ცოტა ხნის წინ ინტერნეტში 3 წლის ბავშვის ფოტო გავრცელდა, რომელსაც ასობით გამოხმაურება მოჰყვა.

ამის მიზეზი კი ისაა, რომ პატარამ დრო იხელთა და როდესაც მამამისმა 10 წუთით სამზარეულოში მარტო დატოვა, არც მეტი, არც ნაკლები 18 იოგურტი შესანსლა.

"10 წუთით დავტოვე და მოახერხა, რომ 18 პატარა იოგურტი შეესანსლა", — წერს ამ უსაყვარლესი გოგოს მამა ფეისბუქზე.

მამა განმარტავს, რომ რამდენიმე წუთით ეზოში გავიდა და როდესაც სახლში შემობრუნდა დაინახა, რომ პატარა გაიძვერას საუზმის ლამის მთელი თვის მარაგისთვის გაევლო მუსრი.

ჩვენ კი ვერ გაგვიგია ამ ყველაფრისკენ მას იოგურტის განსაკუთრებულმა სურვილმა უბიძგა თუ უნდოდა, რომ თავისი უსაყვარლესი ფოტო ინტერნეტში მოხვედრილიყო და შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბავშვი გამხდარიყო.