პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს
ფოტო: tvpworld.com
პოლონეთმა საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში სამუშაოდ ჩასვლის წესები გაამკაცრა. ახალი რეგულაციით, მუშაობის მიზნით პოლონეთში შესვლის მსურველებისთვის ვიზის მიღება სავალდებულო გახდება.
რეგულაცია, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ 10 აგვისტოს მოაწერა ხელი, ძალაში შაბათიდან შევიდა. ის მხოლოდ იმ პირებზე ვრცელდება, რომლებიც პოლონეთში სამუშაოდ მიემგზავრებიან.
სამივე ქვეყნის მოქალაქეებს კვლავ შეუძლიათ პოლონეთში უვიზოდ ჩასვლა ტურისტული ან სხვა ნებადართული მოკლევადიანი ვიზიტის მიზნით.
ის პირები, რომლებიც პოლონეთში 15 აგვისტომდე შევიდნენ, ძველი წესებით ისარგებლებენ. კოლუმბიის მოქალაქეებისთვის მსგავსი მოთხოვნა სამუშაო ვიზასთან დაკავშირებით უკვე 2024 წლის აგვისტოდან მოქმედებდა.
პოლონეთის მთავრობის განცხადებით, საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელის მოქალაქეები უვიზო რეჟიმს "სისტემატურად" იყენებდნენ ისე, რომ დასაქმებისთვის აუცილებელ კანონიერ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდნენ.
ხელისუფლების განმარტებით, ახალი რეგულაციების შემოღების მიზეზი გახდა უკანონო დასაქმება და არალეგალური ყოფნა, ჩრდილოვანი ეკონომიკის გაფართოება, მუშახელის ექსპლუატაცია და ადამიანით ვაჭრობა. მთავრობის შეფასებით, ეს სამი ქვეყანა მაღალი მიგრაციული რისკის მქონე სახელმწიფოებს მიეკუთვნება.
მიგრაციაზე კონტროლის გამკაცრება
ახალი ზომები პოლონეთის მთავრობის უფრო ფართო პოლიტიკის ნაწილია, რომელიც არალეგალური მიგრაციისა და უცხოური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად.
გასულ წელს პოლონეთმა ქვეყნის მასშტაბით დაიწყო ოპერაცია უცხოური კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ, რომელიც პოლიციური ღონისძიებების გაძლიერებასა და დეპორტაციებს მოიცავდა.
როგორც პოლონური მედია წერს, ამ ოპერაციების ფარგლებში განსაკუთრებით ხშირად ფიგურირებდნენ საქართველოს მოქალაქეები. დეკემბერში პოლონეთმა 10 ქართველის დეპორტაცია განახორციელა. ხელისუფლების განცხადებით, ისინი საზოგადოებრივ წესრიგსა და სახელმწიფო უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდნენ.
კიდევ ერთი ცვლილება 22 აგვისტოდან ამოქმედდება. ამ დღიდან საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელის მოქალაქეები, რომლებსაც პოლონეთის სამუშაო ნებართვა აქვთ, პოლონეთში უვიზოდ ყოფნის პერიოდში მუშაობას ვეღარ შეძლებენ.
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
-
DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს
გადახედვა
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა
-
თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ
გადახედვა
-
მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს
გადახედვა
-
იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში
-
მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის
გადახედვა
-
ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო საზღვარზე კონტროლი გააძლიერეს ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო საზღვარზე კონტროლი გააძლიერეს
გადახედვა
-
ზურაბ აბაშიძე ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ჩრდ. მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს ელჩად დაინიშნა ზურაბ აბაშიძე ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ჩრდ. მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
ელიფ შაფაქის ახალი რომანი გუსტავ ფლობერის ცხოვრებაზეა ელიფ შაფაქის ახალი რომანი გუსტავ ფლობერის ცხოვრებაზეა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას— მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას— მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე
-
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
-
შსს-მ ₾34 მლნ-ზე მეტი ღირებულების 553 კგ ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა შსს-მ ₾34 მლნ-ზე მეტი ღირებულების 553 კგ ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა
გადახედვა
-
დმიტრი პუშკარევის მკვლელობის შემდეგ, SJC მთავრობას მოუწოდებს, რუსეთში ექსტრადიციები შეაჩეროს დმიტრი პუშკარევის მკვლელობის შემდეგ, SJC მთავრობას მოუწოდებს, რუსეთში ექსტრადიციები შეაჩეროს
გადახედვა
-
რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები? რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები?
-
აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა" აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა"
გადახედვა
-
ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა
გადახედვა
-
პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საგანმანათლებლო ცენტრი დაიხურა პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საგანმანათლებლო ცენტრი დაიხურა
გადახედვა
-
კუთხის დივნები: როგორ შევარჩიოთ ზომა და სწორი განლაგება? კუთხის დივნები: როგორ შევარჩიოთ ზომა და სწორი განლაგება?
-
საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა
-
შესაძლოა EU-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გაიხსნას შესაძლოა EU-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გაიხსნას
გადახედვა
კომენტარები