ირაკლი კუპრაძე

ირაკლი კუპრაძე

19 Jun. 2026, 14:30

რამდენიმე წუთის წინ ივანიშვილის და მურუსიძის სასამართლომ საქართველოს 7 მოქალაქეს მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 წლით. ეს 7 მოქალაქე არის იმ პროვოკაციის მსხვერპლი, რომელიც ანტიქართულმა ოცნებამ და ივანიშვილმა დაგეგმეს. ივანიშვილის გუნდი შუასაუკუნეობრივი შურისძიების მეთოდებით ცდილობს, რომ საკუთარი ინტერესები გაატაროს. მისი მიზანია უახლოეს მომავალში გაავსოს ტყვეების კალათა, რომლითაც შემდეგ უნდა ივაჭროს მხოლოდ და მხოლოდ

პერსონალური მერკანტილური ინტერესების დასაცავად. ივანიშვილს არ ანაღვლებს არაფერი, გარდა საკუთარი ფინანსების უსაფრთხოებისა.

მაშინ, როცა მთელი დასავლური სამყარო ჩამოყალიბებულია იმაზე, რომ ივანიშვილი, მურუსიძის სასამართლო და მას დაქვემდებარებული პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი პროკურატურა აკეთებს მხოლოდ ივანიშვილის საქმეს და მომავლის პროგნოზი აჩვენებს იმას, რომ მოსალოდნელია პერსონალური პასუხისმგებლობების დაკისრება მათ შორის სანქციების სახით ივანიშვილზე, ივანიშვილი დაკავებულია შუასაუკუნეობრივი შურისძიებით — ტყვეთა სყიდვით, რაც მოქალაქეების წინააღმდეგ გადადგმული უმძიმესი დანაშაულია.

ამ 7 მოქალაქისთვის თავისუფლების აღკვეთა, მათი საპატიმროში გამოკეტვა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, იმით, რომ ისინი არ აღიარებენ პროკურატურის და მურუსიძის სასამართლოს მიერ შეთავაზებულ მძიმე ბრალდებებს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის დავალება, რომელსაც ასრულებს ერთი მხრივ ძალადობრივი, დანაშაულებრივი პროკურატურა, რომელმაც არ გამოიძია არც ერთი თავდასხმა საქართველოს მოქალაქეებზე, ჟურნალისტთა კორპუსზე, სამოქალაქო სექტორზე — ამის პარალელურად მურუსიძის სასამართლო ადებს საბოლოო ბეჭედს იმ უკანონობას, ძალადობას, რაც ივანიშვილმა და ანტიქართულმა "ოცნებამ" დააკანონა.

სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა ყველა პოლიტიკურ პატიმარს! სრული მხარდაჭერა მათ შორის იმ მოქალაქეებს, რომლებიც არიან დევნის მსხვერპლნი მურუსიძის სასამართლოს და ივანიშვილის ძალადობრივი პოლიტიკის მიერ!

ჩვენ გვაქვს ერთადერთი შესაძლებლობა, რომ საზოგადოების ერთობით, ჩვენი აქტიური თანამშრომლობით დასავლელ პარტნიორებთან, ვამხილოთ ივანიშვილის რეპრესიული რეჟიმი და ყველას მოუწიოს პასუხისგება იმ დანაშაულებზე, რაც ხდება დღეს სასამართლო დარბაზებში, რაც ხდება პროკურატურის ოფისებში იმიტომ, რომ ერთადერთი რამ, რაც ივანიშვილს აშინებს არის მისი პერსონალური პასუხისმგებლობა, რასაც ვერ გაექცევა! ეს დანაშაულებრივი კასტა აუცილებლად აგებს პასუხს პერსონალურად ივანიშვილის ხელმძღვანელობით. შეუძლებელია ეს უკანონობა დარჩეს პასუხგაუცემელი!

"ლელო — ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მოსამართლე გიორგი გელაშვილის განაჩენს ეხმაურება, რომელმაც 7 პირი დამნაშავედ ცნო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  3. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  4. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა

ახალი ფუნქციის, Intelligent UI-ს (გონიერი სამომხმარებლო ინტერფეისი), დამსახურებით ChatGPT-ში ბევრად მეტი ვიზუალი…