ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ კონცერტზე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქოს გუნდმა იმღერა. მათი გამოსვლის შემდეგ კი პარტიის ლიდერებმა აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართეს.

დღეს, 14 დეკემბერს ქართული ოცნების ორგანიზებული აქცია გაიმართა. როგორც პარტიის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩაკვეტაძემ დააანონსა საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში დასკვნითი ღონისძიება უნდა გამართულიყო. პარტიის ახალგაზრდული ფრთისგან დაანონსებული შეკრებები დროში დაემთხვა სამოქალაქო აქტივისტების, არასამთავრობო ორგანიზებისა ოპოზიციური პარტიების ერთობლივ აქციებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლად დატოვების შემდეგ დაიწყო.

იმის მიუხედავად, რომ ქართული ოცნება შეკრების მიზეზად არა კონტრაქციას, არამედ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი როლის აღნიშვნა იყო, დიპლომატიური კორპუსი საზეიმო ღონისძიებაზე არ მიიწვიეს. აქციის მონაწილეთა იძულებით ჩამოყვანაზე კი საქართველოს სახალხო დამცველმა ისაუბრა.