ინფოგრაფიკა: კაცობრიობის ბრძოლა ჭუჭყის წინააღმდეგ
საპონი სახლში არსებული ნივთების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთა არსებობას ვერც კი ვამჩნევთ, სანამ არ გაგვითავდება. ეს ერთი შეხედვით მარტივი რამ (რომელსაც, როგორც წესი, მხოლოდ იმ შემთხვევაში ვაქცევთ ყურადღებას, თუ ახალ სასტუმროში ვართ), სინამდვილეში ღრმად არის დაკავშირებული კაცობრიობის თვითაღქმასთან.
ძველ დროში ადამიანები სისუფთავეს მხოლოდ წყლის გამოყენებით ინარჩუნებდნენ. წყალი შესანიშნავად აშორებდა ჭუჭყსა და ტალახს და, პრინციპში, მოსაშორებელი სხვა არც არაფერი იყო. წყალი დღემდე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჰიგიენისათვის, თუმცა ახლა უკვე ვიცით, რომ მხოლოდ წყალი საკმარისი არაა.
სიტყვა "საპონი" რომაული ლეგენდიდან მოდის. ლეგენდის თანახმად, საპოს მთაზე მსხვერპლად შეწირული ცხოველების ქონს წვიმა ფერფლთან ურევდა, შედეგად კი თიხისებრი მასა მიიღებოდა, რომელიც ჭუჭყს მარტივად აცილებდა.
საპნის გამოყენების შესახებ პირველ არქეოლოგიურ მტკიცებულებას ძველ ბაბილონამდე მივყავართ, სადაც, დაახლოებით 4800 წლის წინ, ცხოველის ცხიმისა და ნახშირისგან საწმენდ საშუალებას ამზადებდნენ, ხოლო ძვ.წ. 1500 წლით დათარიღებულ ებერსის პაპირუსში (ეგვიპტე) აღწერილია, როგორ შველის კანის დაავადებებს ცხიმისა და ტუტე მარილისგან მიღებული საპნის "წინაპარი" ნივთიერება.
რომის იმპერიაში საპონს აქტიურად იყენებდნენ როგორც დიდებულები, ისე ჩვეულებრივი მოქალაქეები, თუმცა, იმპერიის დაცემამ, გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან ერთად, სიბინძურით სავსე 1000 წელიც მოიტანა. ჰიგიენური პირობების გაუარესებამ მრავალი დაავადების გავრცელებას შეუწყო ხელი, მათ შორის, შავი ჭირისაც, თუმცა იმ ეპოქაში ადამიანები ჭუჭყს ჯანმრთელობის პრობლემებთან ჯერ კიდევ ვერ აკავშირებდნენ.
მე-17 საუკუნეში ანტონ ვან ლევენჰუკმა ბაქტერიები აღმოაჩინა და დაადგინა, რომ ეს პათოგენები სხვადასხვა დაავადებას იწვევენ. რაკი მეცნიერულად დადასტურდა, რომ ჭუჭყი არა მხოლოდ არაესთეტურია, არამედ - საშიშიც, მთელმა კაცობრიობამ ერთად მოიმარჯვა საპონი.
1791 წელს ფრანგმა ქიმიკოსმა, ნიკოლას ლებლანკმა ჩვეულებრივი მარილისგან სოდის კრისტალების მიღება შეძლო, რამაც საპნის წარმოება საგრძნობლად გააიაფა, 1850 წლისთვის კი საპნის წარმოება ამერიკის ყველაზე სწრაფად მზარდ ინდუსტრიად იქცა.
შემდეგი სამეცნიერო გარღვევა პირველი მსოფლიო ომის დროს მოხდა, როცა გერმანიის ეკონომიკა კოლაფსის პირას იყო, საპნისა და მისი შემადგენელი პროდუქტების მოპოვება კი ძალიან ჭირდა. გერმანელმა მეცნიერებმა შექმნეს სარეცხი საშუალება, რომელიც საპნისგან განსხვავებულად იწარმოებოდა. დეტერგენტებმა საპონი "საქმის გარეშე" დატოვეს.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1950-იან წლებში, ამერიკაში უფუნქციოდ დარჩენილმა "ომის ქარხნებმა" ტეტრა პროპილენისგან სახლის დეტერგენტების წარმოება დაიწყეს. ამის შემდეგ კი ამ ინდუსტრიაში სიახლე სიახლეზე ხდებოდა.
1950-იანები - ლაქის ამომყვანები
1960-იანები - ე.წ. "წინასწარ ჩასალბობი" საშუალებები
1970-იანები - თხევადი საპნები და მულტიფუნქციური სითხეები (დეტერგენტი + დამარბილებელი)
1980 - დეტერგენტები, რომელთა გამოყენებაც ცივ წყალთან ერთად შეიძლება, კონცენტრირებული ფხვნილები
დღეს ყველა საპონი სინამდვილეში დეტერგენტია. ეს ორი სიტყვა იმდენად გაიგივდა ერთმანეთთან, რომ თუ მაღაზიაში "ხელის თხევად დეტერგენტს" მოითხოვთ, გამყიდველი, სავარაუდოდ, გაოცებული შემოგხედავთ.
1986 წელს 140-წლიანი გამოცდილების მქონე გერმანულმა კომპანიამ, "ვერნერ და მერცმა" გადაწყვიტა, ეწარმოებინა ყველასათვის ხელმისაწვდომი ეკოლოგიურად სუფთა საწმენდი და სარეცხი საშუალებები. ასე შეიქმნა ფროში, რომელიც 30 წელზე მეტია, ზრუნავს ადამიანზე ისე, რომ გარემო არ დააზიანოს.
21-ე საუკუნე ბიოდეგრადირებადი, მწვანე პროდუქტების ეპოქაა. უხეშ ქიმიურ ნივთიერებებს ეკოსაშუალებები ანაცვლებს და მომხმარებლები უფრო და უფრო ინტერესდებიან, კონკრეტულად რა შედის იმ პროდუქტებში, რომელთაც ყოველდღიურად მოვიხმართ.
მოთხოვნა არაალერგიულ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე უფრო და უფრო იზრდება. თანამედროვე კომპანიები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ისეთი საშუალებების წარმოებას, რომლებიც არ შეიცავენ ფოსფატებს, ბორატებს, ფორმალდეჰიდს და ასე შემდეგ. ნაცვლად ამ ინგრედიენტებისა, ფროშის პროდუქციაში შეგხვდებათ ალოე ვერა, ნუშის რძე, ფორთოხალი, ლიმონი, სოდა, ძმარი, ლავანდა, ყურძენი და სხვა ბუნებრივი ინგრედიენტები. მათგან ზოგი ანტისეპტიკური თვისებებით გამოირჩევა, ზოგი ჩამჯდარ ჭუჭყს აშორებს, ზოგიც დატოვებულ ნადებს აქრობს. ფროშის ყველა შეფუთვა სწრაფად ბიოდეგრადირებადია. მარტივად და სწრაფად იშლება ნიადაგში. გარდა ამისა, ყველა პროდუქტი ვეგანურია და არ შეიცავს ცხოველურ ნივთიერებებს.
თუ გაინტერესებთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სარეცხი საშუალების ეტიკეტის კითხვისას, გადახედეთ ჩვენს სტატიას: საფრთხე, რომელსაც ვერ ვხედავთ — რამდენად დიდ ზიანს გვაყენებს სარეცხი საშუალებები?
ასევე, შეამოწმეთ თქვენი ცოდნა ჩვენი ქვიზების დახმარებით:
კომენტარები