პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული. საკანონმდელო ორგანოსთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილია.

ადგილზე რამდენიმე ასეული პოლიციელია მობილიზებული. პარლამენტის შესასვლელებამდე მისასვლელი გზები რკინის კონსტრუქციებით არის ჩაკეტილი.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

პარლამენტის პიკეტირება 26 ნოემბერს დაანონსდა. მოქალაქეები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის დაპირების არშესრულებას აპროტესტებენ თითქმის 10 დღეა აქციას მართავენ. მათ უნდათ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩამგდები მმართველი პარტიის წევრები პარლამენტში არ შეუშვან. პარლამენტის სხდომებს ბოიკოტის ნიშნად არ ესწრება ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო და სხვა დამოუკიდებელი დეპუტატები.