პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც პროპორციულ საარჩევნო სისტემა უნდა განიხილონ, მთელი დღე ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რაც საბოლოოდ, გინებასა და დაპირისპირებაში გადაიზარდა. "ყველა წმინდა სალოცავს ვფიცავარ, მოგი**ნავ როჟას" — ეს სიტყვები დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ, სავარაუდოდ, ირაკლი დაჩი ბერაიას უთხრა.

კადრებში არ ჩანს, ვის უთხრა ეს სიტყვები ფოფხაძემ, რადგან დაპირისპირების დაწყების შემდეგ პარლამენტის კამერა მას არ უღებდა, თუმცა მანამდე ის სწორედ ბერაიას აგინებდა და ემუქრებოდა.

"დავბრიდავ მაგ ნაბი*ვარს და დასრულდება მაგით", — ამბობდა ის.

კამათი ფოფხაძის იმ განცხადებას მოყვა, რომ უმრავლესობამ უნდა იგრძნოს თავისი პასუხისმგებლობა საპატრიარქოსთან დაწყებული ბრძოლის გამო. ამის არგუმენტებად მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ნინია კაკაბაძის არჩევა და მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტი მოიყვანა.

პარლამენტის კადრებში ჩანს, რომ ფოფხაძესთან პოლემიკაში დაჩი ბერაია შედის, რაც ხელების შლაში და მანდატურების სამსახურის ჩართვაში გადაიზარდა.

ამ დროს პარლამენტში ისმის მიმართავა: "მაგათ ნდომებია კონსტიტუციის ჩაგდება", რაზეც პასუხად ისმის გედევან ფოფხაძის ხმა: "ყ*ეზე მკიდია თქვენი კონსტიტუცია, გამოვიდეს გარეთ".

ამის შემდეგ ფოფხაძემ დარბაზი მანდატურის სამსახურთან ერთად დატოვა.

ფოტო: კადრები ვიდეოდან / პარლამენტი

ტელეკომპანია პირველის კადრები, რომლებშიც გინება ისმის, სავარაუდოდ, იმ დროს არის გადაღებული, როცა პარლამენტის კამერა ბერაიას კამათს იღებდა.

დღეს, 12 ნოემბერს პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემას განიხილავენ. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული პროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პოლიტიკური სუბიექტის მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური ძალის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. არჩევნები ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. ასევე, ახალი პროექტი საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

გაიგე მეტი: