NYT: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტი შესაძლოა, განახევრდეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტის 50%-ით შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ ნათქვამია The New York Times-ის მიერ მოპოვებულ მემორანდუმში.
გამოცემა წერს, რომ გაეროს და ნატოს დაფინანსება შესაძლოა მნიშვნელოვნად შემცირდეს, შეერთებულმა შტატებმა ასევე შეიძლება მთლიანად შეწყვიტოს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ფინანსური მხარდაჭერა და სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული ყველა კულტურული გაცვლითი და საგანმანათლებლო პროგრამა. New York Times-ის ცნობით, ფინანსური დახმარების შეზღუდვები შესაძლოა შეეხოს ჰუმანიტარული დახმარებისა და ჯანდაცვასთან დაკავშირებულ პროექტებს, მათ შორის იმ თანხებს, რომლებიც გამოყოფილია მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნებისთვის მედიკამენტებისა და ვაქცინების შესაძენად. მათვე ცნობით, ამ სცენარით სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტი შესაძლოა წელს 54 მილიარდი დოლარიდან 28 მილიარდ დოლარამდე შემცირდეს.
გამოცემის წყაროები სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ეს გეგმები შემუშავდა თეთრი სახლის მოთხოვნების შესაბამისად, რომ ყველა დეპარტამენტმა და სამთავრობო უწყებამ წარმოადგინოს ბიუჯეტის მნიშვნელოვანი შემცირების გეგმები. ტრამპის ადმინისტრაცია მალე კონგრესს წარუდგენს მომავალი წლის ფედერალური ბიუჯეტის საკუთარ ვერსიას, რომელიც, სავარაუდოდ, მთავრობის ხარჯების მნიშვნელოვან შემცირებას მოიცავს.
თეთრი სახლის ბიუჯეტის მოთხოვნა კონგრესმა უნდა დაამტკიცოს, სადაც ბევრი კანონმდებელი ეწინააღმდეგება საერთაშორისო პროგრამების დაფინანსების მკვეთრად შემცირების მცდელობებს. რამდენიმე დემოკრატმა სენატორმა უკვე გააკრიტიკა წინადადებები.
"რატომ ვაპირებთ ნატოს დაფინანსების შემცირებას, როდესაც ევროპაში ომი მიმდინარეობს და კონტინენტზე უსაფრთხოების საფრთხე იზრდება?" — ნათქვამია სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერის, დემოკრატი ჯინ შაჰინის განცხადებაში.
ამავდროულად, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს 4 მილიარდი დოლარის მოთხოვნას სახელმწიფო დეპარტამენტში სპეციალური დანაყოფის შესაქმნელად, რომელიც საგანგებო საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების გაწევით იქნება დავალებული.
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
-
რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია
გადახედვა
-
შავი ხვრელების მძლავრი ნაკადების საიდუმლო ამოიხსნა — რა ხდება ვარსკვლავის შთანთქმისას შავი ხვრელების მძლავრი ნაკადების საიდუმლო ამოიხსნა — რა ხდება ვარსკვლავის შთანთქმისას
გადახედვა
კომენტარები