ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც
"ტრაქტატის გაფორმებით, უნდოდა ეს რუსეთის იმპერიას თუ არა, საქართველომ პრინციპული სარგებელი მაინც მიიღო — როდესაც ყოფნა-არ ყოფნის ზღვარზე ვიყავით, ერეკლე მეორის ამ ნაბიჯით არამხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც", — ამის შესახებ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა მისი თქმით, ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ქართული, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, სწორედ ერეკლე მეორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მთავარი შედეგია.
"თუ ჩვენს წარსულს, კონკრეტულად კი, იმ პერიოდს გადავავლებთ თვალს, როდესაც ერეკლე მეორეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება უწევდა, ნათლად დავინახავთ იმ უმძიმეს, ტრაგიკულ მდგომარეობას, რომელშიც მაშინ ჩვენი ქვეყანა და ხალხი იმყოფებოდა. მრავალწლიანი და უმძიმესი დაპირისპირებების შედეგად სპარსეთთან, ოსმალეთთან და სხვა სახელმწიფოებთან, არამხოლოდ ქართული სახელმწიფო, არამედ თვით ქართველი ერი იდგა განადგურების რეალური საფრთხის წინაშე. საქართველო მუდმივი თავდასხმების, ომებისა და პოლიტიკური წნეხის პირობებში არსებობდა, რაც ქვეყნის სახელმწიფოებრივ და დემოგრაფიულ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა.
სწორედ ამ ისტორიული მოცემულობის გათვალისწინებით უნდა შევაფასოთ ერეკლე მეორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მით უფრო იმ ფონზე, რომ ქრისტიანობა ქართველი ხალხისთვის, როგორც წარსულში, ისე დღესაც, ეროვნული და კულტურული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი იყო და არის.
საბოლოოდ, ერეკლე მეორის მიერ გადადგმული ნაბიჯი არათუ გამართლებული, არამედ ერთადერთი სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სახელმწიფო, მათ შორის რუსეთის იმპერია საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა და საქართველოს ხსნა მათთვის ამოსავალი წერტილი სულაც არ ყოფილა, ისევ და ისევ ქრისტიანობის და არაერთი სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი, მათ შორის დემოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებით, ტრაქტატის გაფორმებით, უნდოდა ეს რუსეთის იმპერიას თუ არა, საქართველომ პრინციპული სარგებელი მაინც მიიღო — როდესაც ყოფნა-არ ყოფნის ზღვარზე ვიყავით, ერეკლე მეორის ამ ნაბიჯით არამხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც, რასაც ყველაზე უკეთ ის ფაქტი ადასტურებს, რომ დღეს საქართველო თვითმყოფადი, ქრისტიანულ ფასეულობებზე, ეროვნულ ფესვებსა და ტრადიციულ ევროპულ კულტურაზე დაფუძნებული ქვეყანაა. მრავალი ომის, ოკუპაციის, პოლიტიკური კატაკლიზმისა და ისტორიული ქარტეხილის მიუხედავად, დღეს ჩვენ გვაქვს ქართული, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. სწორედ ეს არის ერეკლე მეორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მთავარი შედეგი", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, "დღეს რომ საქართველო არის ევროპულ კულტურაზე დაფუძნებული ქვეყანა, დღეს რომ საქართველო არის ქრისტიანული ქვეყანა, ეს არის სწორედ ერეკლე მეორის ნაბიჯის დამსახურებას.
"ერეკლე მეორეს რისკებიც ჰქონდა გათვლილი და ბუნებრივია, ეს რისკები საბოლოო ჯამში რეალიზდა, თუმცა მთლიანობაში ქვეყანამ მიიღო კონკრეტული შედეგები იმ ნაბიჯიდან, რომელიც მაშინ გადადგა ერეკლე მეორემ და ეს შედეგები ადასტურებს იმას, რომ მისი ნაბიჯი იყო უალტერნატივო და იყო მათ შორის ბრძნული.
საბოლოო შედეგი რა არის? რომ მაშინ გაკეთდა რეალურად ცივილიზაციური არჩევანი. დღეს ხშირად იყენებენ ხოლმე ამ ტერმინს და ერეკლე მეორის მაშინდელი არჩევანიც იყო ცივილიზაციური არჩევანი. წლების განმავლობაში, საუკუნეების განმავლობაში, ჩვენი ქრისტიანული ქვეყანა იყო მუსლიმანური ქვეყნის ვასალი. და მაშინ ერეკლე მეორემ მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება, რელიგიაზე, რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ეს იყო მისი ცივილიზაციური არჩევანი.
საბოლოო ჯამში ამ არჩევანმა მოიტანა კონკრეტული შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის და დღეს რომ საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, ის რომ ჩვენი ერი გადარჩა — დემოგრაფიული თვალსაზრისით იყო უკიდურესად მძიმე ვითარება XVIII საუკუნის ბოლოსთვის — ის რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩა დემოგრაფიული თვალსაზრისით და დღეს რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელიც ეფუძნება ტრადიციულ ევროპულ ფასეულობებს და ტრადიციულ ევროპულ კულტურას, ეს არის სწორედ ერეკლე მეორის მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილების დამსახურება, ამ პრაგმატული გადაწყვეტილების დამსახურება.
რა თქმა უნდა, რისკები იყო და ეს რისკები ბუნებრივია შემდეგ რეალიზდა. როდესაც საქმე გაქვს პატარა ქვეყანას დიდ იმპერიასთან, რომელიც ბუნებრივია საკუთარი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, თავისთავად არსებობს რისკები, მაგრამ საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ უნდა ვიმსჯელოთ შედეგებით. და შედეგი არის ის, რომ მაშინ საქართველო გადარჩა, გადარჩა ერეკლე მეორის ამ ნაბიჯით. დღეს რომ საქართველო არის ევროპულ კულტურაზე დაფუძნებული ქვეყანა, დღეს რომ საქართველო არის ქრისტიანული ქვეყანა, ეს არის სწორედ ამ ნაბიჯის დამსახურება", — თქვა ირაკლი კობახიძემ.
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
კომენტარები