ბაჩო ახალაია ენმ–ს მხარდამჭერებს მოუწოდებს, "არ გააპრავონ" არჩევნები
საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ბაჩო ახალაია ფეისბუკის საშუალებით მიმართავს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს. ის არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს:
"მეგობრებო, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ეს არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ადგილი არ ჰქონდა ნების თავისუფალ გამოვლენასაც, ყველა სახელმწიფო მოხელეს დავალებული ჰქონდა ხმის მიცემა - 41-ის შემოხაზვა და შემდგომ ამის სურათზე დაფიქსირება. სახეზეა კომისიის წევრების და ამომრჩევლის ფართომასშტაბიანი მოსყიდვა. კარუსელები, დამატებითი ბიულეტენები, ნამდვილი ბიულეტენების გაბათილება ჩვეულებრივ მოვლენად იყო ქცეული. სამეგრელოში, სადაც ამ ხერხებითაც ვერ დაამახინჯეს საარჩევნო სურათი, პირდაპირ ძალადობასა და ყუთების გატაცებაზე გადავიდნენ".
ახალაის თქმით, გარდა იმისა, რომ ცესკო ოქმების „შეთანხმებული“ შევსების მომენტამდე არ აცხადებდა შედეგებს, საბოლოოდ კი ელოდებოდა ნაციონალური მოძრაობის რეაქციას და ვაჭრობდა "მესამე რუსული პარტიის" - ინაშვილის 0.1 პროცენტიანი ზღვარით, იმისთვის, რომ სრულებით მარტო არ დარჩენილიყო პარლამენტში:
"ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ ერთადერთი პროდასავლური ძალა, რომელმაც გადალახა ბარიერი ეს არის ნაციონალური მოძრაობა, მის გარეშე პარლამენტი რუსულია.
ახლა მთავარი კითხვა იმაში მდგომარეობს, მას შემდეგ რაც ჩვენი პარტიის მენეჯმენტმა ვერ შეძლო საერთო სახალხო კენჭისყრის დაცვა, მას შემდეგ რაც ივანიშვილის მოსყიდული კომისიით ეს რუსი ოლიგარქი სრულიად ყიდულობს ქვეყანას, რა არის ჩვენი ამომრჩევლის ნება - ყველაფრის ამის „გაპრავება“ და უბრალოდ შესვლა პარლამენტში თუ ბრძოლა იმისთვის, რასაც ხმა მისცა ჩვენმა ამომრჩეველმა - გამარჯვებას და რუსი ოლიგარქისგან განთავისუფლებას და არა რომელიმე დეპუტატის სკამს პარლამენტში?"
მას შემდეგ, რაც არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადება დასრულდა, გაირკვა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო ხმების 27,12%, პარტიის მხარდაჭერების ნაწილში გაჩნდა მოსაზრება, რომ ენმ პარლამენტში არ უნდა შევიდეს, თუმცა, საპირისპირო მოსაზრება აქვს ლიდერთა ნაწილს, მათ შორის ელენე ხოშტარიას.
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
კომენტარები