რა ბედი ეწევა მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ ამოშენებულ პანდუსებს
თბილისის მერიის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, გზებზე, ასფალტის საფარის განახლებისას, რამდენიმე პანდუსი ისე დააზიანა, რომ ისინი მოხმარებისთვის უსარგებლო გახდა. პანდუსები თბილისის არაერთ უბანში კერძო ინიციატივით 2014 წლიდან იყო მოწყობილი.
თბილისის ქუჩების პანდუსებით აღჭურვის პროექტი საქართველოს ბანკის ფონდმა სიცოცხლის ხემ, ბანკის დაფინანსებით, 2014 წელს დაიწყო.
ამ წელს 650-მდე პანდუსი დამონტაჟდა. ტროტუარები ადაპტირებული გახდა რუსთაველის, ჭავჭავაძის და მელიქიშვილის გამზირზე, ასევე პეკინის, კოსტავას, შარტავას, ჯიქიას, ქავთარაძისა და ჩოლოყაშვილის ქუჩებზე.
ქალაქის ქუჩების ადაპტირების პროექტში ჩაერთო დეველოპერული კომპანია m2-იც. კომპანიიის ფინანსური მხარდაჭერით ადაპტირებული გახდა ვაჟა–ფშაველასა და ყაზბეგის გამზირები, სადაც 260-მდე პანდუსი დამონტაჟდა.
პროექტების მხარდამჭერები და ინიციატორები იყვნენ ჯგუფი სოცკოდექსი და ახალგაზრდული კავშირი თანაბარი უფლებებისათვის.
როგორც სიცოცხლის ხეში On.ge-ს უთხრეს, ქუჩებისა და გამზირების ადაპტირებისთვის ფონდმა, m2-მა და საქართველოს ბანკმა, 221 942 ლარის მოცულობის გრანტი გასცა.
სიცოცხლის ხის წარმომადგენლის, ხათუნა კაკაბაძის, ინფორმაციით, ქუჩების ადაპტირების პროცესშივე დაფიქსირდა პანდუსის ამოშენების ფაქტები, იყო ცალკეული კერძო შემთხვევებიც, რასთან დაკავშირებით ფონდმა სოცკოდექსთან ერთად მიმართა მერიას და პანდუსები აღადგინეს.
ხათუნა კაკაბაძე აცხადებს, რომ ქუჩების ადაპტირების შემდეგ, ფონდი მუდმივად აწარმოებს მონიტორინგს დამონტაჟებული პანდუსების შესახებ და პრობლემების შექმნის შემდეგ, მერიის შესაბამის სამსახურებთან ითანამშრომლებენ.
რამდენიმე ადგილას პანდუსზე ცემენტი ისე არის დასხმული, რომ ერთი შეხედვით, შესაძლებელს ხდის მის გამოყენებას, მაგრამ ის შესაძლოა, არ შეესაბამებოდეს სტანდარტებს.
ფონდ სიცოცხლის ხის წარმომადგენლის თქმით, ქუჩის ადაპტირების პროცესში მათ მრავალი ფაქტორი გაითვალისწინეს, მათ შორის:
- პანდუსის სიგანე;
- დახრის კუთხე;
- პანდუსის ზედაპირის ფაქტურა;
"დაზიანებული პანდუსების განახლებისთვის, ცხადია, აუცილებელია, დაცული იყოს სტანდარტები" - ამბობს ხათუნა კაკაბაძე ჩვენთან საუბარში.
ამას გარდა, პანდუსების მომხმარებლებს მოქალაქეებისგან შექმნილი ბარიერებიც ხვდებოდათ:
"პანდუსებთან დაკავშირებით, მოსახლეობის მხრიდან არაერთ პრობლემას წავაწყდით: მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების პარკირება პანდუსებზე, რაც არამარტო შეუძლებელს ხდის მობილობის შეზღუდვის მქონე პირის დამოუკიდებელ გადაადგილებას, არამედ აზიანებს პანდუსს".
თბილისის მერიის პასუხი
როგორც თბილისის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა On.ge-ს უთხრა, დაზიანებული პანდუსები უახლოეს პერიოდში აღდგება:
"ვაკე-საბურთალოს გამგეობის მიერ გადაცემულია ეს ამბავი და უნდა გამოსწორდეს უახლოეს პერიოდში. კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს მნიშვნელოვან საგზაო პროექტებს. მათი თქმით, იქ სადაც პანდუსებია, ჯერ გზა დაგებული არ არის, თუმცა, სარეაბილიტაციო სამუშაოებში, ბუნებრივია, გათვალისწინებულია, რომ ეს პანდუსი უცვლელი ფორმით დარჩეს".
თბილისის მერიას ჯერ-ჯერობით არ აქვს პასუხები, თუ რომელი კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს დროს დაზიანდა პანდუსები, რა დაუჯდა მერიას აღნიშნული კომპანიისგან მომსახურების მიღება და ვინ დაფარავს პანდუსების აღდგენის ხარჯებს, მერია, თუ ტენდერში გამარჯვებული და მის მიერ დაქირავებული კომპანია.
ამ კითხვებზე პასუხებს On.ge მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები