რა გრძნობაა, როცა იგებ, რომ მალე მოკვდები
პალიატიური მზრუნველობის ცენტრის ექიმები "ეგზისტენციალური გალაწუნების" ფენომენის შესახებ საუბრობენ. ეს არის მდგომარეობა, რომელშიც ადამიანი მას შემდეგ შეიძლება აღმოჩნდეს, რაც გააცნობიერებს, რომ მალე მოკვდება.
ფოტო: Thomas Northcut / Getty
ნესა ქოილი, ექთანი და პალიატიური მკურნალობის ერთ-ერთი პირველი პრაქტიკოსი, ეგზისტენციალურ გალაწუნებას უწოდებს მომენტს, როდესაც მომაკვდავი ადამიანი პირველად მთელი არსებით გაიაზრებს, რომ სიკვდილი ახლოსაა. ბევრი ადამიანი ამ რეალობის პირისპირ მოულოდნელად დგება: "ჩვევა, რომ სიკვდილზე ფიქრი გონებიდან უკუვაგდოთ, ასეთ დროს ძალას კარგავს", - წერს ქოილი, - "ამის შემდეგ თავს ვეღარაფრით მოვიკატუნებთ - ჩვენ უკვე ვიცით, რომ სიკვდილი გვემუქრება".
მწერალი და ჟურნალისტი, ჯენი დიარი, ამ ფენომენის შესახებ პირად ტრაგიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით გვიყვება:
ზუსტად არ ვიცი, რა ეტაპზე შეეჯახა ეგზისტენციალურ კრიზისს დედაჩემი, რომელიც ძუძუს კიბოს მეტასტაზებით გარდაიცვალა. მაგრამ დაახლოებით ვხვდები: პირველადი დიაგნოზის შემდეგ ჩემმა მშობლებმა ერთი დღე მოიცადეს, სანამ მე და ჩემს და-ძმას შეგვატყობინებდნენ. პირველად მე გამაგებინეს. მამაჩემი დიდად მშვიდი ადამიანი არ არის, მაგრამ მან სრულიად აუღელვებლად მითხრა: "დედაშენს ძუძუს კიბო აღმოაჩნდა".
შემდეგ იყო პაუზა და შემდეგ ხმა, რომელიც არ გავდა არც ქვითინს, არც ყვირილს; ეს რაღაც ცხოველური იყო. ახლაც არ ვიცი, ვისგან წამოვიდა ეს ხმა, დედისგან თუ მამისგან.
ვფიქრობ, სწორედ ეს იყო მისი - და მათი - ეგზისტენციალური გალაწუნების მომენტი.
ქოილის დაკვირვებით, სასიკვდილო დიაგნოზის მქონე პაციენტებისათვის საკუთარი მდგომარეობის გააზრება პიროვნულ კრიზისს იწვევს. მკვლევრებმა ამ მდგომარეობას სხვადასხვა სახელი უწოდეს: სიკვდილის გაცნობიერების კრიზისი; ეგზისტენციალური გარდატეხის წერტილი ან ეგზისტენციალური კრახი; ეგოს გაჟრჟოლება. ეს, ჩვეულებრივ, ზუსტად იმ დროს გემართება, როგორც დედაჩემის შემთხვევაში მოხდა - მას მერე მალევე, რაც ექიმები ამ ამბავს შეგატყობინებენ. ექიმები სხეულში მიმდინარე პროცესებზე ფოკუსირდებიან: შენ განუკურნებელი დაავადება გაქვს; შენი გული დასუსტებულია; შენი ფილტვები ვეღარ ფუნქციონირებენ. მაგრამ პირველადი ეფექტი ყოველთვის ფსიქოლოგიურია. გერი როდინი, პალიატიური მკურნალობის სპეციალისტი, რომელიც როგორც შინაგანი, ასევე ფსიქიატრიული მედიცინის ექსპერტია, დაავადების ამ ემოციურ და სოციალურ ეფექტს პირველ ტრავმას უწოდებს.
ფოტო: Bianca Bagnarelli
ამ ტრავმას ფესვები, შესაძლოა, ნაწილობრივ კულტურაშიც ჰქონდეს გადგმული. ადამიანთა უმრავლესობა ინტელექტუალურ დონეზე აცნობიერებს, რომ სიკვდილი გარდაუვალია, ამბობს ვირჯინია ლი, ონკოლოგიურ პაციენტებთან მომუშავე ექთანი, თუმცა, "დასავლურ კულტურაში მაინც, ჩვენ გვგონია, რომ სამუდამოდ ვიცოცხლებთ". ბოლო სტადიის კიბოს მქონე პაციენტები ხშირად ეუბნებიან მას, რომ სიკვდილზე ყოველთვის ისე ფიქრობდნენ, როგორც რაღაცაზე, რაც მხოლოდ სხვა ადამიანებს ემართებათ - ეს მას შემდეგ იცვლება, რაც საკუთარ დიაგნოზს გაიგებენ. "ონკოლოგიური პაციენტებისაგან მსმენია, რომ შენი ცხოვრება იმ წამიდან სხვაფერდება, როგორც კი ექიმი ან ონკოლოგი შეგატყობინებს, რომ კიბოს დიაგნოზი დადასტურდა", - ამბობს ის.
ქოილი აღნიშნავს, რომ მოკვდაობასთან პირისპირ შეხვედრის შოკი არაა აუცილებელი, რომ ამ სიტყვების მოსმენისთანავე დაგატყდეს თავს. შეიძლება, სარკეში ჩახედვისას მოულოდნელად გააცნობიერო, რომ უჩვეულოდ გახდი ან შეამჩნიო, რომ შენი ტანსაცმელი ადრინდელივით ვეღარ გერგება. "გააზრება მაინცდამაინც სიტყვიერი დადასტურებისას არ ხდება; არ არის აუცილებელი, ამის შესახებ სხვა ადამიანისგან მოისმინო", - ამბობს ქოილი, - "შეიძლება, ეს შინაგანად იგრძნო ან სხვა ადამიანების თვალებში ამოიკითხო".
ე. მანსელ პატისონი, ერთ-ერთი პირველი ფსიქიატრი, რომელმაც მომაკვდავი ადამიანების ემოციებსა და რეაქციებზე დაიწყო წერა, საკუთარ ნაშრომში, მომაკვდავთა გამოცდილება, ხსნის, მოსალოდნელი სიკვდილის გაცნობიერების შემდეგ რატომ იცვლება რადიკალურად ადამიანის შეხედულებები საკუთარ თავზე: "ყოველი ჩვენგანი პოტენციურად ცხოვრების ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოვკვდეთ. ამასთან, ყოველი ჩვენგანი ჩვენი ცხოვრების ტრაექტორიას წარმოვიდგენთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული მოლოდინი იმისა, თუ რამდენ ხანს ვიცოცხლებთ და ცხოვრებასაც ამის მიხედვით ვგეგმავთ. შემდეგ კი, სრულიად მოულოდნელად, შესაძლოა, კრიზისის პირისპირ აღმოვჩნდეთ... რაიმე დაავადების ან უბედური შემთხვევის შედეგად ჩვენი ცხოვრების წინასწარ დაგეგმილი ტრაექტორია მთლიანად იცვლება".
ფოტო: Sooyeonbae / Fiverr
ამ კრიზისის დროს ადამიანები დეპრესიას ან იმედგაცრუებას ან ბრაზს განიცდიან, ზოგი კი -სამივეს ერთად. ისინი გლოვობენ. ისინი ცხოვრების არსის დაკარგვის საფრთხეს ებრძვიან. ადამიანის მთლიანი რწმენითი სისტემა, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, რადგან "დაავადების აღმოჩენის შემდეგ მათი ცხოვრების პრაქტიკულად ყველა ასპექტი დაავადებითა და მასთან გამკლავებით იქნება განსაზღვრული", - წერს ლი. დანიელების მიერ 2011 წელს ჩატარებულ მცირემასშტაბიან კვლევაში პაციენტები, რომლებსაც საყლაპავი მილის განუკურნებელი სიმსივნე აღმოაჩნდათ, აცხადებდნენ, რომ დიაგნოზის შემდეგ მათი ცხოვრება, თითქოს, კონტროლიდან გამოვიდა. მათთვის გაურკვეველი იყო, რით დაიმსახურეს ეს ფატალური დიაგნოზი და თავს უიმედოდ და სასოწარკვეთილად გრძნობდნენ. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, "აღარაფერი მადარდებდა. მე, უბრალოდ, დავნებდი".
1970-იან წლებში ჰარვარდის ორმა მკვლევარმა, ეივერი უაისმანმა და ჯეი უილიამ უორდენმა, მსგავსი ეგზისტენციალური კრიზისის შესახებ ფუნდამენტური კვლევა ჩაატარა. ახლადდიაგნოზირებული კიბოს მქონე პაციენტები, რომლებსაც ექიმები, სულ მცირე, სამი თვის სიცოცხლეს უწინასწარმეტყველებდნენ, მკვლევრებმა რამდენიმე სხვადასხვა ეტაპზე გამოკითხეს. თავდაპირველად, კვლევაში მონაწილე თითქმის ყველა პაციენტისთვის ეგზისტენციალური საზრუნავი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე - დაავადების ფიზიკურ ასპექტებთან გამკლავება. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ გაცნობიერების პროცესი, მართალია, მტკივნეული იყო, მაგრამ შედარებით სწორხაზოვანად და სწრაფად ვითარდებოდა - ეს ფაზა ორიდან სამ თვემდე გრძელდებოდა. რამდენიმე პაციენტისთვის კრიზისმა ხანგრძლივი ფსიქოლოგიური პრობლემები გააღვიძა ან გამოიწვია. ზოგიერთმა თავიდან კრიზისს თითქოს თვალი კი გაუსწორა, მაგრამ შემდეგ უარყოფის სტადიას დაუბრუნდა და მერე კიდევ უკან, კრიზისის ფაზამდე დაიხია - ზოგჯერ არაერთხელაც. მკვლევარები აღწერენ პაციენტსაც, რომელმაც დიაგნოზის გაგების შემდეგ ინტერვიუერებს განუცხადა, რომ არ იცოდა, რა სჭირდა - შემდეგ კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში დიაგნოზის მიღებით საერთოდ არ იყო დაინტერესებული.
როდინის თქმით, პალიატიური მზრუნველობის ექიმები უწინ ფიქრობდნენ, რომ პაციენტები თავიანთი მდგომარეობის ან უარყოფის სტადიაში იყვნენ ან - მიღების. მაგრამ ახლა ის და მისი კოლეგები მიიჩნევენ, რომ ადამიანები უფრო ხშირად ამ ორ ფაზას მონაცვლეობით და რამდენჯერმე გადიან. "შენ მოსალოდნელი სიკვდილის გაცნობიერებასთან ერთად გიწევს არსებობა და, ამავდროულად, აქტიური ცხოვრების გაგრძელებაც უნდა მოახერხო", - ამბობს ის, - "ვფიქრობთ, რომ მსგავსი დუალიზმის ბალანსირება, რომელსაც ჩვენ ორმაგ ცნობიერებას ვუწოდებთ, ფუნდამენტური ამოცანაა".
ფოტო: Maria Fabrizio / NPR
იმის მიუხედავად, მოახერხებენ თუ ვერა ადამიანები ამ ბალანსის პოვნას, ეგზისტენციალური კრიზისი დიდხანს მაინც არასოდეს გრძელდება; პაციენტებს მწვავე შფოთვის მდგომარეობაში დიდხანს დარჩენა არ შეუძლიათ. ქოილმა პალიატიური მზრუნველობის სფეროში მუშაობისას აღმოაჩინა, რომ ამ კრიზისის მოგვიანებითი გამოძახილები არასოდესაა შოკის პირველი ტალღის სიძლიერის. "მოსალოდნელ სიკვდილს მხოლოდ ერთხელ იაზრებ, ამის შემდეგ ის თქვენი ცნობიერებისთვის ახალ ცოდნას აღარ წარმოადგენს. შესაბამისად, პირველადი ეფექტი ერთჯერადია", - ამბობს ის.
ეგზისტენციალური გალაწუნება მენტალურ ტანჯვას ყოველთვის არ იწვევს. ამასთან, მოკვდავ ადამიანებთან მომუშავე სპეციალისტები ამბობენ, რომ არსებობს იშვიათი შემთხვევები, როდესაც პაციენტები საერთოდ ახტებიან ამ ფაზას ან შედარებით უმტკივნეულოდ გადააქვთ ის. "შეიძლება, რომ ადამიანები გააზრებამდე ეტაპობრივად მივიდნენ", - ამბობს ქოილი, - "არაა აუცილებელი, რომ გაცნობიერების მოულოდნელი შოკი გადაიტანო".
თუმცა უმეტესობისთვის, ლის მიხედვით, იმის გარკვევა, თუ როგორ უნდა შეეგუონ სიცოცხლის მომსწრაფებელ დაავადებასთან ერთად ცხოვრებას, რთული მაგრამ აუცილებელი შემეცნებითი პროცესია. მისივე დაკვირვებით, ეგზისტენციალური კრიზისისგან თავის დაღწევის შემდეგ პაციენტები მეტად ემპათიურები ხდებიან. ისინი, ხშირ შემთხვევაში, სხვების მიმართ უფრო ღრმა თანაგრძნობას იჩენენ და უფრო მადლიერები არიან ცხოვრების იმ ნაწილის, რომელიც დარჩენიათ.
ამ მდგომარეობამდე მისასვლელად მათ უწევთ, თვალი გაუსწორონ ფაქტს, რომ მალე მოკვდებიან. "თუ შენ ყველაფრისაგან გაქცევას ხარ მიჩვეული და რთულ საკითხებზე ფიქრი არ მოგწონს, მსგავსი მიდგომა მუშაობს მაშინ, როცა ცხოვრება კარგად მიგდის", - ამბობს როდინი, - "თუმცა ამ კონკრეტულ სიტუაციაში მსგავსი დამოკიდებულება არ ამართლებს, რადგანაც რეალობა ამის საშუალებას არ გვაძლევს. ეს ემსგავსება თავის მოკატუნების მცდელობას, რომ არ გჭირდება ქოლგა ან არ წვიმს მაშინ, როცა თავსხმაა. ასე მაშინ შეგიძლია მოიქცე, როცა წინწკლავს, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც წვიმასთან ერთად ცხოვრება მოგიწევს".
ამავე თემაზე:
-
რთულია ისეთი მეგობრის დაკარგვა, რომელიც ასე ძალიან გგავს — ჰარი სტაილსი ლიამ პეინზე რთულია ისეთი მეგობრის დაკარგვა, რომელიც ასე ძალიან გგავს — ჰარი სტაილსი ლიამ პეინზე
გადახედვა
-
ეს ცვლილებები, სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე, პირდაპირი თავდასხმაა — რობინ ვაგენერი "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებებზე ეს ცვლილებები, სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე, პირდაპირი თავდასხმაა — რობინ ვაგენერი "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებებზე
გადახედვა
- "რადიო თავისუფლება": პენიტენციურ სისტემაში პატიმართა კვება სისტემატურად და უხეშად ირღვევა "რადიო თავისუფლება": პენიტენციურ სისტემაში პატიმართა კვება სისტემატურად და უხეშად ირღვევა
-
იდეალური შაბათ-კვირა შოპინგისთვის: დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ თბილისი აუთლეტ ვილიჯში იდეალური შაბათ-კვირა შოპინგისთვის: დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ თბილისი აუთლეტ ვილიჯში
-
"რუსთავი 2-ის" ყოფილი გენდირექტორ ვაკო ავალიანის ხელფასი ტელეკომპანიაში თვეში ₾39 000-ზე მეტი იყო "რუსთავი 2-ის" ყოფილი გენდირექტორ ვაკო ავალიანის ხელფასი ტელეკომპანიაში თვეში ₾39 000-ზე მეტი იყო
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში ჩამოვარდნილი დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩამოვარდნილი დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ვახუშტი მენაბდე: შეიძლება (დროებით) ხალხს მოერიო, დაიჭირო, გააქციო, გააჩუმო კიდეც, მაგრამ აღიარება ვერ მიიღო. ვახუშტი მენაბდე: შეიძლება (დროებით) ხალხს მოერიო, დაიჭირო, გააქციო, გააჩუმო კიდეც, მაგრამ აღიარება ვერ მიიღო.
გადახედვა
-
ჯო უილსონი: ქართულმა ოცნებამ, საქართველოს ინფრასტრუქტურა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცა და თავისი ქვეყანა ვალებით მონობაში გაყიდა ჯო უილსონი: ქართულმა ოცნებამ, საქართველოს ინფრასტრუქტურა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცა და თავისი ქვეყანა ვალებით მონობაში გაყიდა
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, ენდრიუ ბეიკერს შეხვდა ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, ენდრიუ ბეიკერს შეხვდა
გადახედვა
-
შეზღუდვები და სასჯელები უპრეცედენტოა რუსეთის, ბელარუსის და აზერბაიჯანისთვისაც კი — საბა ბრაჭველი "გრანტების კანონში" ცვლილებებზე შეზღუდვები და სასჯელები უპრეცედენტოა რუსეთის, ბელარუსის და აზერბაიჯანისთვისაც კი — საბა ბრაჭველი "გრანტების კანონში" ცვლილებებზე
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ბრძოლის ველზე — ახალი სამხედრო რეალობა ირანის კონფლიქტში ხელოვნური ინტელექტი ბრძოლის ველზე — ახალი სამხედრო რეალობა ირანის კონფლიქტში
გადახედვა
-
ქუვეითმა შეცდომით აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავები ჩამოყარა — რა ვიცით ქუვეითმა შეცდომით აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავები ჩამოყარა — რა ვიცით
გადახედვა
-
ჰარი სტაილსის კონცერტს მაყურებელი Netflix-ის ეკრანებზე იხილავს ჰარი სტაილსის კონცერტს მაყურებელი Netflix-ის ეკრანებზე იხილავს
გადახედვა
-
შოტლანდიაში წყლით კრემაცია დაუშვეს — როგორ "იწვის" სხეული ცეცხლის გარეშე შოტლანდიაში წყლით კრემაცია დაუშვეს — როგორ "იწვის" სხეული ცეცხლის გარეშე
გადახედვა
-
პროკურორი: "ექსპერტმა დაადასტურა, რომ გიგა ავალიანი ზუსტად ბრალდებულების მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად გარდაიცვალა" პროკურორი: "ექსპერტმა დაადასტურა, რომ გიგა ავალიანი ზუსტად ბრალდებულების მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად გარდაიცვალა"
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საჩივარი არ დააკმაყოფილა უზენაესმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საჩივარი არ დააკმაყოფილა
გადახედვა
-
მიიღეთ გზავნილი საქართველოს ბანკის მობილბანკში, ნებისმიერ დროს, უკეთესი კურსით მიიღეთ გზავნილი საქართველოს ბანკის მობილბანკში, ნებისმიერ დროს, უკეთესი კურსით
-
სტრიმინგ გიგანტების გაერთიანება — HBO Max და Paramount+ ერთი პლატფორმა გახდება სტრიმინგ გიგანტების გაერთიანება — HBO Max და Paramount+ ერთი პლატფორმა გახდება
გადახედვა
-
თანამედროვე ირანული კინო, მუსიკა და ლიტერატურა თანამედროვე ირანული კინო, მუსიკა და ლიტერატურა
გადახედვა
-
17 მარტს პროკრედიტ ბანკი ქალ მეწარმეებს უმასპინძლებს 17 მარტს პროკრედიტ ბანკი ქალ მეწარმეებს უმასპინძლებს
-
ქვიზი: გადაურჩები თუ ვერა მშობლობის პირველ წელს? ქვიზი: გადაურჩები თუ ვერა მშობლობის პირველ წელს?
კომენტარები