ინსტაგრამი არასრულწლოვანი მომხმარებლებისთვის აღარ გამოაჩენს პოსტებს, რომლებშიც წონის კლებისთვის განკუთვნილი პროდუქტების და პლასტიკური ქირურგიის პოპულარიზაცია ხდება.

ამის მიზეზი სწრაფად მზარდ ე.წ. influencer marketing-თან ბრძოლაა. გარკვეულ შემთხვევაში ინსტაგრამმა ასეთ პოსტები, შესაძლოა, პლატფორმიდან წაშალოს კიდეც. ასაკის შეზღუდვა კი პროდუქტების ფასის შემცველ პოსტებზე გავრცელდება, რომლებშიც მომხმარებლებს ყიდვისკენაც უბიძგებენ.

პოსტები კი მაშინ წაიშლება, როდესაც კომპანია არარეალურად ეფექტურ პროდუქტებს არეკლამებს და მათ მომხმარებლებს ფასდაკლებით სთავაზობს.

კომპანიის თქმით, ასეთი პროდუქტების რეკლამების განთავსება პლატფორმაზე ყოველთვის აკრძალული იყო, თუმცა ბოლო დროს ინფლუენსერების განსაკუთრებულმა გააქტიურებამ დამატებითი აქტივობების საჭიროება გამოავლინა.

ახალი წესების გააქტიურებით ინსტაგრამი ცდილობს, რომ პლატფორმა "ყველასთვის პოზიტიურ სივრცედ" აქციოს და "შეამციროს ის წნეხი, რომელიც ადამიანებმა, შესაძლოა, სოციალური ქსელის გავლენით იგრძნონ."