ლელო, ანაკლია, 12 — მამუკა ხაზარაძის 3 სიმბოლო
ფოტო: მამუკა ხაზარაძე/Mamuka Khazaradze
ანაკლია, ზღვა, ქვიშა, სასკოლო დაფა, ქართული მუსიკა და პოეზია — თიბისი ბანკის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პოლიტიკაში მოსასვლელად ასეთი გარემო აარჩიეს, ყველა დეტალი სიმბოლოებით დატვირთეს და მოძრაობა ლელო დააფუძნეს. ამას გარდა, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ 12 ლიდერს ეძებს, 12 წარმატებულ ადამიანს.
სიმბოლიზმი ახალი მოძრაობის პრეზენტაციაში პოლიტიკოსებმაც დაინახეს. ქართული ოცნების თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ ხაზარაძის წარდგენას "ბიბლიურ-მისტიურ-ლირიული წარმოდგენა უწოდა". თავად მოძრაობის ლიდერებმა კი პრეზენტაციის სიმბოლური დატვირთვა არ უარყვეს და მედიასთან ღიად ისაუბრეს.
ანაკლია
ხაზარაძე/ჯაფარიძის მოძრაობის პრეზენტაცია რომ ანაკლიაში გაიმართებოდა, არავის გაჰკვირვებია. ეს ის თემაა, რომლის კონტექსტშიც ხაზარაძე/ჯაფარიძეს ბოლო ერთი წელია ყველაზე ხშირად ახსენებენ. მამუკა ხაზარაძის თიბისი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიცაა თიბისი ბანკი, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის თანადამფუძნებელია. კონსორციუმი ანაკლიაში უზარმაზარ პროექტს ახორციელებს — საქართველოში პირველ ღრმაწყლოვან პორტს.
ხაზარაძე/ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას ფულის გათეთრების მუხლით მამუკა ხაზარაძე სწორედ, ანაკლიის პორტის მშენებლობის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის მოქმედებად აფასებს. ის ირწმუნება, რომ ხელისუფლებას ანაკლიის პორტის აშენება არ სურს.
მისი პირველი კომენტარი ბრალის წარდგენის შემდეგ იყო: "მაინც ავაშენებთ".
ფულის გათეთრების საქმის გამო მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დატოვეს, როგორც თიბისი ბანკი,ისე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მმართველი თანამდებობები. მათი თქმით, ჩამოცილდნენ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესს, რათა მათ წინააღმდეგ მიმდინარე საქმე პორტისთვის შემაფერხებელი არ ყოფილიყო.
მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში ყოფნის სიმბოლური დატვირთვა ღრმაწყლოვანი პორტის გარდა, ოკუპაციის თემითაც ახსნა:
"ჩვენ ახლა ანაკლიაში ვიმყოფებით, იმ ადგილას, სადაც ე.წ. საზღვარი გვყოფს ჩვენ ძმებს, ჩვენ აფხაზებს; ადგილას, სადაც ყველაზე ახლო წერტილია ჩვენი ქვეყნის ევროპასთან; ადგილი, სადაც უნდა მოხდეს პრაქტიკულად ახალი შემობრუნების წერტილი, შემობრუნების მომენტი ქართულ სინამდვილეში, ჩვენს სახელმწიფოებრივ სინამდვილეში".
ლელო
ფოტო: მამუკა ხაზარაძე / Facebook
იქამდე, სანამ მამუკა ხაზარაძე მოძრაობის სახელს ყვითელ დაფაზე დიდი ასოებით დაწერდა, გალაკტიონის ლექსი "მშობლიურო ჩემო მიწავ" ქართული მუსიკის ფონზე წაიკითხა. ამ ფორმით მან მოძრაობის სახელწოდება დააანონსა.
"ორ ზღვას შუა ძველისძველად
საომარი იყო ლელო —
ის გადარჩა და სახელად
ეწოდება საქართველო".
ლელოს შინაარსობრივად ბევრი დატვირთა აქვს და ნაწილობრივ, თიბისი ბანკის საქმიანობასაც უკავშირდება.
- ლელო უძველესი ქართული სიტყვაა და ძალით გატანას ნიშნავს. ეს სიტყვა სპორტში გამარჯვებასთან ასოცირდება;
- რაგბიში გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ლელოს დამიწებაა მოწინააღმდეგის კარს მიღმა. სწორედ, თიბისი ბანკია რაგბის კავშირის გენერალური სპონსორი და წლებია, ამ სპორტის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
12
12 — ეს არის რიცხვი, რომელიც მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში ყველაზე ხშირად ახსენა: 12 საათი, 12 სექტემბერი, 12 ლიდერი, 12, 12...
პირველი სიმბოლური დატვირთა, რომელიც ხაზარაძემ ამ რიცხვს მოუძებნა ილია ჭავჭავაძეს უკავშირდება: "112 წლის წინ 12 რიცხვში ილია ჭავჭავაძე მოკლეს. ეს დამთხვევაა, დამერწმუნეთ. დღესაც 12 რიცხვია. ჩვენ ამის გამო არ შეგვირჩევია ეს დღე, მაგრამ ეს დამთხვევა კიდევ ერთ რამეს მიანიშნებს, ილია ჭავჭავაძეც 12 ინჟინერს ეძებდა, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. მინდა, რომ ეს ძებნა ყველამ დავიწყოთ".
მამუკა ხაზარაძის თქმით, რიცხვ 12-ს სხვა სიმბოლიზმიც აქვს, მაგალითად, საქართველოში 12 საუკუნეში ოქროს ხანა იყო და ევროკავშირის დროშაზე 12 ვარსკვლავია: "ერთმა ნიჭიერმა ადამიანმა ისიც თქვა, რომ 12-ის მერე ახალი წელი მოდის".
მოგვიანებით, TV პირველთან ინტერვიუში მამუკა ხაზარაძემ 12 ლიდერი, თავისივე დაფუძნებულ სკოლას დაუკავშირა.
"17 წლის წინ ჩემს ბიზნესპარტნიორებთან ერთად დავაფუძნე ამერიკული აკადემია და ჩამოვიტანე მეთოდოლოგია, ჰარვარდელი პროფესორების მოგონილი მაგიდა, რომლის გარშემოც 12 მოსწავლე ზის. ამ სკოლამ 700 ბავშვი გამოუშვა და ამ 700-ვე ბავშვმა ისწავლა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. ჯამურად, 60 000 დოლარის სტიპენდია მოიპოვეს. ეს არის თაობა, რომელმაც ისწავლა ლისზე და გაუწია კონკურენცია მსოფლიოში სხვებს. ეს ინტერაქტიური სწავლების მეთოდოლოგიაა, როცა 12 ბავშვი თვალებში უყურებს ერთმანეთს და ერთი საათის განმავლობაში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს", — თქვა მამუკა ხაზარაძემ.
ბიზნესმენმა როგორც ანაკლიაში, ისე მედიასთან სამომავლო გეგმებზე ბევრი ისაუბრა, თუმცა გუნდი ჯერ არ წარუდგენია. გუნდის დაკომპლექტებისა და პოლიტიკური აქტივობის დაწყების შემდეგ კი მთავარი კითხვა იქნება, რა შანსები აქვს სიმბოლიზმით მოსულ პარტიას 2020 წელს.
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი
გადახედვა
-
ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან
გადახედვა
-
სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა
გადახედვა
-
ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
-
რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები
-
თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ
გადახედვა
-
"საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება "საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება
გადახედვა
-
საგანძურის მარათონში ახალი თვე დაიწყო — ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი საგანძურის მარათონში ახალი თვე დაიწყო — ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
-
სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
გადახედვა
-
ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება
გადახედვა
-
CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ
გადახედვა



კომენტარები