კეთილსინდისიერება და კომპეტენცია — ვინ რა ქულა აიღო უზენაესის მოსამართლეების კონკურსში
ფოტო: everything possible / Shutterstock
საქართველოს იუსტიციის საბჭოს გვერდზე უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების მიერ დაგროვებული ქულების ოდენობა გამოქვეყნდა.იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა კანდიდატების კეთილსინდისიერება და კომპეტენცია შეაფასეს. კეთილსინდისიერებაში ყველაზე მაღალი ქულა 1200 იყო, საბჭოს თითოეულ წევრს კანდიდატის მაქსიმუმ 100 ქულით შეფასება შეეძლო.
48 მოსამართლეობის კანდიდატიდან კომპეტენციაში ყველაზე მაღალი 1 132 ქულა მაია ვაჩაძემ მიიღო. ის უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლეა და ერთ-ერთია უზენაესის დიდი პალატის იმ შემადგენლობიდან, რომელმაც რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. ის უზენაეს სასამართლოში მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძის დროს მუშაობდა. იუსტიციის საბჭოში გასაუბრების დროს თქვა, რომ დაახლოებით 10 წლის განმავლობაში უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატას მიხეილ ჩინჩალაძე ხელმძღვანელობდა, თუმცა ვაჩაძის განმარტებით, ჩინჩალაძის გავლენის ქვეშ არ იყო და არც ახლა არის. მისი თქმით, "მოსამართლის უფროსი საკუთარი თავია".
კომპეტენციაში ყველაზე დაბალი ქულა, 797 უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ თამარ ლალიაშვილმა მიიღო. ის ერთ-ერთია ე.წ. მეამბოხე მოსამართლეებიდან. მეამბოხე მოსამართლეების სახელით ცნობილი საქმე იმ პერიოდს უკავშირდება, როცა მურუსიძე უზენაესი სასამართლოს კოლეგიის წევრი იყო. ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ღიად დააფიქსირა სასამართლო ხელისუფლების გადახალისების სურვილი. მათ მოსამართლეებს სოციალური გარანტიების შეთავაზებით თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდეს. ნაწილი შეთავაზებას დათანხმდა, ნაწილმა პოსტი ნებაყოფლობით არ დატოვა. მათ მიმართ წინასწარ გაცხადებული "დისციპლინური ომი" დაიწყო. მას სასამართლო 2006 წელს დაატოვებინეს. ლალიაშვილმა სტრასბურგის სასამართლოში იჩივლა და მოიგო. ის სასამართლოს თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ე.წ. კლანის არსებობაზე ხმამაღლა საუბრობდა, მოითხოვა მოსამართლე ლევან მურუსიძისა და იუსტიციის საბჭოს არსებული შემადგენლობის გათავისუფლებას.
მოსამართლეობის კანდიდატების ქულები — სრული სია
ბოლო ინფორმაციით, კანდიდატურა მოხსნა მოსამართლე ლევან თევზაძემ, რომელიც იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრის ირაკლი შენგელიას ცოლის ძმაა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციანი სიის შესარჩევად ორ კენჭისყრას ხვალ, 4 სექტემბერს ჩაატარებს. კანონის მოხედვით, საბჭო 48-კაციანი სიიდან ფარული კენჭისყრით შეარჩევს 20 კანდიდატს, ამის შემდეგ კი, მონაცემები საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
კანონის თანახმადვე, საბჭოში კიდევ ერთი კენჭისყრა უნდა ჩატარდეს, რომლის მიხედვითაც, სათითაოდ ეყრება კენჭი შერჩეულ 20 კანდიდატს, იმის გასარკვევად, უნდა წარედგინოს თუ არა მისი კანდიდატურა საქართველოს პარლამენტს. კანდიდატი წარდგენილად ჩაითვლება, თუ მას საბჭოს ღია სხდომაზე, ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა


კომენტარები