რა ხდება The Fast and the Furious-ის გადასაღებ მოედანზე, ანუ დელისზე
რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისში ავტო და კინომოყვარულებისთვის პატარა სამოთხე მოეწყობა, რადგან ვაჟა-ფშაველას გამზირზე ცნობილ ჰოლივუდურ ფილმს The Fast and the Furious 9-ს იღებენ. უფრო ზუსტად ფილმის 10-წუთიან მონაკვეთს, მაგრამ ესეც საკმარისია იმისთვის, რომ მეტრო დელისის მიმდებარე ტერიტორია გადასაღებ მოედნად იქცეს.
არ შეგეშინდეთ თუკი ღამე აფეთქებების და სროლის ხმა გაგაღვიძებთ. შეეცადეთ არც იმაზე ინერვიულოთ რომ ძილი გაგიტყდებათ. იმაზე იფიქრეთ რომ ჯონ სინას და ვინ დიზელის რბოლების კადრში თქვენი კორპუსი, სადარბაზო და იქვე მიპარკინგებული პრიუსიც შეიძლება გამოჩნდეს.
ფილმს 2020 წლის გაზაფხულზე უნდა ველოდოთ, მაგრამ მანამდე მცირეოდენი სპოილერები შეგვიძლია შემოგთავაზოთ, რომლებიც ვაჟა-ფშაველას გამზირის მაცხოვრებლებმა გადაიღეს.
მზად ხართ?...
ამ ვიდეოების ნახვა ცოტათი უჩვეულოც კია, რადგან ქართული ქუჩების ტრადიცია დაირღვევა და შავი ჯიპების, პრიუსების ან ოპელის ნაცვლად, თბილისში სხვა მარკის ავტომობილების რბოლას ვხედავთ.
ქართველმა მაყურებლებმა უკვე ექსკლუზიურაც ვიცით, რომ ფილმში რბოლასთან ერთად არ მოგვაკლდება ჩხუბის სცენებიც, რითაც ფორსაჟი არანაკლებ ცნობილია. ისიც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თავად ვინ დიზელი გამოჩნდება თბილისის ქუჩებში, რადგან ერთ-ერთი კასკადიორის სილუეტი ამ ვიდეოში მსახიობს ძალიან ჰგავს.
დამეთანხმებით, რბოლაზე არანაკლებ უცნაური სანახავია ისიც, რომ ვაჟა-ფშაველას გამზირზე ორმხრივი მოძრაობაა.
როგორც ხედავთ გადასაღებ მოედანზე სხვადასხვა ტიპის ჯავშანტექნიკას იყენებენ. ამიტომაც თბილისის ქუჩებში გამოჩენილი საფრენი აპარტი მოსახლეობას აღარ უკვირს.
გადაღებები 27 აგვისტომდე გაგრძელდება, შესაბამისად ქუჩები ამ დრომდე იქნება გადაკეტილი როგორც ავტომობილებისთვის, ასევე, ფეხითმოსიარულეებისთვის.
ფილმს პროგრამა გადაიღე საქართველოს ფარგლებში იღებენ. ფორსაჟის საქართველოში გადაღება ჰოლივუდის მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტის დროს გადაწყდა. საქართველოში ჰოლივუდური ფილმის გადაღებისთვის მაქსიმუმ 31,4 მილიონი ლარი (31 358 162 ლარი) უნდა დაიხარჯოს. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაში წერია, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს. განკარგულება 10 ივლისით თარიღდება.პროფესიული საჰაერო ფოტო და ვიდეო გადაღების წარმოების მიზნით, უცხოურმა ოპერატორმა, XM2 UK LIMITED-მა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, უპილოტო საჰაერო ხომალდების სავალდებულო რეგისტრაციის პროცესი გაიარა და გადაღებებისთვის საქართველოში 8 უპილოტო საჰაერო ხომალდიც დარეგისტრირდა.
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
კომენტარები