ირმა ინაშვილი

18 Aug. 2026, 13:16

არანაირი კამპანია არც სოციალურ ქსელებში, არც მედიაში არ დამიგეგმავს და არც განმიხორციელებია ვინმეს წინააღმდეგ ან ვინმეს დასაცავად. თუ რამის თქმა მინდა, საჯაროდ ვსაუბრობ ყველა თემაზე და ვსაუბრობ ჩემი სახელით. ეს კი, კამპანია არ არის, ეს ჩემი აზრის გამოხატვის უფლება და თავისუფლებაა!

მეორე — კობახიძეს ჩვენ კი არ დავუპირისპირდით, კობახიძე დაგვიპირისპირდა ჩვენ! და ეს დაიწყო 10 წლის წინ! ანუ 10 წელია გვებრძვის! წლების მანძილზე კობახიძე ცილს მწამებდა და უამრავ ტყუილს მივრცელებდა. ეს ჯერ კიდევ მაშინ ხდებოდა, როცა ღარიბაშვილთან ვითომ მეგობრობდა. ცხადია, მეც ვპასუხობდი, ოღონდ — საჯაროდ და არა ზურგს უკან, როგორც თავად სჩვევია. კობახიძე (ზოგადად) ყველას ებრძვის, ვისშიც კი რაიმე პოტენციალს ხედავს და ვისაც კი თავისი ბოროტი გონებით კონკურენტად აღიქვამს. ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა: შენ ხარ მისი კონკურენტი, თუ არა, მთავარია, მან აღგიქვათ კონკურენტად და მაშინ ცილისწამებას და ცრუ დაბეზღებას ვერ გაექცევით. ამგვარად, კობახიძეს მე ღარიბაშვილის დაჭერამდე ბევრად უფრო ადრე ვამხელდი და ახლაც ვამხელ! და კვლავ ვამბობ: ამ კაცს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია. არცერთი პრემიერის მმართველობის პერიოდში არ დაბრუნებულა საბჭოეთში საქართველო იმგვარად, რა ფორმებითაც ეს ბოლო 2 წლის მანძილზე მოხდა! ანუ ღარიბაშვილს არავითარი კავშირი არა აქვს ჩემი და კობახიძის დაპირისპირებასთან.

თუ კი ვინმემ ავნო ამ ქვეყანას, თუ კი ვინმემ ავნო ქართულ ოცნებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს, ეს სწორედაც რომ ირაკლი კობახიძეა და არა მე, ან დიტო ჩუბინიძე, ან ვინმე სხვა და ეს წესით, დღეს ყველას ესმის. ახლა, როგორც ყოველთვის, კობახიძე ისევ ცდილობს ისრების სხვებზე გადამისამართებას.

ახლა, როცა ყველაფერი გააფუჭა, ივანიშვილს უმტკიცებს: მე — არა, მე — არა, ღარიბაშვილმა, ინაშვილმა და სხვებმა გააფუჭესო. ისე, ინაშვილისნაირების ბრძოლის შედეგად, ბევრმა უბიოგრაფიომ და ბუჩქებში დამალულმა ჩაიგდო ხელში ხელისუფლება... ამ დღეებში კიდევ ბევრი რამ ითქმება და დაიწერება. მივყვეთ მოვლენებს


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
  3. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  4. ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
  5. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"ჩინეთი აშშ-ის ტარიფებისთვის გვერდის ავლის მიზნით მესამე ქვეყნებს იყენებს" — რატომ მოხვდა თეთრი სახლის ანგარიშში საქართველო?

თეთრი სახლის ანგარიშის "დიდი ტრანზიტული თაღლითობას" (The Great Transshipment Scam) თანახმად, ჩინეთი აშშ-ის…