმენტს თავი შეეკავებინა ისეთი პროექტების განხორციელებისგან, რომლებიც მაუწყებლის მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ დააყენებდა.
TI-ს ცნობით, GPB არ აპირებს TNS-სთვის ეგზიტპოლების ჩატარების საფასურის გადახდას.
-
EU-ს ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 7 დღით, 22 სექტემბრამდე გადაავადეს EU-ს ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 7 დღით, 22 სექტემბრამდე გადაავადეს
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: რეალობის ყველაზე პატარა ნაწილაკები — რისგან შედგება სამყარო შემდეგი პოდკასტი: რეალობის ყველაზე პატარა ნაწილაკები — რისგან შედგება სამყარო
-
თიბისი და AD BLACK SEA — 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად თიბისი და AD BLACK SEA — 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
-
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს უფრთხილდება, რაც კი ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს უფრთხილდება, რაც კი ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული
გადახედვა
-
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში — მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში — მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
-
აღმოაჩინეს "ცხელი ყინულის" ფორმა, რომელიც შეიძლება ურანისა და ნეპტუნის წიაღში არსებობდეს აღმოაჩინეს "ცხელი ყინულის" ფორმა, რომელიც შეიძლება ურანისა და ნეპტუნის წიაღში არსებობდეს
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: "მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვინც რეალურად ემსახურება ხალხს და ქვეყანას" თეონა ჭალიძე: "მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვინც რეალურად ემსახურება ხალხს და ქვეყანას"
გადახედვა
-
ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ რა პოსტს (და)იკავებს? ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ რა პოსტს (და)იკავებს?
გადახედვა
-
შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა
გადახედვა
-
"ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე "ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე
გადახედვა
-
კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა
გადახედვა
-
როგორ იქცა NB Dental ორთოდონტიული ცენტრიდან მულტიდისციპლინურ სტომატოლოგიურ კლინიკად? როგორ იქცა NB Dental ორთოდონტიული ცენტრიდან მულტიდისციპლინურ სტომატოლოგიურ კლინიკად?
-
ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე — STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე — STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ
-
ემი 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სია ემი 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სია
გადახედვა
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
-
"ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს "ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს
გადახედვა
-
გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წელს ულოცავს გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წელს ულოცავს
გადახედვა
-
გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
კომენტარები