რა ვისწავლეთ აუტიზმზე მისი გადააზრებიდან დღემდე
ფოტო: Jashu Hu
უკვე 25 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს მეოთხე გამოცემა (DSM-IV) გამოქვეყნდა. ეს სახელმძღვანელო, რომელიც ფსიქიატრიული და ნევროპათოლოგიური დიაგნოზის დადგენის კრიტერიუმებს განმარტავს, ფაქტობრივად, ამ სფეროს ბიბლიადაა მიჩნეული. იგი, ასევე, აუტიზმის განმარტებისთვის საკვანძო დოკუმენტსაც წარმოადგენს.
პირველად აუტიზმი 1980 წელს, ამ სახელმძღანელოს მესამე გამოცემაში ახსენეს, როცა დიაგნოსტიკური კატეგორია ინფანტილური აუტიზმი განისაზღვრა. ინფანტილური აუტიზმის დიაგნოზს უსადაგებდნენ იმ ბავშვებს, რომლებსაც მეტყველების მნიშვნელოვანი დარღვევები და შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობები აღენიშნებოდათ.
1994 წლის DSM-IV-ის გამოცემამ კი უკვე აღიარა, რომ შესაძლებელია, ადამიანებს ახასიათებდეთ აუტისტური ქცევა, თუმცა არ ჰქონდეთ პრობლემები მეტყველებასთან ან გონებრივ შესაძლებლობებთან. აუტიზმის განმარტებაში აღნიშნულმა ცვლილებამ დიდი როლი ითამაშა სწორი დიაგნოზირების საკითხში.
ამასთან, შესამჩნევად გაიზარდა მკვლევართა ინტერესიც: აუტიზმის შესწავლის სფეროში 1994 წელს ჩატარებული იყო 96 კვლევა, 2000 წელს ეს რიცხვი 207-მდე გაიზარდა, ხოლო 2018 წელს კი რაოდენობამ 2,789-ს მიაღწია.
რა ვისწავლეთ აუტიზმის შესახებ ამ 25 წლის განმავლობაში?
აუტიზმის ცნება
განმეორებითი ქცევების სიხშირე და სიმძლავრე მსუბუქიდან მძიმემდე შეიძლება მერყეობდეს, ამიტომაც მოიხსენიებენ ამ მდგომარეობას სპექტრად.
ფოტო: Dubova / Shutterstock
1990-იან წლებში აუტიზმის ფენომენი მხოლოდ ერთ გამოვლინებაში აღიქმებოდა. ამ მდგომარეობის მქონედ ვთვლიდით იმ ბავშვებს, რომლებსაც აღენიშნებოდათ კომუნიკაციურ და სოციალურ უნარებთან დაკავშირებული ერთი და იმავე ტიპის სირთულეები. ჩვენ ახლა უკვე ვიცით, რომ ეს შეხედულება რეალობისგან შორს დგას.
ყველაზე პირდაპირი მნიშვნელობით, აუტიზმის დიაგნოზი მაშინ ისმევა, როდესაც ადამიანს აღენიშნება ისეთი სახის ქცევები, რომლებიც ხელის შემშლელი ფაქტორია სოციალური ინტეგრაციისა და კომუნიკაციისათვის. ასეთ ადამიანს აქვს შედარებით ვიწრო ინტერესის სფეროები და ახასიათებს განმეორებითი ტიპის ქცევები.
იმ ქცევების სიმძაფრე, რომლებიც აუტიზმისთვისაა დამახასიათებელი, ადამიანებში სუბიექტურად ვლინდება. მაგალითად, სოციალურ ინტეგრაციასა და კომუნიკაციასთან დაკავშირებული სირთულეები, შეიძლება, ვერბალური ენის არქონასა და გამართულად საუბრის უნარს შორის მერყეობდეს. ისეთი აუტისტური ქცევების სიხშირე და ინტენსივობაც, როგორებიცაა სხვადასხვა ნივთით განმეორებადი თამაში და წინ და უკან რხევის ან ტაშის კვრის მსგავსი სხეულის განმეორებადი მოძრაობები, გვხვდება როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე ფორმებით. ამასთან, გონებრივი უნარებიც, შესაძლოა, შესამჩნევი შეფერხებიდან ძალიან მაღალ ინტელექტუალურ კოეფიციენტამდე მერყეობდეს.
ამ ტიპის ვარიაციებს აუტისტური სპექტრი უწოდეს, რამაც, თავის მხრივ, მსოფლიო მასშტაბის მოძრაობას, ნეირომრავალფეროვნებას დაუდო დასაბამი. აღნიშნული ხედვა აუტიზმის მსგავს ნევროლოგიურ მდგომარეობებს ადამიანების მრავალფეროვნების ბუნებრივ ნაწილად მიიჩნევს და, შესაბამისად, ამტკიცებს, რომ მსგავსი მრავალფეროვნება საზოგადოებაში დაფასებული უნდა იყოს და პათოლოგიად არ უნდა ჩაითვალოს. ნეირომრავალფეროვნება ეჭვქვეშ აყენებს სამედიცინო მოდელს, რომელიც აუტიზმს აშლილობად აკატეგორიზირებს და, სანაცვლოდ, ამ მდგომარეობას იდენტობის განუყოფელ ასპექტად აფასებს.
აუტიზმის დიაგნოზი სამედიცინო მუშაკთა ჯგუფის მიერ თანმიმდევრული და მკაცრი დიაგნოსტიკური პროცესის შედეგად დგინდება. მაშინ, როდესაც ტიპურ და ატიპურ ქცევას შორის ზღვარი ბუნდოვანი შეიძლება იყოს, დიაგნოზი მაშინ ისმევა, როცა აუტიზმისთვის ნიშნეული ქცევები ინდივიდების ყოველდღიურ ცხოვრებაზე ზეგავლენას ახდენს.
ახლა უკვე ნათელია, რომ აუტიზმი მხოლოდ ერთი ტიპის მდგომარეობა არაა, რადგან აუტიზმის სპექტრის მქონე ყველა ადამიანისთვის საერთო გამომწვევი მიზეზი არ არსებობს. სანაცვლოდ, ყველაზე ხელსაყრელია, თუ აუტიზმს იმ ზოგად ტერმინად აღვიქვამთ, რომელიც აერთიანებს შედარებით მსგავსი ქცევების მქონე ადამიანებს. ამასთან, ეს ქცევები, შესაძლოა, ერთი და იმავე ან განსხვავებული ბიოლოგიური ფაქტორებით იყოს გამოწვეული.
აუტიზმი მხოლოდ ბავშვებისთვის დამახასიათებელი მდგომარეობა არაა. მართალია, აუტისტური ქცევა პირველად ბავშვობის ასაკში ვლინდება, მაგრამ ის თითქმის ყოველთვის მოზარდობისა და ზრდასრულობის ასაკშიც ნარჩუნდება, თუმცა ხშირად — განსხვავებული ფორმით. მაგალითად, სოციალიზაციასთან დაკავშირებული სირთულეები, შესაძლოა, იმით გამოვლინდეს, რომ ბავშვს განმარტოებით თამაში ერჩივნოს. თინეიჯერობაში კი აღნიშნული პრობლემა იმაში შეიძლება გამოიხატოს, რომ ადამიანს სოციალური ურთიერთობების შენაჩუნება გაუჭირდეს.
აუტისტური სპექტრის მქონე ზოგ ადამიანს ძალიან მაღალი IQ აქვს.
ფოტო: LDprod / Shutterstock
აუტიზმის გაგებაში მსგავსი დრამატული ცვლა, — როცა ეს მდგომარეობა განისაზღვრა არა როგორც მძიმე ბავშვობისდროინდელი მდგომარეობა, არამედ როგორც კონდიციათა კომპლექსური და მრავალფეროვანი ნაკრები, რომელიც ზრდასრულობაშიც გადადის, — სამეცნირეო კვლევების უდიდეს მიღწევას წარმოადგენს. აღნიშნულმა დასკვნამ მომიჯნავე სფეროებშიც მნიშვნელოვან წინსვლას შეუწყო ხელი.
გამომწვევი მიზეზები
1994 წლისთვის უკვე გამყარებული იყო მოსაზრება, რომ აუტიზმი საფუძველს გენეტიკური განსხვავებულობიდან იღებს. გენეტიკის დარგში 1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან 2000-იან წლებამდე ჩატარებულმა კვლევებმა მრავალ ფაქტორს ახადა ფარდა. ადამიანის გენომის თანმიმდევრობის ამოკითხვის შესაძლებლობის, შემდგომ კი ამ გენომური სეკვენირების დრამატული გაიაფების შედეგად მეცნიერები დარწმუნდნენ, რომ მალე იმ გენს აღმოაჩენდნენ, რომელიც ტვინის უბნების განსხვავებულად განვითარებაზეა პასუხისმგებელი.
თუმცა რამდენიმე ათწლეულის ინტენსიურმა კვლევამ აჩვენა, რომ საქმე ბევრად რთულ მოვლენასთან გვქონდა. ამ ეტაპზე არსებობს კონსესუსი იმაზე, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ყველა ადამიანს საზიარო გენეტიკური განსხვავება არ აღენიშნება. ამასთან, იშვიათია, რომ ერთ ადამიანს აღენიშნებოდეს ისეთი ცალკეული გენეტიკური ფაქტორი, რომელმაც გამოიწვია ტვინის განსხვავებული განვითარება. ასევე, არსებობს მონაცემები, რომლებიც მიანიშნებენ, რომ აუტიზმის განვითარებაში, შესაძლოა, სხვა, მაგალითად, ანთებითი და ჰორმონალური ტიპის ბიოლოგიური ფაქტორებიც თამაშობდნენ როლს. თუმცა ეს მონაცემები დღესდღეობით მეცნიერულად გადამოწმებული არ არის.
ჩვენ ვიცით, რომ რიგი კონდიციები, მათ შორის მყიფე X სინდრომი და ტუბეროზული სკლეროზი, ისეთი ძალიან ცხადი გენეტიკური თუ ქრომოსომული განსხვავებულობით ვლინდება, რომლებსაც აუტისტური ქცევის გამოწვევა შეუძლიათ. საერთო ჯამში, აღნიშნული კონდიციები ახასიათებს აუტისტური სპექტრის მქონეთა დაახლოებით ათ პროცენტს. ჯერ კიდევ დიდად მოსალოდნელია, რომ აუტიზმის სპექტრის მქონე სხვა ადამიანთა უმრავლესობაში ეს კონდიცია გენეტიკური ფაქტორებითაა გამოწვეული. თუმცა გენეტიკური განსხვავებები, სავარაუდოდ, ბევრად კომპლექსურია და მოითხოვს სტატისტიკური მეთოდების დახვეწას, რათა უკეთესად გახდეს გასაგები, რატომ ვითარდება ზოგიერთი ბავშვის ტვინი განსხვავებულად.
თერაპია და მკურნალობის გზები
1990-იან წლებში აუტიზმისთვის განკუთვნილ ბიჰევიორისტულ თერაპიაში დომინირებდა გამოყენებითი ბიჰევიორისტული ანალიზის მიდგომა, ABA, რომელიც ბავშვებისთვის ახალი უნარების სწავლებაზეა კონცენტრირებული. მართალია, ABA დღემდე მსოფლიოს მასშტაბით დამკვირდებული მეთოდია, მაგრამ ჩნდება თერაპიის განსხვავებული მოდელებიც. ზოგი მათგანი განვითარებასთან დაკავშირებულ პრინციპებზეა დაფუძნებული, ზოგი კომუნიკაციურ უნარებზე კონცენტრირდება და ზოგიც შერეულ მიდგომას იყენებს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს თერაპიები სასარგებლოა აუტისტური სპექტრის მქონე ზოგიერთი ბავშვისთვის, თერაპიის ვერც ერთი კონკრეტული მოდელი ვერ იქნება ყველასათვის ერთნაირად ეფექტიანი. უკანსკნელი 25 წლის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა ისაა, რომ თუ თავდაპირველი თერაპია სასურველ შედეგს ვერ მოიტანს, ოჯახს მკურნალობის ალტერნატიული გზების არჩევის შესაძლებლობა ეძლევა.
თერაპიების დახვეწას დიდი დრო დასჭირდა.
ფოტო: Photographee.eu / Shutterstock
თუმცა ფარმაკოლოგიური მკურნალობის მხრივ პროგრესი ნაკლებად შეიმჩნევა. კვლევებში ჩადებული მნიშვნელოვანი ინვესტიციების მიუხედავად, ჯერ კიდევ არ არსებობს მედიკამენტი, რომელიც თვალსაჩინოდ შეამცირებდა აუტიზმთან ასოცირებულ სოციალურ და კომუნიკაციურ სირთულეებთან დაკავშირებულ უნარშეზღუდვებს. აუტიზმის დიაგნოზის არსებობისას ფარმაკოლოგიური ჩარევა უპირველესად ამ მდგომარეობასთან დაკავშირებული ისეთი წინაღობების დაძლევისთვის გამოიყენება, როგორებიცაა შფოთვა, ყურადღებასთან დაკავშირებული პრობლემები, ეპილეფსია და უძილობა.
რას უნდა ველოდოთ მომავალში?
მიუხედავად ბოლო 25 წლის პროგრესისა, აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებისთვის ჯანმრთელობასა და უნარშეზღუდულობასთან დაკავშირებული რიგი გამოწვევები კვლავ გადასალახია. შესაბამისი სამედიცინო და საგანმანათლებლო პოლიტიკა კი, საუკეთსო შემთხვევაში, ფრაგმენტულია.
თუ გავითვალისწინებთ, რა სისწრაფით ვითარდება მეცნიერება, შეუძლებელია ვიწინასწარმეტყველოთ, რა შედეგებს მოიტანს მომდევნო 25 წლის კვლევა. ამჟამად მეცნიერთათვის მთავარი გამოწვევა უკვე დაგროვილი ცოდნის ეფექტიანად გამოყენების გზების პოვნაა, რათა კაცობრიობამ ხელშესახები სარგებელი ნახოს.
ეს, თავის მხრივ, მოითხოვს აუტიზმის მქონე ადამიანებთან და მათ ოჯახებთან ინტენსიურ ურთიერთობას, რათა უკეთესად იყოს გასაგები მათი ცხოვრებისეული პრიორიტეტები. ჩვენ გვჭირდება ვისწავლოთ, როგორ შეიძლება დაეხმაროს უკვე მოპოვებული ინფორმაცია აუტიზმის სპექტრის მქონე თითოეულ ინდივიდს, რათა მათ საკუთარი ძლიერი მხარეების აღმოჩენა და იმის გაგება შეძლონ, თუ რისი მიღწევა სურთ ცხოვრებაში.
-
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
გადახედვა
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება
გადახედვა
-
26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი 26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
გადახედვა
-
საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
გადახედვა
კომენტარები