35 წლის შემდეგ სერიალ დინასტიას რიმეიქს გადაიღებენ
ფოტო: getty images/dynasty
საქართველოში თითქმის შეუძლებელია ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელსაც სერიალი დინასტია ნანახი თუ არა, გაგონილი მაინც რომ არ ჰქონდეს.
წლების წინ სწორედ ამ სერიალის ეთერში გასვლის დროზე იყო დამოკიდებული რომელ საათზე მოვიდოდა შუქი, ამ სერიალმა შეუცვალა ქართველი ქალების უმეტესობას ვარცხნილობა და სალონები ფულს ქრისთლი ქერინგტონის ხარჯზე შოულობდნენ, აქტუალური იყო ელექსისი ტანისამოსი და, რა თქმა უნდა, სახლი, სადაც ქერინგტონების საგვარეულო ცხოვრობდა და სადაც 220 დღის განმავლობაში ვცხოვრობდით.
ამერიკული კომპანია CW ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და პოპულარული სერიალის ახალ ვერსიას შემოგვთავაზებს, ამიტომ სანამ ახალი ვერსია დღის სინათლეს იხილავს, მოდით გავიხსნოთ ჩვენი საყვარელი პერსონაჟები და ვნახოთ რას საქმიანობენ ისინი დღეს.
ჯონ ფორსატი - ბლეიქ ქერინგტონი
ფოტო: getty
ფოტო: Life
ჯონი ამერიკული კინოს, ტელევიზიის, თეატრისა და რადიოს ერთ-ერთი პიონერი იყო. დინასტიის შედეგ მან კამერონ დიასთან, ლიუსი ლუსთან, დრიუ ბერიმორთან და ბილ მიურეისან ერთად ითამაშა ფილმში ჩარლის ანგელოზები. ბლეიქ ქერინგტონის როლმა მას ორი ოქროს გლობუსი მოუტანა. მსახიობი 2010 წელს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლინდა ევანსი - ქრისთლი ქერინგტონი
ფოტო: getty
ფოტო: getty
ლინდა დღეს 73 წლის არის, 1997 წლის შემდეგ, ყველა როლზე, ფილმსა თუ სერიალში, უარს ამბობს. 2009 წელს კი ერთ-ერთ ბრიტანულ არხზე კულინარიული გადაცემა მიჰყავდა.
ჯოან კოლინზი - ელექსის კოლბი
ფოტო: getty
ფოტო: getty
83 წლის ჯოან კოლინსი დღესაც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობია. დინასტიის შემდეგ ითამაშა ისეთ სერიალებში როგორიც არის ფეხბურთელების ცოლები და ცუდი გოგოები. აღსანიშნავია, რომ დინასტიის დროს სამსახიობო ანსამბლში ყველაზე მაღალი ანაზღაურება მას ჰქონდა და ეპიზოდში $120 ათასს იღებდა. თითქმის ყოველ წელს გამოდის ახალი ფილმი მისი მონაწილეობით და თამაშობს რომელიმე სერიალში მიწვეულ მსახიობად. წერს წიგნებს, რომელთა გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი რამდენიმე მილიონ დოლარს აჭარბებს და დღეს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქალ მსახიობად ითვლება ბრიტანეთში. აქტიურია სოციალურ ქსელშიც და იყენებს ფეისბუქს, თვითერსა და ინსტაგრამს.
აღსანიშნავია, რომ თავის დროზე დინასტიაში ჯოან კოლინზმა სოფია ლორენი შეცვალა, რომელმაც ელექსისის როლზე უარი თქვა.
პამელა სიუ მარტინი - ფელონ ქერინგტონ კოლბი
ფოტო: getty
ფოტო: getty
63 წლის პამელა დღეს მთლიანად ოჯახზეა გადართული და 6 შვილიშვილს უვლის. პარალელურად წერს ავტობიოგრაფიულ წიგნს. პამელა 1985 წელს სერიალიდან წავიდა და ის იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის ცენტრალური საავადმყოფოს ვარსკვლავმა ემა სიმსმა ჩაანაცვლა.
ემა სიმსი - ფელონ ქერინგტონ კოლბი
ფოტო: getty
ფოტო: pokeo
სანამ ემა დინასტიაში მოვიდოდა და პამელა სიუ მარტინს შეცვლიდა ფელონის როლზე, ის ცენტრალური საავადმყოფოს ვარსკვლავი იყო და ასე გაგრძელდა 2015 წლამდე, სანამ სერიალიდან წამოსვლა არ გადაწყვიტა.
ალ ქარლაი - სტივ ქერინგტონი
სტივი ქართველ მაყურებელს განსაკუთრებულად ემახსოვრება, რადგან ის საქართველოში გასულ სერიალებში პირველი გეი პერსონაჟი იყო. რაც შეეხება ალს ის ამჟამად პროდიუსერად მუშაობს.
ჯეკ კოულმანი - სტივ ქერინგტონი
ჯეკ კოულმანმა ალ ქარლაი სტივ ქერინგტონის როლზე შეცვალა. მოგვიანებით კი, ის, ფენტეზის ჟანრის მაყურებელმა სერიალ გმირებში თავიდან აღმოაჩინა. ის მონაწილეობას იღებდა ისეთ შოუებში როგორებიცაა - სკანდალი, დანაშაულის ადგილი და სხვა.
კეტრინ ოქსენბერგი - ამანდა ქერინგტონი
ფოტო: getty
ფოტო: getty
კეტრინი, არც მეტი, არც ნაკლები, იუგოსლავიის პრინცესა ელისაბედის ქალიშვილია. მიუხედავად იმისა, რომ დინასტიის შემდეგ მან რამდენიმე ფილმსა და სერიალში ითამაშა ამერიკული საპნის ოპერა მისი კარიერის ყველაზე პოპულარული შოუა.
ჯონ ჯეიმსი - ჯეფ კოლბი
ფოტო: getty
ჯონი ამჟამად ერ-ერთი საპროდიუსერო ფირმის თანამშრომელია და პარალელურად პატარ-პატარა როლებს ასრულებს ფილმებში.
ჰეიზერ ლუკლერი - სამანტა ჯოზეფინა ქერინგტონ ფალმონტი
ფოტო: getty
ფოტო: getty
მიუხედავად იმისა, რომ ჰეიზერის ფილმოგრაფია მრავალრიცხოვანია, რაოდენობამ არ მოგატყუოთ, მისი როლები დროსთან ერთად უფრო და უფრო უმნიშვნელო ხდება.
სერიალი დინასტია ამერიკაში 35 წლის წინ გამოვიდა და ის ეთერში 9 წლის განმავლობაში გადიოდა. სერიალს ერთნაირი ყურადღებით უყურებდნენ როგორც ოკეანის გადაღმა, ასევე რუსეთში, ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, საქართველოსა და კიდევ რამდენიმე ათეულ ქვეყანაში. სულ მალე კი CW ახალ ქრისთლის, ელექსსისა და ბლეიქს გაგვაცნობს.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა

კომენტარები