გივი თარგამაძე: მეორე ტურებში ბრძოლაზე უარის თქმა თვითიზოლაციის ორგანიზებაა
ფოტო: Givi Targamadze
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, პარლამენტარი გივი თარგამაძე მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით ამბობს, რომ პარტიამ აუცილებლად უნდა გააგრძელოს ბრძოლა არჩევნების მეორე ტურში. განცხადება ამის შესახებ, თარგამაძემ ფესიბუკის პირად გვერდზე გამოაქვეყნა:
"მეგობრებო, მოვიცალე ყველაზე საჭირბოროტო საკითხზე ჩემი პოზიციის გადმოსაცემად. დღევანდელ სიტუაციაში თვითიზოლაციის ორგანიზება თვითლიკვიდაციის ტოლფასია. პარლამენტში შესვლაზე, მეორე ტურებში ბრძოლაზე უარის თქმა კი სწორად თვითიზოლაციის ორგანიზებაა. იმ სიტუაციაში კი, როდესაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იქცა ქვეყანაში ერთადერთ პროდასავლურ ძალად, თვითიზოლაცია ქვეყნის თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის საწინააღმდეგო ქმედებად მიმაჩნია. ეს ორი საყრდენი კი ჩემი ცხოვრების ფუნდამენტია. მე ყველაფერი გავაკეთე პარტიის ერთიანობისთვის. შეგნებულად გავედი საარჩევნო სიიდან. და ვფიქრობ, დავამტკიცე, რომ გაწეულ მდგომარეობაში, ჩემზე, ჩემს ოჯახზე უკიდურესი ზეწოლის, მკვლელობის მცდელობის პირობებშიც არ შემისუსტებია ბრძოლა, არ დამიკლია ძალისხმევა გამარჯვებისთვის. მაგრამ დღეს, როდესაც შეგვიძლია მოვიპოვოთ დასავლელი პარტნიორების, აწდაშლილი პროდასავლური პარტიების მხარდამჭერების მაქსიმალური მხარდაჭერა, ვიქცეთ ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანის მთავარი გარანტად, პოლიტიკური ბრძოლით ავაცილოთ ქვეყანას ყველაზე შავბნელ წარსულში დაბრუნება, მივიყვანოთ სიტუაცია დანაშაულებრივი ხელისუფლების ბუნებრივ ჩამოშლამდე, ემოციების, ან პერსონალური სურვილების გამო ამ ყველაფერზე უარის თქმას კატეგორიულად შევებრძოლები. ნურავინ მეტყვის, რომ ჩემზე კარგად ესმის სიტუაცია ქვეყანაში. 30 წელიწადია ამ ბრძოლაში ვარ. ჩემი ოჯახი შექმნის დღიდან უკიდურესი საფრთხის ქვეშ ცხოვრობს, მაგრამ შეგნებულად მიდგას გვერდში. მიშას პოლიტიკიდან შემოსვლის პირველი დღიდან მის გვერდში ვარ და არაფერზე უკან არ დამიხევია. მაგრამ მე მაქვს ჩემი გონება, ჩემი გული და ჩემი მებრძოლი სული. ამიტომ, მხოლოდ იმ მიმართულებას დავუჭერ მხარს, ვინაიდან ზუსტად ვიცი, რომ ესაა სწორი. ამაზეც ნუ დამძრახავთ. ჩემთვის მთავარია სამშობლო და ქართული სახელმწიფო. ამისთვის, თუ საჭიროა, ჩემს გადარჩენილ სიცოცხლეს უყოყმანოდ გავწირავ".
მას შემდეგ, რაც არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადება დასრულდა, გაირკვა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო ხმების 27,12%, პარტიის მხარდაჭერების ნაწილში გაჩნდა მოსაზრება, რომ ენმ პარლამენტში არ უნდა შევიდეს, თუმცა, საპირისპირო მოსაზრება აქვს ლიდერთა ნაწილს, მათ შორის ელენე ხოშტარიას. თავდაცის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელიც ახლა ციხეში სასჯელს იხდის, მიიჩნევს, რომ ენმ პარლამენტში არ უნდა შევიდეს.
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
-
გული მწყდება უყურებდე ყოფილ თანაგუნდელს იმ მდგომარეობაში, რაშიც თავი ჩაიგდო — კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილზე გული მწყდება უყურებდე ყოფილ თანაგუნდელს იმ მდგომარეობაში, რაშიც თავი ჩაიგდო — კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
როცა ცვლილებების არ გეშინია, შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება — ეკატერინე ჭილაურიშვილის ისტორია როცა ცვლილებების არ გეშინია, შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება — ეკატერინე ჭილაურიშვილის ისტორია
-
როცა მთავარი სცენა საქართველოა — სუხიშვილების ანსამბლი ქუთაისის სცენაზე როცა მთავარი სცენა საქართველოა — სუხიშვილების ანსამბლი ქუთაისის სცენაზე
-
"ეს არის სასაცილო და ტრაგიკული" — ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე "ეს არის სასაცილო და ტრაგიკული" — ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
-
საუკეთესო მობაილ ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში — ლიბერთის ციფრული ბანკინგის საერთაშორისო აღიარება საუკეთესო მობაილ ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში — ლიბერთის ციფრული ბანკინგის საერთაშორისო აღიარება
-
"ყველაფერი არის მარტივი ტყუილი და სპეკულაცია" — ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის ნაწილის გასხვისებაზე "ყველაფერი არის მარტივი ტყუილი და სპეკულაცია" — ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის ნაწილის გასხვისებაზე
გადახედვა
-
ნეტფლიქსი Manifest-ის გაგრძელებაზე მუშაობს — რა ვიცით Arrivals-ის შესახებ? ნეტფლიქსი Manifest-ის გაგრძელებაზე მუშაობს — რა ვიცით Arrivals-ის შესახებ?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მომხმარებლები ნიუ-იორკში eZo Festival-ის ბილეთებზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ საქართველოს ბანკის მომხმარებლები ნიუ-იორკში eZo Festival-ის ბილეთებზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ
-
ოკუპირებულ აფხაზეთში რომან დარსალია ქართველთა გენოციდზე საუბრისა და პუტინის კრიტიკის გამო დააკავეს ოკუპირებულ აფხაზეთში რომან დარსალია ქართველთა გენოციდზე საუბრისა და პუტინის კრიტიკის გამო დააკავეს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპს სურს, შტატ ნიუ-მექსიკოს "ახალი ამერიკა" დაარქვას დონალდ ტრამპს სურს, შტატ ნიუ-მექსიკოს "ახალი ამერიკა" დაარქვას
გადახედვა
-
ერთჯერადი გენური თერაპია "ცუდი" ქოლესტერინის დონეს 52%-ით ამცირებს — კლინიკური კვლევა ერთჯერადი გენური თერაპია "ცუდი" ქოლესტერინის დონეს 52%-ით ამცირებს — კლინიკური კვლევა
გადახედვა
-
დონალდ ტუსკი: AfD-ის ტრიუმფი მხოლოდ იდიოტებს უხარიათ დონალდ ტუსკი: AfD-ის ტრიუმფი მხოლოდ იდიოტებს უხარიათ
გადახედვა
-
გერმანიის საქსონია-ანჰალტის მიწის პარლამენტის არჩევნებს ულტრამემარჯვენე პარტია AfD 44.5%-ით იგებს გერმანიის საქსონია-ანჰალტის მიწის პარლამენტის არჩევნებს ულტრამემარჯვენე პარტია AfD 44.5%-ით იგებს
გადახედვა
-
კუშნერი და უიტკოფი კიევში ზელენსკის შეხვდნენ — რა საკითხები განიხილეს? კუშნერი და უიტკოფი კიევში ზელენსკის შეხვდნენ — რა საკითხები განიხილეს?
გადახედვა
-
7 სექტემბერს, დიუშენის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს, საჯარო ღონისძიება გაიმართება 7 სექტემბერს, დიუშენის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს, საჯარო ღონისძიება გაიმართება
გადახედვა
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
კომენტარები