ქალს, რომელსაც დედამთილი ფულის მოპარვაში ადანაშაულებდა, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას სასჯელის ზომად 3 წლის გამოსაცდელი ვადით პირობითი მსჯავრი შეეფარდა.

საუბარია 5 000 ლარის მოპარვაზე. მსჯავრდებულმა დანაშაული აღიარა. ადვოკატის ცნობით, ნივთმტკიცებად ამოღებულია მოპარული ფული, რომელიც დაზარალებულს დაუბრუნდება.