მოგზაურობის დაუვიწყარი 72 საათი კიევში
კიევი უკრაინის დედაქალაქი და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია, რომელიც მდინარე დრნეპრზეა გაშენებული და რეგიონში ის დღემდე ინარჩუნებს საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრის სტატუსს.
კელი ჰათსონი ამერიკელი ფოტოგრაფია, რომელიც 2017 წელს კალიფორნიიდან დანიაში გადაცხოვრდა, საიდანაც ბავშვობის მეგობართან ერთად, რომელიც უკრაინელია, კიევში მოგზაურობა გადაწყვიტა.
ფოტოგრაფმა ქალაქში სულ 72 საათი გაატარა, თუმცა, ეს დრო სრულიად საკმარისი აღმოჩნდა განუმეორებელი შთაბეჭდილებების მისაღებად და ულამაზესი ფოტოები გადასაღებად, რომლებიც კიევის ქუჩებს, არქიტექტურასა და უკრაინელ ადამიანებს ასახავს.
"კიევი ძალიან ცოცხალი ქალაქია, სადაც ყველაფერი ლამაზია, განსაკუთრებით არქიტექტურა. ქალაქს საინტერესო ისტორია აქვს, რომელიც სავსეა ტრაგიკული ფაქტებით, რომელთა მოსმენაც მარტივი სულაც არაა. თუმცა, გარანტიას გაძლევთ, რომ უკრაინაში სრულიად განსხვავებულ სამყაროს აღმოაჩენთ. იქ მოგზაურობის 72 საათი მინდოდა არ დასრულებულიყო და იმედი მაქვს, რომ ოდესმე კიდევ დავბრუნდები", — ამბობს ფოტოგრაფი.
კელის შთამბეჭდავი ნამუშევრები, რომელიც უახლოეს მომავალში კიევში მოგზაურობას მოგანდომებთ, აი, ასე გამოიყურება:
გაინტერესებს, სად უნდა იპოვო ყველზე იაფი ავიაბილეთები? Aviabiletebi.org სწორედ ამისთვის შექმნილი პლატფორმაა. მისი აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ისე iOS სისტემისთვის საშუალებას გაძლევთ, ბილეთების გარდა, ერთ სივრცეში მოძებნოთ სასტუმროებიც, ჰოსტელებიც და Airbnb-ის ბინებიც.
კომენტარები