გენიტალური ჰერპესის ვაქცინის კვლევა და მისი იმედისმომცემი შედეგები
გენიტალური ჰერპესის ვაქცინაციის ძიებაში მეცნიერებმა პირველ ქმედით წარმატებას მიაღწიეს. მსოფლიოს მასშტაბით 10-დან 1 ადამიანს ეს დაავადება აქვს.
გენიტალური ჰერპესის გამომწვევი ვირუსი, Herpes Simplex 2 (HSV2), ვაგინალური, ანალური ან ორალური სექსით გადაეცემა. დაინფიცირების შემდგომ, ადამიანები ინფექციის მატარებლები მთელი ცხოვრების მანძილზე არიან. ზოგიერთი HSV2 ვირუსი ნერვულ უჯრედებში ახერხებს დამალვას, რის შედეგადაც დაავადება ერთგვარი "მიძინების" ფაზაში გადადის.
ადამიანთა უმრავლესობა ვერც კი ხვდება, რომ ვირუსის მატარებელია. ზოგჯერ ეს უკანასკნელი ძალზე მტკივნეული სიმპტომებით, უმეტესად გენიტალური ბუშტუკების სახით, გამოავლენს თავს. ჰერპესის ვირუსს შეუძლია სიცოცხლისთვის საშიში ისეთი გართულება გამოიწვიოს, როგორიც მენინგიტია და იგი ასევე დაინფიცირებული დედიდან შვილსაც გადაეცემა მშობიარობისას.
ადამიანები ყველაზე მეტად ამ დაავადების გადამცემები მაშინ არიან, როდესაც მათ გენიტალური ბუშტუკები აქვთ, თუმცა შეიძლება ზოგადი სიმპტომები საერთოდ არ იყოს გამოხატული — ვირუსს ეს მაინც არ აჩერებს.
ექსპერიმენტული ვაქცინა
აქამდე ვაქცინის შექმნის მცდელობები უშედეგოდ სრულდებოდა. პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჰარვი ფრიდმანმა შეიმუშავა ვაქცინა, რის შემდგომაც შესაბამისი ექსპერიმენტებიც ჩაატარა თაგვებსა და გვინეას ღორებზე. აცრის შემდგომ არცერთ ცხოველს გენიტალური ბუშტუკები არ განუვითარდა და თაგვების 98% და გვინეას ღორების 80% „ფარული“ ინფექციებისგანაც აღმოჩნდნენ დაცულნი. სხვა ექსპერიმენტულმა ვაქცინებმა იგივე შედეგის განმეორება ვერ შეძლეს.
"ჩვენი შედეგები თაგვებსა და გვიანეას ღორებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში წამახალისებელია- ეს ლიტერატურაში აღწერილი ყველაზე კარგი შედეგია. თუმცა, ჩვენ ჯერ არ ვიცით, თუ როგორ იმუშავებს ეს ვაქცინა ადამიანებზე"
ზოგადად ვაქცინების უმეტესობა მოდიფიცირებულ ან ინაქტივირებულ ვირუსებს შეიცავს. ფრიდმანის ვაქცინა მათგან განსხვავებულია — იგი ინფორმაციული რნმ-ს მოლეკულებს შეიცავს. სწორედ ის არის პასუხისმგებელი HSV2-ის 3 ცილის კოდირებაში. როდესაც ეს ინფორმაციული რნმ სხეულში ხვდება, უჯრედები ვირუსული ცილის სინთეზს იწყებენ, რაც საპასუხო იმუნურ პასუხს იწვევს. აქამდე მსგავსი მოქმედების არცერთი ვაქცინა ადამიანებზე არ გამოუცდიათ.
ფრიდმანის ჯგუფი ამჯერად იგივე ვაქცინას ვირუსის Herpes Simplex 1 (HSV1) საწინააღმდეგოდ ტესტავს. HSV1 ვირუსით მსოფლიოს მასშტაბით 10-დან 7 ადამიანია დაავადებული.
თუ ვაქცინა ეფექტური აღმოჩნდება, შესაძლებელია თინეიჯერებმა პაპილომა ვირუსის აცრის (HPV) კვალდაკვალ ჰერპესის საწინააღმდეგოდაც აიცრან. სწორედ პაპილომა ვირუსია თითქმის ყველა საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი.
მეცნიერთა სხვა ჯგუფი ასევე მუშაობს ნერვულ უჯრედებში მიმალული ვირუსების გასანადგურებლად, რისთვისაც ისინი გენური რედაქტირების ტექნიკას, CRISPR, იყენებენ. რა თქმა უნდა, ამასთან შედარებით დაინფიცირების თავიდან აცილება ცალსახად უკეთესი გზაა.
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
კომენტარები