10 რამ, რაც სიკვდილის შესახებ ვისწავლეთ
თუ არ გსურთ, რომ თქვენს სიკვდილზე რაიმე იცოდეთ, ეს სტატია სპოილერად ჩათვალეთ.
საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა კულტურა გამუდმებით ახდენდა სიკვდილის პერსონიფიცირებას, რათა ეს შემზარავი საიდუმლო ნაცნობი სახის მიცემით განეარაღებინა. თანამედროვე მეცნიერებამ კი ბიოლოგიური პროცესების ახსნის გზით განძარცვა სიკვდილი მისტიკურობისგან. ამის მიუხედავად, პასუხგაუცემელი კითხვა ჯერ კიდევ ბერვია. ამ ფენომენის შესწავლა ბედისწერის სისასტიკისთვის თვალის გასწორებას არ ემსახურება, ეს სიცოცხლის გაუმჯობესებისაკენ მიმავალი გზაა.
შავი მოსასხამი. ცელი. გაღრეჯილი ჩონჩხი. დასავლურ კულტურაში ეს არსება სიკვდილის კლასიკურ სახედაა აღიარებული, თუმცა ის ერთადერთი ნამდვილადარ გახლავთ. უძველესი საზოგადოებები სიკვდილს უამრავი გზით ასახიერებდნენ. ბერძნულ მითოლოგიაში სიკვდილის ღმერთი რკინის გულის მქონე ფრთიანი თანატოსი იყო; სკანდინავიურ მითოლოგიაში - ბნელი და განმარტოებული ჰელი; ინდურ ტრადიციებს კი თვალისმომჭრელად მოკაზმული მეფე იამა ამშვენებს.
თანამედროვე მეცნიერებამ სიკვდილის გაპიროვნებას ბოლო მოუღო - მას შავი მოსასხამი შემოხსნა და ის რთული ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური პროცესები აღმოაჩინა, რომლებიც ცოცხლებს მკვდრებისაგან განასხვავებს. თუმცა ამ ახალ აღმოჩენებთან ერთად სიკვდილის ფენომენი, რაღაც კუთხით, კიდევ უფრო ამოუცნობიც კი გახდა.
1. ცნობიერებას სიკვდილის შემდეგაც ინარჩუნებ
ბევრ ჩვენგანს სიკვდილი ძილ-ბურანში გახვევის მსგავს შეგრძნებად წარმოუდგენია. შენი თავი მძიმდება, თვალები ნელა იხუჭება, უკანასკნელი ამოსუნთქვაც და შემდეგ… სიბნელე. წარმოუდგენლად სასიამოვნოდ ჟღერს, არა? სამწუხაროა, მაგრამ სიკვდილი ასე სწრაფად არ მოდის ხოლმე.
ნიუ-იორკის ლენგონის სამედიცინო ცენტრის კრიტიკული მზრუნველობისა და რეანიმაციის კვლევის დირექტორი, ექიმი სემ პარნია სიკვდილის ფენომენს სწავლობს. მისი მოსაზრებით, ჩვენი ცნობიერება გარდაცვალების შემდგომ გარკვეული პერიოდი ჩვენთან რჩება. ეს თავის ტვინის ქერქში - რომელიც ცნობიერებასა და ფიქრზე პასუხისმგებელი ნაწილია - ელექტრო-იმპულსების მუშაობის შედეგია. პროცესი კლინიკური სიკვდილის დაფიქსირებიდან დაახლოებით 20 წამის განმავლობაში გრძელდება.
ვირთხებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მათი ტვინები სიკვდილის შემდგომ წამებში იმდენად აქტიურდება, რომ ჰიპერაქტიურ და ფხიზელ მდგომარეობაშიც კი გადადის. თუ მსგავსი რამ ადამიანებშიც ხდება, ეს ნიშნავს, რომ ტვინი აზროვნების გარკვეულ უნარს სიკვდილის ადრეულ ეტაპებზეც ინარჩუნებს. ამას ასევე იმ პაციენტების მდგომარეობის ახსნაც შეუძლია, რომლებიც სიკვდილს ბეწვზე გადაურჩნენ და იმ პერიოდში მომხდარი ახსოვთ, როდესაც ტექნიკურად მკვდრები იყვნენ.
მაგრამ რა საჭიროა სიკვდილის თანადროული გამოცდილების შესწავლა, თუ ამ მდგომარეობიდან გამობრუნება შეუძლებელია?
"ზუსტად ისე, როგორც, ვთქვათ, სიყვარულის მსგავსი ადამიანური გამოცდილების თვისობრივი ბუნების შესწავლაა მნიშვნელოვანი, ჩვენ ვცდილობთ, გავიაზროთ ის ზუსტი მახასიათებლები, რომლებსაც ადამიანები სიკვდილის დროს განიცდიან, რადგან ჩვენ ვხვდებით, რომ ეს ის უნივერსალური გამოცდილებაა, რომელსაც ვერც ერთი ჩვენგანი ვერ გაექცევა", - ამბობს ექიმი პარნია.
2. ზომბი ტვინები მართლაც არსებობს (გარკვეულწილად)
ცოტა ხნის წინ იელის მედიცინის სკოლის მკვლევრებმა სასაკლაოდან 32 მკვდარი ღორის ტვინი მიიღეს. არა, ეს მაფიზოური სტილის დაშინების ტაქტიკა არ ყოფილა. მეცნიერებმა ამ ტვინების გამოგზავნა თავად ითხოვეს, რათა მათი ფიზიოლოგიური გაცოცხლება ეცადათ.
მკვლევრებმა ტვინები სისხლის მიწოდების ხელოვნურ სისტემას, BrainEx-ს, მიუერთეს. მოწყობილობამ ორგანოებში ხსნარი ისე შეიყვანა, რომ სისხლის მიმოქცევის სიმულაცია შექმნა, რათა ჟანგბადი და მკვებავი ნივთიერებები ინერტულ ქსოვილებამდე მიეტანა.
სისტემამ ტვინები გამოაჯანსაღა და მათი რამდენიმე უჯრედი სიკვდილიდან 36 საათის განმავლობაში "ცოცხალადაც" კი დატოვა. ეს უჯრედები შაქარს მოიხმარდნენ და ამუშავებდნენ. ტვინების იმუნური სისტემებიც უკანვე ჩაირთვნენ და ნიმუშთაგან ზოგიერთმა ელექტრონული სიგნალების გამტარობის უნარიც კი აღიდგინა.
რადგანაც მკვლევრების მიზანს არ წარმოადგენდა, შეექმნათ ცხოველების ფერმა ზომბებთან ერთად, მათ ხსნარში ისეთი ქიმიური ნივთიერებები შეურიეს, რომელიც ცნობიერების გამომხატველ ნერვულ აქტივობას დაბლოკავდა.
მათი რეალური მიზანი ისეთი ტექნოლოგიის შექმნა იყო, რომელიც ტვინისა და მისი უჯრედული ფუნქციების უფრო საფუძვლიანად შესწავლაში დაეხმარებოდათ. ამ გზით კი ჩვენ ტვინის დაზიანებათა და ნეიროდეგენერაციულ მდგომარეობათა სამკურნალოდ ახალი მეთოდების შემუშავება შეგვეძლება.
3. სიკვდილი შენი ზოგიერთი ნაწილისთვის დასასრული სულაც არ არის
სიცოცხლე სიკვდილის შემდეგაც გრძელდება. არა, მეცნიერებას საიქიოს არსებობის მტკიცებულება არ უპოვია და არც ის დაუდგენია, რამდენს იწონის სული. მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცით, რომ ჩვენი გენები სიკვდილის შემდეგაც აგრძელებენ არსებობას.
კვლევა, რომელიც სამეფო საზოგადოების ჟურნალში, Open Biology, გამოქვეყნდა, მკვდარ თაგვებსა და ზებრისებრ თევზებში გენების ექსპრესიას დააკვირდა. აქამდე მკვლევრები არ იყვნენ დარწმუნებულები, სიკვდილის მერე გენის ექსპრესია ნელ-ნელა მცირდებოდა თუ ერთიანად წყდებოდა. ის, რაც მათ აღმოაჩინეს, მართლაც გასაოცარი იყო: ათასზე მეტი გენი სიკვდილის შემდეგ უფრო მეტად აქტიური გახდა. ზოგიერთ შემთხვევაში მსგავსი ექსპრესია 4 დღემდეც კი გაგრძელდა.
"ჩვენ ამას არ ველოდით", - განაცხადა კვლევის ავტორმა და ვაშინგტონის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის პროფესორმა, პიტერ ნოუბლმა, - "წარმოიდგინეთ, ორგანიზმის სიკვდილიდან 24 საათის შემდეგ ნიმუშს იღებ და ხედავ, რომ გენთა ექსპრესია არათუ შეჩერდა, არამედ გაიზარდა კიდეც. ეს ნამდვილად მოულოდნელი აღმოჩენა იყო".
გენის ექსპრესია არა მხოლოდ სტრესსა და იმუნიტეტზე რეაგირებისას, არამედ განვითარებად გენებზეც გამომჟღავნდა. ნოუბლი და კვლევის თანაავტორები ამ ფაქტთან დაკავშირებით ვარაუდობენ, რომ სხეული "ეტაპობრივად ითიშება", რაც იმას ნიშნავს, რომ ხერხემლიანები ნელ-ნელა კვდებიან და არა - ერთიანად.
4. შენი ენერგია არსებობას განარძობს
საბოლოოდ, ჩვენი გენებიც გაქრება და ჩვენგან მხოლოდ თიხა დარჩება. სრული გაუჩინარების პერსპექტივა გულს გიტეხთ, არა? ამაში მარტონი არ ხართ, მაგრამ შეგიძლიათ, იმ ფაქტით დაიმშვიდოთ თავი, რომ თქვენი რაღაც ნაწილი არსებობას სიკვდილის შემდეგაც აგრძელებს. ეს რაღაც ნაწილი კი თქვენი ენერგიაა.
თერმოდინამიკის პირველი კანონის თანახმად, ენერგია, რომელიც ყველა ცოცხალ არსებას კვებავს, არასდროს ნადგურდება. ის გარდაიქმნება. ამის შესახებ კომიკოსი და ფიზიკოსი აარონ ფრიმანი თავის ნაშრომში, ხოტბა ფიზიკოსისგან, ამბობს:
"შენ გინდა, ფიზიკოსმა შენს მოქვითინე დედას თერმოდინამიკის პირველი კანონი შეახსენოს; რომ სამყაროში ენერგია არც არასოდეს იქმნება და არც არასოდეს ნადგურდება. შენ გინდა, დედაშენმა იცოდეს, რომ შენი მთლიანი ენერგია, ყოველი ვიბრაცია, სითბოს ყოველი თერმული ერთეული, ყოველი ნაწილაკის ყოველი ტალღა, რომელიც მისი საყვარელი შვილი იყო, სამყაროში მასთან ერთად რჩება. შენ გინდა, ფიზიკოსმა შენს მოქვითინე მამას უთხრას, რომ კოსმოსურ ენერგიათა შორის შენ იმდენივე გაეცი, რამდენიც მოგეზღო".
5. სიკვდილისპირა გამოცდილება, შესაძლოა, სიზმრის უკიდურესი ფორმა იყოს
სიკვდილისპირა გამოცდილებები მრავალი სახის შეიძლება იყოს. ზოგი თავის სხეულზე ზემოდან ლივლივებს; ზოგი ზებუნებრივ სამყაროში გადადის და გარდაცვლილ ნათესავებს ხვდება; სხვები კი გვირაბის ბოლოს არსებული თეთრი სინათლის კლასიკური სცენარით ტკბებიან. მაგრამ ყველა ამ შემთხვევას ერთი საერთო ფაქტორი აქვს: ჩვენ რეალურად არ ვიცით, რა ხდება.
სამეცნიერო ჟურნალ Neurology-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, სიკვდილისპირა გამოცდილებები ძილ-ღვიძილის ზღვარზე ყოფნის მსგავსია. კვლევამ სიკვდილს გადარჩენილები ასეთი გამოცდილების არმქონე პირებს შეადარა. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ სიკვდილისპირა გამოცდილების მქონე ადამიანებში უფრო ხშირია აქტიური REM ფაზის შემთხვევები. ეს ის მდგომარეობაა, როცა ფხიზელ ცნობიერებაში ძილი იჭრება.
"ადამიანებს, რომლებსაც სიკვდილისპირა მდგომარეობა გამოუცდიათ, შესაძლოა, განვითარებული ჰქონდეთ აქტიური სისტემა, რაც პარადოქსული ძილისკენ მიდრეკილების წინაპირობაა", - განაცხადა კენტუკის უნივერსიტეტის პროფესორმა და კვლევის მთავარმა ავტორმა, კევინ ნელსონმა.
უნდა აღინიშნოს, რომ კვლევას გარკვეული ნაკლები ჰქონდა. თითოეულ ჯგუფში მხოლოდ 55 მონაწილე გამოიკითხა, ხოლო შედეგები მათ მიერ მოყოლილ მტკიცებულებებზე იყო დაფუძნებული. ეს კი ხაზს უსვამს იმ ძირითად სირთულეებს, რომლებიც სიკვდილისპირა მდგომარეობის შესწავლისას არსებობს. ასეთი შემთხვევები იშვიათია და მათი ხელოვნურად გამოწვევა გაკონტროლებულ გარემოშიც კი შეუძლებელია (მსგავსი ექსპერიმენტის შეთავაზებაც კი ნებისმიერი ეთიკის კომიტეტისთვის განგაშის საფუძველი გახდებოდა).
შედეგად ვიღებთ მწირ მონაცემებს, რომელიც ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. თუმცა საეჭვოა, რომ სიკვდილის შემდეგ სული უპრობლემოდ დანავარდობდეს. ერთი ექსპერიმენტის ფარგლებში საავადმყოფოს ათას ოთახში ჭერის სიახლოვეს განთავსებულ თაროზე სურათები ისე მოათავსეს, რომ მათი დანახვა მხოლოდ იმ ადამიანებს შეეძლებოდათ, რომელთა სხეულებიც სულებმა ჯერ დატოვეს და მერე უკანვე დაბრუნდნენ.
გულის შეტევას გადარჩენილთაგან არც ერთ პაციენტს სურათების ხილვის შესახებ არაფერი განუცხადებია. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თუ მათ ხორციელი ბორკილების დამსხვრევა შეძლეს, დიდი შანსია, რომ თაროების თვალიერებაზე მეტად მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებას შეეცდებოდნენ.
6. სავარაუდოდ, ცხოველებიც გლოვობენ მკვდრებს
საველე კვლევებზე მომუშავე მეცნიერები შესწრებიან შემთხვევებს, როცა სპილოები მკვდართან იმ შემთხვევაშიც კი რჩებიან, როცა ცხოველი მათი ჯოგის წევრი არ იყო. შესაბამისად, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ სპილოებს სიკვდილის ფენომენის აღქმა შეუძლიათ. დელფინებიც შემჩნეულნი არიან თავიანთი სახეობის მკვდარი წევრის მტაცებლებისგან დაცვაში. შიმპანზეები კი მკვდრებთან სოციალურ კავშირს არ წყვეტენ ხოლმე და, მაგალითად, მათ რუტინულ მოვლას განაგრძობენ.
თუმცა ადამიანთათვის ნიშნეულ მკვდართა მოხსენიების რიტუალურ წეს-ჩვეულებებში ცხოველთა არც ერთი სახეობა არ ყოფილა შემჩნეული, რადგან მსგავსი ქცევა აბსტრაქტული აზროვნების უნარს მოითხოვს. მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი მაგალითები გვაფიქრებინებს, რომ ცხოველებს სიკვდილის არსის უნიკალურად ესმით და ამ ფენომენისადმი გარკვეული უკუკავშირი აქვთ გამომუშავებული.
როგორც ჯეისონ გოლდმენი წერს, "სიცოცხლის ყოველ ისეთ მხარეზე, რომელიც ჩვენი სახეობისთვისაა უნიკალური, ასობით ისეთი ასპექტი მოდის, რომელსაც სხვა ცხოველებთან ვიზიარებთ. მართალია, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთვის დამახასიათებელი გრძნობების ცხოველებზე პროექცია არ მოვახდინოთ, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენც ცხოველები ვართ და ამას ვერსად გავექცევით".
7. ვინ დამარხა მკვდარი პირველად?
ანთროპოლოგმა დონალდ ბრაუნმა ადამიანთა კულტურების შესწავლისას ასობით ისეთი მახასიათებელი აღმოაჩინა, რომელსაც თითოეული მათგანი იზიარებდა. ამ მახასაითებელთა შორის მკვდრის პატივისცემისა და დატირების თავისებური ტრადიციაც შედის.
მაგრამ ვინ იყვნენ პირველები - ადამიანები თუ ჩვენს ევოლუციურ ხაზზე მყოფი სხვა ჰომინინები? პასუხის პოვნა რთულია, რადგან ის პრეისტორიული წარსულის ნისლშია გახვეული. თუმცა ჩვენ სავარაუდო კანდიდატი გვყავს: ჰომო ნალედი.
სამხრეთ აფრიკაში, კაცობრიობის ცივილიზაციის აკვანში, ამომავალი ვარსკვლავის გამოქვაბულის სისტემაში გადაშენებული ჰომინინის რამდენიმე ნამარხი აღმოაჩინეს. ამ ადგილამდე მისაღწევად ვერტიკალურად ცოცვა, რამდენიმე ვიწრო ადგილის გავლა და ბევრი ხოხვა გახდა საჭირო.
ამ გარემოებამ მკვლევარები დააფიქრა, რომ შეუძლებელი იქნებოდა, ამდენი ინდივიდი ასეთ მიუდგომელ ადგილას შემთხვევით აღმოჩენილიყო. მათ აგრეთვე ჩასავარდნი მღვიმეების მსგავსი გეოლოგიური მახეებიც გამორიცხეს. ხოლო სხეულთა მიზანმიმართულად პროპორციული განლაგების გათვალისწინებით, ზოგიერთმა მკვლევარმა დაასკვნა, რომ გამოქვაბული ჰომო ნალედების სასაფლაოს წარმოადგენდა. თუმცა მეცნიერთა ერთი ნაწილი ვარაუდის სისწორეში დარწმუნებული არ არის, ვინაიდან ამ კითხვაზე სწორხაზოვანი პასუხის გასაცემად მეტი მტკიცებულებაა საჭირო.
8. მოსიარულე გვამის სინდრომი
უმეტესობა ჩვენგანისთვის სიცოცხლესა და სიკვდილს შორის საზღვარი მკაფიოდაა გავლებული. ჩვენ ვცოცხლობთ; შესაბამისად, არ ვართ მკვდრები. უმრავლესობისათვის ეს ლოგიკური მოცემულობაა და მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ ამას ძალდაუტანებლად ვიაზრებთ.
ადამიანები, რომლებიც კოტარდის სინდრომით იტანჯებიან, ამ საზღვარს მკაფიოდ ვერ ხედავენ. ეს იშვიათი მდგომარეობა პირველად დოქტორმა ჯიულს კოტარდმა 1882 წელს დააფიქსირა და ის მიემართება ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ, რომ მკვდრები არიან ან დაკარგული აქვთ სხეულის ნაწილები თუ სული. ეს ნიჰილისტური ბოდვა უიმედობის გამუდმებული შეგრძნებით, ჯანმრთელობაზე ზრუნვის უარყოფითა და გარე სამყაროსთან შეუგუებლობით გამოიხატება.
ერთ შემთხვევაში კოტარდის სინდრომის მქონე 53 წლის ფილიპინელ ქალს სჯეროდა, რომ დამპალი თევზის სუნი ასდიოდა და მორგში წაყვანას ითხოვდა, რათა თავისნაირებთან ყოფილიყო. საბედნიეროდ, ანტიფსიქოზურმა საშუალებებმა და ანტიპედრესანტებმა მისი მდგომარეობა გააუმჯობესეს. ზოგადად, ეს დამაუძლურებელი ფსიქიკური აშლილობა სათანადო მკურნალობას ემორჩილება ხოლმე.
9. იზრდება თმა და ფრჩხილები სიკვდილის შემდეგ?
არა. ეს მითია, თუმცა მას ბიოლოგიური ახსნა უდევს საფუძვლად.
თმისა და ფრჩხილების ზრდის შეწყვეტა სივდილის შემდეგ ახალი უჯრედების წარმოქმნის შეუძლებლობით იხსნება. გლუკოზა უჯრედებს დაყოფისთვის საჭირო ენერგიით ამარაგებს; გლუკოზის მოხმარება რომ შეძლონ, უჯრედებს ჟანგბადი ესაჭიროებათ. სიკვდილი კი ორგანიზმს ორივე მათგანის მიღების უნარს ართმევს.
ამასთან, ის ორგანიზმისთვის წყლის მიწოდებასაც წყვეტს, რაც დეჰიდრაციას იწვევს. მას შემდეგ, რაც გვამის კანი გაუწყლოვდება, ის ფრჩხილებთან ჯგუფდება (რაც ფრხილებს უფრო გრძლად წარმოაჩენს) და სახის არეალიდან იწოვება (რაც გარდაცვლილის ნიკაპზე ახლადამოსული წვერის მსგავს ჩრდილს წარმოქმნის). ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ბედის მუხანათობით გვამის მიწიდან ამოთხრა დასჭირდება, ამ ცვლილებების გამომწვევი მიზეზი თავისუფლად შეიძლება, ფრჩხილებისა და თმის ზრდა ეგონოს.
საინტერესოა, რომ სიკვდილისთვის დამახასიათებელმა მსგავსმა ბიოლოგიურმა ცვლილებებმა ვამპირებსა და ღამის სხვა არსებებზე მითების წარმოშობას შეუწყო ხელი. როდესაც ჩვენი წინაპრები შედარებით ახალგარდაცვლილთა გვამებს თხრიდნენ და გაზრდილ თმასა და პირის გარშემო სისხლის ნაწილაკებს (რაც სისხლის შედედების ბუნებრივი შედეგია) აღმოაჩენდნენ, მათი გონება მაშინვე ფანსასტიკური სიუჟეტების წარმოდგენას იწყებდა.
დღესდღეობით ნამდვილად აღარ ღირს იმაზე დარდი, რომ სიკვდილის მერე სამყაროს ხელახლა მოევლინები (თუ, რა თქმა უნდა, შენს ტვინს იელის სამედიცინო სკოლას არ გადაულოცავ).
10. რატომ ვკვდებით?
ადამიანებს, რომლებიც 110 წელი ცოცხლობენ, სუპერ-ასწლოვანებს ეძახიან და მათი რაოდენობა არცთუ დიდია. 120 წელს მიღწეულ ადამიანთა რიცხვი კი კიდევ უფრო ნაკლებია. ჩვენთვის ცნობილმა პლანეტის უხუცესმა ადამიანმა, ფრანგმა ქალმა, ჟან კალმანმა, 122 წელი იცოცხლა.
მაგრამ, საერთოდ, რატომ ვკვდებით? თუ ამ საკითხს სულიერი და ეგზისტენციალური თვალსაზრისით არ შევხედავთ, პასუხი მარტივია: ბუნება კონკრეტული მომენტის შემდეგ ჩვენთან არსებობას წყვეტს.
ევოლუციური გადმოსახედიდან, ცხოვრებისეული წარმატება შთამომავლებზე გენების გადაცემით განისაზღვრება. სახეობათა უმეტესობა არსებობას განაყოფიერების უნარის დაქვეითების შემდეგ მალევე ასრულებს. ორაგული ქვირითის გასანაყოფიერებლად მდინარის დინების საპირისპიროდ სვლის მერე ცოტა ხანში კვდება. ამ სახეობის წარმომადგენლებისთვის გამრავლება ცალი მიმართულების მქონე მოგზაურობაა.
ადამიანები ოდნავ განსხვავებულები არიან. ჩვენ დიდ ძალისხმევას ვხარჯავთ ახალგაზრდების აღზრდაზე, ამიტომაც მშობლიური მზრუნველობის გამოსამჟღავნებლად ხანგრძლივადაც ვცხოვრობთ - ჩვენ არსებობას განაყოფიერების უნარის დაკარგვის მერეც დიდხანს განვაგრძობთ. ამგვარად გახანგრძლივებული ცხოვრება ჩვენი დროის, მზრუნველობისა და რესურსების შვილიშვილებზე (რომლებსაც ჩვენი გენები აქვთ) გადაცემის საშუალებას გვაძლევს. ეს ფენომენი ბებიის ეფექტის სახელით არის ცნობილი.
მაგრამ თუ ბებია-ბაბუების ყოლა ასეთი გამოსადეგია, მაშინ რატომ გადის სიცოხლის ზღვარი მხოლოდ 100 წელზე? იმიტომ, რომ ევოლუციამ სიცოცხლის ხანგრძლივობის გასაზრდელად მეტი ძალისხმევა არ გაიმეტა. გარკვეული პერიოდის მერე ნერვული უჯრედები აღარ წარმოიქმნება, ტვინი შეშუპებას იწყებს, გული სუსტდება და ჩვენ ვიხოცებით. ხანგრძლივი სიცოცხლე ჩვენი სახეობის გადარჩენისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისა რომ გამხდარიყო, შეიძლებოდა, სიკვდილის გამომწვევი ეს ფაქტორებიც გამქრალიყო. მაგრამ ევოლუცია, როგორც ცნობილია, ადაპტირებული სიცოცხლის წასახალისებლად სიკვდილს მოითხოვს.
თუმცა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად სულ უფრო სავარაუდოა, რომ ჩვენი შვილებიც მიაღწევენ მოხუცებულობის ასაკს და ჩვენი გენების კეთილდღეობაზე უკვე მომდევნო თაობები იზრუნებენ.
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000 მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000
-
გადახედვანინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს… ნინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს…
-
გადახედვაჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია ჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია
-
გადახედვათეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია თეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას სალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს სალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს
-
გადახედვამარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს მარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვარასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად რასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
კომენტარები