მილიარდერი ბიზნესმენი მაიკლ ბლუმბერგი აშშ-ს დემოკრატიული პარტიის სახელით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას განიხილავს. ამის შესახებ BBC აქვეყნებს სტატიას და წერს, რომ ნიუ-იორკის ყოფილი მერის თქმით, პრეზიდენტობის არსებული კანდიდატები დონალდ ტრამპს ვერ დაამარცხებენ. 77 წლის ბიზნესმენი აპირებს, რომ კანდიდატურა დემოკრატებს უახლოეს დღეებში წარუდგენს. ბლუმბერგის პრესსპიკერის განცხადებით, ახლა საჭიროა საქმის ბოლომდე მიყვანა და ტრამპის დამარცხება.

ამ დროისთვის სულ 17 საპრეზიდენტო კანდიდატი გაუწევს კონკურენციას მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. დემოკრატების კანდიდატები არიან, ასევე, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეტ უორენი და ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი.

2001 წელს დემოკრატი მაიკლ ბლუმბერგი რესპუბლიკელი გახდა ნიუ-იორკის მერის არჩევნებში გასამარჯვებლად. 2005 წელს იგი მერად მეორე ვადით აირჩიეს.

ბლუმბერგი Wall Street-ის ბანკირი იყო, რომელმაც თავისივე სახელწოდების საფინანსო საგამომცემლო იმპერია დააარსა. ჟურნალი ფორბსის 400 მილიარდელის სიაში იგი სიმდიდრით მეცხრე ადგილზეა მარკ ცუკერბერგის შემდეგ, 55 მილიარდ აშშ დოლარად შეფასებული ქონებით.