დღევანდელ ხელისუფლებას წინა ხელისუფლების სამართლებრივი შეფასება არ გაუკეთებია — მოსამართლე
ფოტო: კადრი ვიდეოდან / პარლამენტი
უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი, მაია ვაჩაძის თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლებას წინა ხელისუფლების სამართლებრივი შეფასება არ გაუკეთებია. ამის შესახებ კანდიდატმა მმართველი გუნდის დეპუტატის, მამუკა მდინარაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მდინარაძე ითხოვდა, რომ მაია ვაჩაძეს დაესახელებინა, თუ როგორი მმართველობის ფორმა იყო წინა ხელისუფლებისას. მოსამართლეობის კანდიდატი განმარტავდა, რომ საერთაშორისო დოკუმენტებიდან გამომდინარე წინა მმართველობა შეფასებული იყო, როგორც სუპერ საპრეზიდენტო მმართველობა. ამის საპირისპიროდ მდინარაძე უშუალოდ მისი პირადი აზრის დაფიქსირებას ითხოვდა, რაზეც ვაჩაძემ უპასუხა:
"თქვენ სასამართლოსგან ელით ამ პასუხს, მე სასამართლოს წარმომადგენელი ვარ. პარლამენტს, დღევანდელ ხელისუფლებას არ გაუკეთებია წინა ხელისუფლების სამართლებრივი შეფასება. მე აქედან ამოვდივარ. როდესაც მოვიდა ახალი ძალა, მისი ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც დაიდო, იყო პოლიტიკური პატიმრების სია. მაგრამ სამართლებრივი შეფასება წინა ხელისუფლების პარლამენტს არ გაუკეთებია. შესაბამისად, დღეს სასამართლოში არ მიდევს სამართლებრივი შეფასება და სამართლებრივი ნორმა, რომლითაც სამართლიანობის აღდგენის დროს ხანდაზმულობას ჩავკეტავ. ეს უდიდესი პრობლემაა. დღეს მოქალაქე მედავება, რომ მან სამართლიანობა ვერ აღადგინა. თუ თქვენ გექნებოდათ სამართლებრივი დოკუმენტი, რომლითაც ხანდაზმულობის ვადის ათვლას 2012 წლიდან დაიწყებდა, მაშინ მე უფრო მეტი შესაძლებლობა მექნებოდა".
მოსამართლის შეფასებით, სამართლებრივი შეფასება არ უნდა იქცეს პოლიტიკური დაპირისპირებისა და ანგარიშსწორების საფუძველი. მისივე განმარტებით, სამართლებრივი შეფასება არის იმის საფუძველი, რომ "ვაღიაროთ შეცდომები, გამოვასწოროთ და წინ წავიდეთ".
პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენები განაახლა. დღეს, 7 ოქტომბერს დეპუტატები მოსამართლეობის მეექვსე კანდიდატს, მაია ვაჩაძეს უსმენენ.
მაია ვაჩაძე 1999 წლიდან დღემდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა. მანამდე, 1998-1999 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.
ის უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის იმ 9-კაციან შემადგენლობაში იყო, რომელმაც რუსთავი 2-ის საქმე განიხილა და შედეგად, ტელეკომპანია ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს. ამით უზენაესმა სასამართლომ წინა ორი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ვაჩაძემ განიხილა უზენაეს სასამართლოში ტრანსგენდერი პირის პირადობის დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილების საქმე. სარჩელი პირველმა ორმა ინსტანციამ არ დააკმაყოფილა. უზენაეს სასამართლოს უნდა ემსჯელა, თუ რამდენად სწორია, როცა სქესის შეცვლა განმარტება, როგორც ქირურგიული ოპერაცია. უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საჩივარი.
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
კომენტარები