თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ფოტო: თეგეტა
თეგეტა აკადემია მსოფლიო ბრენდის — Bridgestone-ის ოფიციალური რეგიონული პარტნიორი გახდა ტრენინგებისა და განვითარების მიმართულებით. პარტნიორობის ფარგლებში, აკადემია საბურავების მწარმოებელი ბრენდის Bridgestone-ის სასწავლო პროგრამებს საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში უხელმძღვანელებს.
შედეგად, რეგიონის მასშტაბით Bridgestone-ის დილერებსა და გაყიდვების მენეჯერებს ბრენდის საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის სრული დაცვით გადაამზადებენ. Bridgestone-მა თეგეტა აკადემიას საკუთარი სატრენინგო მოდულები, სასწავლო მასალები და მეთოდოლოგია გადასცა — რესურსები, რომლებიც აქამდე მხოლოდ ბრენდის შიდა საკომუნიკაციო არხებში გამოიყენებოდა.
ირინა წეროძე, თეგეტა აკადემიის დირექტორი: “Bridgestone 1998 წლიდან თეგეტას სტრატეგიული პარტნიორია. სწორედ ამ ხანგრძლივი თანამშრომლობის ლოგიკური გაგრძელებაა, რომ ბრენდმა რეგიონულ სასწავლო პარტნიორად სწორედ თეგეტა აკადემია აირჩია. ეს თანამშრომლობა დაგვეხმარება, კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი სასწავლო პროცესი და საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ. ის, რომ Bridgestone უფლებას გვაძლევს, არაერთ ქვეყანაში გავმართოთ ტრენინგები ბრენდის პროდუქტების შესახებ, ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. ფაქტი ადასტურებს, რო თეგეტა მსოფლიო ბრენდისთვის სანდო პარტნიორი და რეგიონში საიმედო დასაყრდენია“.
სასწავლო პროგრამა ორ ძირითად მიმართულებას აერთიანებს. პირველი საბურავის ტექნიკურ მახასიათებლებს მოიცავს — კონსტრუქციას, თვისებებსა და Bridgestone-ის სამოდელო ხაზებს ზამთრის, ზაფხულისა და ყველა სეზონის სეგმენტში. მეორე მიმართულება გაყიდვების სპეციფიკურ ტექნიკაზეა ფოკუსირებული, რომელიც პრემიუმ კლასის საბურავების რეალიზაციას უკავშირდება. ცალკე მოდულად გამოყოფილია Fleet Solution — ავტოპარკებთან, განსაკუთრებით სატვირთო გადაზიდვების სექტორთან მუშაობის მიმართულება. კურსდამთავრებულები Bridgestone-ისა და თეგეტა აკადემიის ერთობლივ სერტიფიკატებს მიიღებენ.
ფოტო: თეგეტა
Bridgestone-თან თანამშრომლობა თეგეტა აკადემიის სასწავლო პროცესის ხარისხთან უშუალოდ არის დაკავშირებული. ბრენდი, რომელიც მსოფლიოში უმაღლესი ხარისხის საბურავების მწარმოებლებს შორისაა, აკადემიას ცოდნას არა მხოლოდ პროდუქტის შესახებ უზიარებს, არამედ საკუთარ სტანდარტებსაც გადასცემს, რომლებიც სასწავლო პროცესის თითოეულ ეტაპს მოიცავს ტრენერთა მომზადებიდან მეთოდოლოგიის გამოყენებამდე. შედეგად, ცოდნა, რომელსაც აკადემია სერტიფიცირებული ტრენერების მეშვეობით იღებს, შემდეგ თეგეტას თანამშრომლების საშუალებით უშუალოდ მომხმარებლამდე მიდის.
ლაშა ჯუღელი, ექსელენს ჰაბის დირექტორი: “Bridgestone ხარისხის სიმბოლოა — ეს არის ბრენდი, რომელიც მრავალწლიანი გამოცდილებითა და კონკრეტული ტექნიკური მტკიცებულებებითაა გამყარებული და სწორედ ეს მიდგომა გადმოაქვს სასწავლო პროცესში. როდესაც ამ დონის ბრენდი გვანდობს საკუთარი სტანდარტებით ტრენინგების გამართვას, ეს გვავალდებულებს, რომ ჩვენი მეთოდოლოგია, ტრენერები და სასწავლო პროცესი მის ხარისხს გავუთანაბროთ. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აკადემიისთვის — ცოდნა, რომელსაც ჩვენი თანამშრომლები მიიღებენ, შემდეგ მომხმარებლამდე მივა და ხარისხის სტანდარტი საავტომობილო ინდუსტრიაზეც აისახება. ამიტომაც მსოფლიო ბრენდთან თანამშრომლობას მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს აკადემიის ტრენერებისთვის, დილერებისა და იმ მომხმარებლებისთვისაც, რომლებიც პროდუქტთან ერთად, ხარისხის გარანტიას იღებენ“.
იაპონური ბრენდი Bridgestone მსოფლიოს მასშტაბით საბურავების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია. ბრენდი მომხმარებელს მაღალი ხარისხის საბურავების ფართო არჩევანს სთავაზობს. Bridgestone-ის საბურავები გამოირჩევა გამძლეობით, სტაბილურობით, კომფორტით, საწვავის ეკონომიითა და ნებისმიერ გარემოში უსაფრთხო გადაადგილებით.
დავით ჩხაიძე, თეგეტა მოტორსის საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი: “Bridgestone საბურავების ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი გლობალური ბრენდია, რომელიც საუკეთესოა თავისი უმაღლესი ხარისხით, ინოვაციური ტექნოლოგიებითა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით. თეგეტასა და Bridgestone-ის თანამშრომლობა 1998 წლიდან იღებს სათავეს და ის, რომ დღეს ბრენდმა რეგიონულ სასწავლო პარტნიორად სწორედ თეგეტა აკადემია აირჩია, ამ ხანგრძლივი პარტნიორობით მოპოვებული ნდობის ლოგიკური შედეგია. ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თეგეტასთვის, არამედ მთელი რეგიონის ავტოინდუსტრიისთვის, რომელიც პრემიუმ ხარისხის სტანდარტებთან ერთად, ცოდნისა და გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობასაც იღებს“.
თეგეტა აკადემიის ტრენერებმა წარმატებით გაიარეს ტრენერთა მოსამზადებელი პროგრამა (Train of Trainers) და Bridgestone-ის სერტიფიცირებული სპეციალისტები გახდნენ. ამ ეტაპზე ბრენდის ოფიციალური ტრენინგების გამართვის უფლება სამ ქართველ ტრენერს აქვს მინიჭებული.
თეგეტა აკადემიის რეგიონული ექსპანსია მხოლოდ Bridgestone-თან თანამშრომლობით არ სრულდება. აკადემია უკვე წარმოადგენს Porsche-ს რეგიონულ ტრენინგცენტრს, ხოლო უახლოეს მომავალში ანალოგიური სტატუსით თანამშრომლობას იწყებს ბრენდებთან — MAN-თან, JCB-სა და Bosch-თან. პარალელურად, აკადემიის გეგმებშია ევროპულ პროფესიულ კოლეჯებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაფართოება.
--
თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია თეგეტა აკადემია არის ავტორიზებული კოლეჯი, რომელიც 2013 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.
თეგეტა აკადემია კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
კომენტარები