ობსერვატორიის მომავალი
ფოტო: Google Map
აბასთუმნის ობსერვატორია, რომელიც ილიაუნის შემადგენლობაში იყო, განათლების სამინისტროს ცალკე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება. მთავრობის დადგენილებით, ილიაუნის ობსერვატორიის მართვის უფლება ჩამოერთვა.
ილიაუნიში აცხადებენ, რომ სამეცნიერო დაწესებულების მომავალზე ჯერ არაფერი იციან, თუმცა შეატყობინეს, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება. ობსერვატორიის გამოყოფის გარდამავლი პერიოდი კი 27 ნოემბრამდე გაგრძელდება.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ოპოზიციაში სკეპტიკურად შეხვდნენ და ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირეს. ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ სურს 2019 წლის გაზაფხულიდან ჩაატაროს ექსპერიმენტი და აბასთუმანი ელექტრომანქანების რეგიონად აქციოს. ექსპერიმენტის დაფინანსებას კი ივანიშვილი თავისი ხარჯებით აპირებდა. ის წინა წლის აგვისტოში რეგიონშიც იყო ჩასული და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
აბასთუმანში ბიძინა ივანიშვილის გეგმებს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ქველმოქმედებასა და ინვესტიციებს უკავშირებს. მისივე თქმით, ოპოზიციას ორმაგი სტანდარტები და "პოლიტიკური უმადურობა" ახასიათებს.
"არაერთი ქალაქის რესტავრაცია, ტაძრების რესტავრაცია, ეკონომიკური პროექტების დაფინანსება, მან [ბიძინა ივანიშვილმა] სრულიად უანგაროდ გააკეთა. მათ [ოპოზიციას] არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ, როდესაც ეს ხდებოდა მათი ხელისუფლების დროს და დღეს ძალიან კრიტიკულები გახდნენ, როდესაც ხელისუფლებაში აღარ არიან", — აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე.
პარლამენტში უმრავლესობის ლიდერი და ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ როდესაც ქვეყნისთვის სიკეთე კეთდება, სჯობს, "ზოგიერთ ოპოზიციონერს არ მოვუსმინოთ".
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ, რომ 80 წლის ობსერვატორიის ცალკე სსიპ-ად გამოყოფა შემდგომ განვითარებასა და საერთაშორისო ჩართულობის ხარისხის ამაღლებას უკავშირდება.
"ფინანსური და სხვადასხვა რესურსის გაძლიერებით, ობსერვატორია ხელმისაწვდომი გახდება ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამეცნიერო ორგანიზაციისთვის, მკვლევარებისა და მეცნიერებისთვის როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო დონეზე", — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, მომავალი წლის ბიუჯეტში განსაკუთრებული ადგილი განათლებასა და მეცნიერებას დაეთმობა:
"მცირე მთავრობის კონცეფცია არის მთავარ პრიორიტეტი. მაგრამ აქაც არსებობს გამონაკლისები. ჩვენი აბასთუმნის ობსერვატორია არის უნიკალური ობიექტი და უნიკალური სამეცნიერო ცენტრი... მას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება".
ქართული ოცნების ყოფილი წევრი და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან კობერიძე ობსერვატორიის, როგორც ცალკე სტრუქტურის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, აღნიშნული ობიექტი ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული განვითარებისთვის ღირებულია და ის გადაწყვეტილებების მსხვერპლი არ უნდა გახდეს.
კობერიძის პოზიციას ნაწილობრივ იზიარებს პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, თინა ბოკუჩავა. ის არ გამორიცხავს, რომ ობსერვატორია, საბოლოოდ, ბიძინა ივანიშვილის ხელში აღმოჩნდება:
"ვიცით, რომ აბასთუმანში ის გარკვეულ პროექტებს ახორციელებს და ვხედავთ, რომ არანაირი შემაკავებელი ბერკეტი მის წინააღმდეგ არ არსებობს. ეს ადამიანი თვლის, რომ საქართველო მისი პირადი შპს-ია".
"აბასთუმანთან დაკავშირებით ვხედავთ, რომ გარკვეული ინტერესი აქვს ბიძინა ივანიშვილს. ეს ობსერვატორია იქ მდებარეობს. მე იმედი მაქვს, რომ, ვის საკუთრებაშიც არ უნდა იყოს, მის გეგმებში შედის ხელი შეუწყოს ამ ობსერვატორიის განვითარებას", — აღნიშნა კობერიძემ.
თავისუფალი ბაზრის იდეის მომხრე პარტია გირჩის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ობსერვატორიისთვისა და ილიაუნისთვისაც საუკეთესო ვარიანტი პრივატიზებაა. თუმცა ამ შემთხვევაში ის ობიექტის ილიაუნიში დარჩენის მომხრეა:
"ილიას უნივერსიტეტი არის ნახევრად სახელმწიფო სტრუქტურა და უკეთესია, ვიდრე სრულად სახელმწიფო სტრუქტურა. ალბათ, მაგ შემთხვევაში ჯობია, რომ ილიას უნივერსიტეტს დარჩეს. ზოგადად, გასაყიდია ილიას უნივერსიტეტი და ობსერვატორიაც. მე რატო უნდა ვიხადო იმაში გადასახადები, რომ ან უნივერსიტეტი შევინახო ან ობსერვატორია".
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები