ეს 5 ცხოველი გრძნობს იმას, რასაც შენ ვერასოდეს იგრძნობ
რაც უფრო მეტს ვსწავლობთ სხვა სახეობებზე, მით უფრო ნაკლებად შთამბეჭდავი გვეჩვენება ჩვენი თავი და საკუთარი უნარები. ჩხრიალა გველს ინფრაწითელი მხედველობა აქვს, ფუტკრები ულტრაიისფერს ხედავენ, ელექტრული გველთევზები კი ელექტრულ დარტყმებს იყენებენ, რომ ამაზონის მღვრიე წყალში მსხვერპლი ამოიცნონ. ამ და სხვა ცხოველებს აღქმის ისეთ უნარები აქვთ განვითარებული, რომლებიც ჩვენ არც კი დაგვესიზმრება. თუმცა, შესაძლოა, ასეც ჯობდეს. წარმოიდგინეთ, მთელ სხეულზე გემოს რეცეპტორები რომ გვქონდეს, ისევე, როგორც ეს ლოქოებს აქვთ. მიუხედავად ამისა, ცხოველების უნარების ზოგჯერ, შესაძლოა, მაინც შეგვშურდეს.
1. ვამპირი ღამურა
ვამპირ ღამურებს ცხვირის არეში არსებული სითბოს ამომცნობი არხების დახმარებით სისხლის "დანახვა" შეუძლიათ. ცხიმიანი და სისხლით გაჟღენთილი ქსოვილი სითბოს გამოყოფს, ვამპირ ღამურებს კი ეს მსხვერპლის პოვნას და ამოცნობას უადვილებს.
2. დელფინი
რბილი ზედაპირები, როგორიც, მაგალითად, ქვიშაა, დოლფინისგან დასამალად არ გამოგადგებათ. დელფინებს ექოლოკაციის უნარი აქვთ, რისი საშუალებითაც მათ დამალული მსხვერპლის პოვნა შეუძლიათ. ამის გამო ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ დელფინებმა, შესაძლოა, ორსულობის ამოცნობაც შეძლონ.
3. სელაპი
მხედველობა და სმენა სელაპებისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს, თუმცა, საკვების მოსაპოვებლად სელაპებს კიდევ ერთი ხრიკი აქვთ. მათ 80-მდე ულვაში აქვთ, თითოეული მათგანი კი მაღალი მგრძნობელობის რეცეპტორთანაა დაკავშირებული — სელაპებს შეუძლიათ ამოიცნონ თუ რა მიმართულებით გაცურა თევზმა, რომელმაც უკვე ჩაიარა.
4. "მფრინავი ობობა"
Stiphidiidae-ს ოჯახის ობობებს უნიკალური უნარი აქვთ. ფეხებზე მათ სპეციალური თმები აქვთ, რომლითაც მათ ჰაერში არსებული ელექტრული ველის აღქმა შეუძლიათ. როდესაც ობობა ატმოსფეროში დადებით მუხტს იგრძნობს, ისინი უარყოფითად დამუხტულ ქსელს გამოყოფენ, რის შედეგადაც ისინი ჰაერში ფრინდებიან და ქარს მიჰყვებიან.
5. სპილო
სპილოების ფეხები ვიბრაციის აღმქმელი ნერვული დაბოლოებებითაა სავსე. ამის შედეგად სპილოებს საყვირის ხმის დაფიქსირება თითქმის 15 კილომეტრის მანძილიდან შეუძლიათ. ისინი ასევე ადგენენ, თუ რა მიმართულებიდან მოდის ხმა.
კომენტარები