რატომ უხვრეტდნენ ჩვენი წინაპრები ერთმანეთს თავის ქალებს
პრეისტორიული პერიოდის დიდი ნაწილის განმავლობაში ჩვენი წინაპრები დედამიწის სხვადასხვა წერტილში ტრეპანაციას ასრულებდნენ. ესაა უხეში ქირურგიული ჩარევა, რომლის დროსაც ცოცხალი ადამიანის თავის ქალა იხვრიტება ან ბურღვით, ან ძვლის ფენების ბასრი ინსტრუმენტებით ჩამოთლა-ჩამოფხეკის გზით.
მსოფლიოს მასშტაბით არქეოლოგიურმა გათხრებმა ათასობით ისეთი თავის ქალა გვაპოვნინა, რომლებზეც ტრეპანაციის კვალი შეინიშნება. აშკარაა, რომ ჩვენი წინაპრები ამ პრაქტიკას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, მაგრამ მეცნიერები ვერ შეთანხმებულან, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ეს პროცედურა.
XX საუკუნეში აფრიკასა და პოლინეზიაში ჩატარებულ ტრეპანაციებზე შეგროვებული ანთროპოლოგიური მონაცემები გვაფიქრებინებს, რომ - ამ შემთხვევების დროს მაინც - პროცედურას ნევროლოგიური დარღვევების ან თავის ქალის ტრავმით გამოწვეული ტკვილის შესამსუბუქებლად იყენებდნენ.
შესაძლოა, ტრეპანაცია პრეისტორიულ ხანაშიც ამავე მიზნით გამოიყენებოდა. მართლაც, ბევრი გაბურღული თავის ქალა ატარებს ტრავმისა და ნევროლოგიური დარღვევის ნიშნებს - ხშირად სწორედ იმ რეგიონებში, სადაც ტრეპანაციული ხვრელია გაკეთებული. მაგრამ გარდა სამკურნალო მიზნებისა, მკვლევრები დიდი ხანია ეჭვობენ, რომ ტრეპანაციას ჰქონდა სხვა დანიშნულება; კერძოდ კი - სარიტუალო.
ტრეპანაციული პრაქტიკის პირველი უტყუარი ნიშნები, დაახლოებით, 7 000 წლით თარიღდება. იგი სრულდებოდა ისეთ განსხვავებულ ადგილებში, როგორებიცაა ძველი საბერძნეთი, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა, აფრიკა, პოლინეზია თუ შორეული აღმოსავლეთი. სავარაუდოდ, ამ რეგიონებში ტრეპანაციის პრაქტიკა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა.
ბევრმა კულტურამ ტრეპანაციის შესრულება შუა საუკუნეების მიწურულს შეწყვიტა, მაგრამ პოლინეზიისა და აფრიკის რამდენიმე იზოლირებულ ნაწილში პრაქტიკა ადრეულ 1900-იან წლებამდე შემორჩა.
ტრეპანაციის თემაზე შესრულებულ პირველ მეცნიერულ კვლევებში, რომლებიც XIX საუკუნეში გამოქვეყნდა, გამოითქვა ვარაუდი, რომ მას ასრულებდნენ როგორც საინიციაციო რიტუალის ნაწილს ან იმისათვის, რათა სულებს სხეულში შესვლა ან გამოსვლა შეძლებოდათ. თუმცა, ამ ჰიპოთეზის გამამყარებელი სამხილები რთული საპოვნელია. ამასთან, თითქმის შეუძლებელია ტრეპანაციის სამკურნალო მიზნებისთვის გამოყენების ვერსიის სრულად უარყოფა, რადგან ტვინის ზოგიერთი პათოლოგია სულაც არ ტოვებს კვალს თავის ქალაზე.
მიუხედავად სიძნელისა, რუსეთის ერთ პატარა კუთხეში არქეოლოგებმა ტრეპანაციის სარიტუალო დანიშნულებით გამოყენების დღეისათვის საუკეთესო მტკიცებულებას მიაგნეს.
ამბავი 1997 წელს იწყება, როდესაც არქეოლოგიური გათხრები რუსეთის უკიდურეს სამხრეთში, დონის როსტოვის მახლობლად, შავი ზღვის ჩრდილოეთით არსებულ პრეისტორიულ სასაფლაოზე იწარმოებოდა.
ეს ადგილი 20 განცალკევებულ საფლავში განაწილებულ 35 ადამიანის ჩონჩხის ნაწილებს ინახავდა. დაკრძალვის სტილმა არქეოლოგები მიახვედრა, რომ ნაპოვნი ნაშთები ეკუთვნოდა ძვ.წ. 5 000 წლიდან ძვ.წ. 3 000 წლამდე პერიოდს, რომელსაც ენეოლითის, ან სპილენძის ხანის სახელით ვიცნობთ.
ერთ-ერთი საფლავი ხუთი ზრდასრულის - ორი ქალისა და სამი კაცის - და დაახლოებით ერთიდან ორ წლამდე მცირეწლოვნისა და მოზარდი გოგოს ჩონჩხებს შეიცავდა.
პრეისტორიული ხანის ერთ საფლავში რამდენიმე ჩონჩხის არსებობა მოულოდნელი აღმოჩენა არ არის. მაგრამ მათი თავის ქალების მდგომარეობა კი ნამდვილად უჩვეულო იყო: ორ ქალს, ორ კაცს და თინეიჯერ გოგოს ტრეპანაციის შრამები ეტყობოდათ. მათგან თითოეულის თავის ქალას რამდენიმე სანტიმეტრისა და უხეშად ელიფსოიდური ფორმის ერთადერთი ხვრელი აღენიშნებოდა, რომლის კიდეებზეც აფხეკის კვალი შეინიშნებოდა. მესამე კაცის თავის ქალა მცირე ღრმულს შეიცავდა, თუმცა ბოლომდე გახვრეტილი არ იყო. მხოლოდ ჩვილის თავის ქალა გახლდათ ხელშეუხებელი.
საფლავში აღმოჩენილი ნეშტების ანალიზი დაევალა ელენა ბატიევას, დონის როსტოვში მდებარე სამხრეთ ფედერალური უნივერსიტეტის ანთროპოლოგს. მან მაშინვე შენიშნა, რომ ხვრელები ტრეპანაციის კვალი უნდა ყოფილიყო და მალევე მიხვდა, რომ ერთობ უჩვეულო შემთხვევას აკვირდებოდა.
ყველა ტრეპანაცია თითქმის ერთ ადგილას იყო შესრულებული: თავის ქალის იმ წერტილში, რომელსაც ობელიონი ეწოდება. ობელიონი თავის ქალის უკანა ზედა ნაწილშია მოთავსებული; ეს დაახლოებით ის ადგილია, სადაც პონის კუდის სახელით ცნობილი ვარცხნილობა იკვრება.
დღემდე აღმოჩენილი ტრეპანაციებიდან ერთ პროცენტზე ნაკლები მდებარეობს ობელიონის წერტილში. ბატიევამ ისიც იცოდა, რომ ასეთი ტრეპანაციები უძველეს რუსეთში კიდევ უფრო დიდი იშვიათობა იყო. იმდროინდელი მონაცემებით, ობელიონთან ტრეპანაციის ერთადერთი შემთხვევა 1974 წელს ეპოვათ არქეოლოგიურ ველზე, რომელიც საეჭვოდ ახლოს მდებარეობდა ბატიევას შესწავლის ობიექტთან.
ობელიონზე შესრულებული ტრეპანაციის ერთი შემთხვევის აღმოჩენაც კი ღირშესანიშნავი ფაქტი იქნებოდა. მაგრამ ბატიევამ ხუთი იპოვა, თან ყველა მათგანი ერთ საფლავში იყო დამარხული. ასეთი რამ არც იქამდე და არც იმის მერე არასდროს მომხდარა.
არსებობს კარგი მიზეზი, რატომაც ობელიონზე შესრულებულ ტრეპანაციას ასე იშვიათად პოულობენ: ის ძალიან სახიფათოა. ობელიონი მდებარეობს საგიტალური სინუსის ზემოთ, ტვინიდან წამოსულ მთავარ ვენებში გამავალი სისხლის დაგროვების წერტილში. ამ ადგილას თავის ქალის გახსნა სისხლდენისა და გარდაცვალების მაღალი რისკის შემცველია.
ზემოთ აღნიშნული იმაზე მიგვანიშნებს, რომ სპილენძის ხანაში რუსეთის ტერიტორიაზე მკვიდრებს მსგავსი ტრეპანაციური პროცედურის ჩასატარებლად ძლიერი მიზეზი დასჭირდებოდათ. ამ დროს კი აღმოჩენილი თავის ქალებიდან არცერთს აღენიშნებოდა ტრავმა ან ავადმყოფობა.
სხვა სიტყვებით, როგორც ჩანს, ტრეპანაცია ამ ადამიანებს სრულიად ჯანმრთელ მდგომარეობაში ჩაუტარდათ. შესაბამისად, გაჩნდა კითხვა, მათი ტრეპანაცია გარკვეული რიტუალის ნაწილი ხომ არ იყო.
ეს ნამდვილად დამაინტრიგებელი ვარაუდი გახლდათ. მაგრამ ბატიევას მისი განვრცობის საშუალება არ მიეცა. მას სამხრეთ რუსეთის ტერიტორიაზე ნაპოვნი უამრავი ჩონჩხი ჰქონდა გასაანალიზებელი და რამდენიმე ჩონჩხის უჩვეულობის კვლევას, რაგინდარა ენიგმატური ყოფილიყო ეს უჩვეულობა, დროს ვერ დაახარჯავდა.
თუმცა სანამ საბოლოოდ მიატოვებდა კვლევას, ბატიევამ რუსეთის გამოუქვეყნებელ არქეოლოგიურ მონაცემებში ჩაიხედა იმ იმედით, რომ ობელიონზე ჩატარებული ტრეპანაციის გაუხმაურებელ შემთხვევებს წააწყდებოდა. მისდა გასაოცრად, იპოვა კიდეც ორი ასეთი თავის ქალა, რომლებიც ახალგაზრდა ქალებს ეკუთვნოდათ. ისინი წლების წინ აღმოეჩინათ - ერთი 1980 წელს, ხოლო მეორე 1992-ში. ორივე მათგანი დონის როსტოვიდან 50 კილომეტრის მოშორებით ამოეღოთ მიწიდან და არცერთი მათგანი იძლეოდა მინიშნებას, რომ ობელიონზე ტრეპანაცია სამკურნალო მიზნებით ჰქონდათ ჩატარებული.
ამგვარად, ბატიევას ხელში რვა უჩვეულო თავის ქალა აღმოჩნდა, თითოეული მათგანი სამხრეთ რუსეთის პატარა რეგიონში იყო ნაპოვნი და დაახლოებით ერთი პერიოდით თარიღდებოდა. დეკადის შემდეგ ახალი მტკიცებულებებიც გამოაშკარავდა.
2011 წლისათვის არქეოლოგიის საერთაშორისო გუნდი 137 თავის ქალას აანალიზებდა. ისინი სპილენძის ხანის დროინდელ სამარხებში, დონის როსტოვიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 500 კილომეტრში, სტავროპოლის მხარეში, საქართველოს თანამედროვე საზღვართან იპოვეს.
არქეოლოგები ტრეპანაციების შემთხვევათა აღმოჩენას არ ცდილობდნენ. მათი ამოცანა რეგიონში მცხოვრები პრეისტორიული ადამიანების ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესწავლა იყო. თუმცა, მათ გასაოცრად, 137 თავის ქალადან ცხრას თვალშისაცემი სიდიდის ხვრელი აღმოაჩნდა.
ხუთი მათგანი ტრეპანაციის სტანდარტული შემთხვევა იყო. ხვრელები თავის ქალის წინა და გვერდითა ნაწილების სხვადასხვა წერტილში იყო შესრულებული და მათ ფიზიკური ტრავმაც აღენიშნებოდათ - ეს კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ტრეპანაციები ამ დაზიანებების სამკურნალოდ ჩატარდა. მაგრამ დანარჩენ ოთხ თავის ქალაზე ავადმყოფობისა თუ დაზიანების კვალი არ აღმოუჩენიათ. რაც მთავარია, ოთხივე მათგანზე ტრეპანაცია ზუსტად ობელიონის თავზე იყო ჩატარებული.
სრულიად შემთხვევით, ერთ-ერთ მკვლევარს, ჯულია გრესკის - გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის ანთროპოლოგს - ბატიევას ის ნაშრომი წაეკითხა, სადაც ის დონის როსტოვში აღმოჩენილ უცნაურ ტრეპანაციებზე საუბრობდა.
მას შემდეგ გრესკი, ბატიევა და სხვა არქეოლოგები სამხრეთ რუსეთში ნაპოვნი თორმეტივე უჩვეულო ტრეპანაციის შესასწავლად გაერთიანდნენ. მათი კვლევა 2016 წლის აპრილში გამოქვეყნდა ფიზიკური ანთროპოლოგიის ამერიკულ ჟურნალში.
სადაც უნდა აღმოჩენილიყო ეს თავის ქალები, მაინც გასაოცარი მიგნება იქნებოდა. მაგრამ ის ფაქტი, რომ ყველა მათგანი რუსეთის ერთ პატარა კუთხეში იპოვეს, მათ შორის გარკვეული კავშირის არსებობის ეჭვს აძლიერებს. ასეთი კავშირის არარსებობის შემთხვევაში, ამ უჩვეულო არტეფაქტების ერთ ადგილას თავმოყრის ალბათობა უკიდურესად მცირე იქნებოდა.
მიუხედავად ამ ვარაუდის დასაბუთების სირთულისა, გრესკის, ბატეივას და მათი კოლეგების აზრით, თავის ქალების ერთ ტერიტორიაზე არსებობა, შეიძლება, იმაზე მიუთითებდეს, რომ სამხრეთ რუსეთი სარიტუალო ტრეპანაციის ცენტრი იყო.
მოსკოვის რუსეთის მეცნიერების აკადემიის თანამშრომელი, მარია მედნიკოვა, რუსეთში აღმოჩენილი ტრეპანირებული თავის ქალების ექსპერტია. მისი აზრით, სიცოცხლისთვისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო წერტილებში ტრეპანაციები იმიტომ ტარდებოდა, რომ ადამიანები გარკვეული ტრანსფორმაციის მიღწევას ცდილობდნენ. ის ვარაუდობს, რომ პრეისტორიული ხანის მკვიდრთა აზრით ამ ადგილებში ტრეპანაცია ინდივიდს ჩვეულებრივი ადამიანებისთვის მიუწვდომელ, უნიკალურ უნარებს ანიჭებდა.
სამწუხაროდ, ჩვენ მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეგვიძლია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ჩაუტარდა ამ თორმეტ, დიდი ალბათობით ჯანმრთელ, ადამიანს ტრეპანაცია სახიფათო წერტილებში. მაგრამ თავად ტრეპანაციის ხვრელების წყალობით ჩვენ გასაოცრად ბევრი ინფორმაციის მიღება შეგვიძლია ოპერაციაგადატანილი ადამიანების ბედზე.
თორმეტიდან ერთ-ერთი თავის ქალა ეკუთვნის 25 წელზე ნაკლები ასაკის ქალს, რომელიც დონის როსტოვის ველის მახლობლად დაასაფლავეს. მის თავის ქალას შეხორცების კვალი არ აღენიშნებოდა, რაც გვავარაუდებინებს, რომ ტრეპანაციის ჩატარებიდან მალევე გარდაიცვალა.
თუმცა სხვა შემთხვევები გვარწმუნებს, რომ ამ თავის ქალების მფლობელები ოპერაციას გადაურჩნენ. მკვლევრებმა ხვრელის კიდეებზე შეხორცების ნიშნები აღმოაჩინეს - თუმცა ძვალი ბოლომდე არ გამთლიანებულა.
სამი თავის ქალა მცირედი შეხორცების ნიშნებს ატარებს, რაც მიგვანიშნებს, რომ მათმა მფლობელებმა ოპერაციიდან კიდევ ორიდან რვა კვირის განმავლობაში იცხოვრეს. ამ ინდივიდებიდან ორი 20-დან 35 წლამდე ასაკის ქალია. მესამე კი 50-70 წლის მოხუცია, რომლის სქესიც დაუდგენელია.
დანარჩენ რვა თავის ქალაზე შეხორცების პროცესი უფრო წარმატებულად წარიმართა. გამომდინარე იმ ცოდნიდან, რაც ძვლის შეხორცებაზე დაგვიგროვდა, ამ ინდივიდებს ოპერაციიდან, სულ მცირე, ოთხ წელიწადს უნდა ეცხოვრათ. ამ რვა პირიდან ხუთი სწორედ ის ადამიანი იყო, 20 წლის წინ დონის როსტოვის მასობრივ საფლავზე მუშაობისას ბატიევას ყურადღება რომ მიიპყრო. ორი კაცი, ორი ქალი და ერთი ახალგაზრდა გოგო ობელიონზე ჩატარებულ ტრეპანაციას გადაურჩა. გოგო გარდაცვალების მომენტში 14-16 წლისა იქნებოდა, ხოლო ტრეპანაცია არაუმეტეს 12 წლის ასაკში უნდა ჩატარებოდა.
ცხადია, ბოლომდე მაინც არაა გამორიცხული, რომ ტრეპანაციამდე თორმეტივე მათგანი თავის დაზიანებითა თუ ავადმყოფობით იტანჯებოდა. და თუ ასეა, მაშინ ტრეპანაციას რვა ინდივიდი წარმატებით განუკურნავს.
მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ ბატიევა და მისი კოლეგები არ შემცდარან და ამ ადამიანებს ტრეპანაცია სარიტუალო მიზნებით ჩაუტარდათ. თუ ეს მართალია, შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რა ტიპის სარგებელი მიიღეს - ან დაიჯერეს, რომ მიიღეს - მათ დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში.
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი შსს-ს განცხადებას ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი შსს-ს განცხადებას ეხმაურება
-
გადახედვაშსს პარლამენტთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს შსს პარლამენტთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაჰერჩინსკი: უნდა დავარღვიოთ გენდერული ძალადობის გარშემო არსებული დუმილი და სტიგმა ჰერჩინსკი: უნდა დავარღვიოთ გენდერული ძალადობის გარშემო არსებული დუმილი და სტიგმა
-
გადახედვა"ამოიღე ხმა! დაიბრუნე ხმა" — 24 ნოემბერს დაანონსებული აქცია-მსვლელობების განრიგი "ამოიღე ხმა! დაიბრუნე ხმა" — 24 ნოემბერს დაანონსებული აქცია-მსვლელობების განრიგი
-
გადახედვამშრალ შიმშილობაზე მყოფი ისაკო დევიძე "ვივამედიდან" კვლავ ზაჰესის იზოლატორში დააბრუნეს მშრალ შიმშილობაზე მყოფი ისაკო დევიძე "ვივამედიდან" კვლავ ზაჰესის იზოლატორში დააბრუნეს
-
გადახედვარა ეღირება ლარი უქმეებზე? რა ეღირება ლარი უქმეებზე?
-
გადახედვა"ხელვაჩაურის მერიის თანამდებობის პირებმა მცემეს, შემაფურთხეს, დამემუქრნენ" – მოქალაქეზე ძალადობის გამო ამ დრომდე არავინ დასჯილა. "ხელვაჩაურის მერიის თანამდებობის პირებმა მცემეს, შემაფურთხეს, დამემუქრნენ" – მოქალაქეზე ძალადობის გამო ამ დრომდე არავინ დასჯილა.
-
გადახედვა25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს 25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს
-
გადახედვაMEGOBARI Act-ის წარმდგენი ჯო უილსონი კონგრესში საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატია MEGOBARI Act-ის წარმდგენი ჯო უილსონი კონგრესში საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატია
-
გადახედვათბილისში ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციისადმი მიძღვნილი გამოფენა წითელი საღებავებით გადაღებეს თბილისში ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციისადმი მიძღვნილი გამოფენა წითელი საღებავებით გადაღებეს
-
გადახედვაირაკლი კუპრაძე: "ძლიერ საქართველოს" მიღებული აქვს გადაწყვეტილება სიების ჩახსნაზე და მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით ირაკლი კუპრაძე: "ძლიერ საქართველოს" მიღებული აქვს გადაწყვეტილება სიების ჩახსნაზე და მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით
-
გადახედვალაშა ბაქრაძე: ხვალ იქნება რეგიონებიდანაც აქტივობა და, მით უმეტეს, ზეგ ლაშა ბაქრაძე: ხვალ იქნება რეგიონებიდანაც აქტივობა და, მით უმეტეს, ზეგ
-
გადახედვასაზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები 23-24-25-26 ნოემბერს ევროპასა და აშშ-ში საპროტესტო აქციებს გამართავენ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები 23-24-25-26 ნოემბერს ევროპასა და აშშ-ში საპროტესტო აქციებს გამართავენ
-
გადახედვაგმირთა მოედანზე მოძრაობა გადაიკეტა გმირთა მოედანზე მოძრაობა გადაიკეტა
-
გადახედვათსუ-სთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე მსვლელობით მივიდნენ და კარვების გაშლა დაიწყეს თსუ-სთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე მსვლელობით მივიდნენ და კარვების გაშლა დაიწყეს
-
გადახედვამეუფე შიო: ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სამების ტაძრის მშენებლობაში, მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი მეუფე შიო: ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სამების ტაძრის მშენებლობაში, მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი
-
გადახედვაპაატა ბურჭულაძე: "ოცნება" მარტოა, მათ მათი შვილებიც კი არ უჭერენ მხარს პაატა ბურჭულაძე: "ოცნება" მარტოა, მათ მათი შვილებიც კი არ უჭერენ მხარს
-
გადახედვამეუფე იაკობი: ახლა რომ შეიკრიბნენ, მაქსიმუმ 2 000-3 000 იყვნენ, იმათაც მივმართავ, მიხვდნენ, ნუ მიჰყვებიან ღალატის გზას მეუფე იაკობი: ახლა რომ შეიკრიბნენ, მაქსიმუმ 2 000-3 000 იყვნენ, იმათაც მივმართავ, მიხვდნენ, ნუ მიჰყვებიან ღალატის გზას
-
-
-
გადახედვაპრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართა პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართა
კომენტარები