ლუკა კალანდია: ჩემი ძმის ქალაქიდან გაქცევაზე შს მინისტრის მოადგილემ ბოდიში უნდა მოიხადოს
ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
დღეს, 11 ივლისს მიხეილ კალანდიას სასამართლო სხდომა გაიმართება, რომელიც ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაშია ბრალდებული. სასამართლოზე მხარეების მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ადვოკატები კალანდიას აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობის დაყენებასაც აპირებს.
დაკავებული მიხეილ კალანდიას ძმა ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს. ლუკა კალანდიამ სასამართლო სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ აქვს მტკიცებულებები, რომ მიხელ კალანდია ქალაქიდან გასვლას და მიმალვას არ აპირებდა. მისი თქმით, ჩნდება კითხვები, რამ გამოიწვია სასამართლოსთვის მიმალვის საფრთხე მაშინ, როცა წელიწად-ნახევრის განმავლობაში ბრალდებულ მიხელ კალანდია არსად წასულა.
"მინდა მივმართო ქალბატონ ნათია მეზვრიშვილს, მინდა, რომ მან საჯაროდ მოიხადოს ბოდიში იმ ცრუ განცხადებისთვის, რაც მან გააკეთა, რადგან მინისტრის მოადგილის რანგის ქალბატონი არ უნდა აკეთებდეს ისეთ არაკომპეტენტურ განცხადებას, რომელიც შემდგომში ჩემი ძმის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ხელს უშლის. საუბარია განცხადებაზე, რომ მიხეილი ქალაქიდან გარბოდა და სინამდვილეში მივდიოდით სასამართლოში, ამის ცნობაც არსებობს და ყველანაირი მტკიცებულება. ამიტომ მე მოვითხოვ, რომ გამოვიდეს და თქვას, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია ან არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, მაგრამ თქვას რა და როგორ იყო", — თქვა ლუკა კალანდიამ.
მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ანა კოტეტიშვილის თქმით, ბრალდების მხარეს ახალი მტკიცებულებები არ გააჩნია. ადვოკატის თქმით, ხელახლაა გამოკითხული რამდენიმე პირი, რომელებიც საქმესთან დაკავშირებით ახალს არაფერს ამბობს და საქმეში არარსებული მტკიცებულებების გამო კალანდიას აღკვეთი ღონისძიება, პატიმრობა, გირაოთი უნდა შეიცვალოს. გირაოს ოდენობა დაცვის მხარეს არ დაუკონკრეტებია.
პროკურორმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლას არ ეთანხმებიან. მანვე თქვა, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არსებობს, თუმცა მათ შინაარსში არ შევიდა. მიხეილ კალანდიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.
ვინ არის მიხეილ კალანდია
მიხეილ კალანდია 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილეა. კალანდიამ გამოძიებისა და სასამართლო პროცესის დროს ჩვენება არაერთხელ შეცვალა. მან პირველად თქვა, რომ ბრალდებულ არასრულწლოვნებს ჩხუბის დროს დანა არ ჰქონიათ. მომდევნო პროცესზე კი მოწმემ ჩვენების შეცვლა გასულ პროცესზე ბრალდებული მეგობრების დაცვის სურვილით ახსნა. კალანდიამ სასამართლოზე დეტალურად ისაუბრა, თუ ვის ეჭირა დანა, ვინ ურტყამდა დანას. მან ასევე თქვა, რომ თავად მოგვიანებით, რამდენიმე წამით შევიდა ფარდულში გასაშველებლად. კალანდიას მიერ შეცვლილი საბოლოო სცენარი, ემთხვევა პროკურატურის ვერსიას.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ცრუ ჩვენებისთვის მიხეილ კალანდიას სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს.
პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი რეკომენდაციით მიმართა, რომ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა კალანდია მიმართ, დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში თანამონაწილეობის საქმეზე.
2018 წლის ივნისში შსს-მ დააკავა მერაბ მორჩაძე, რომელიც საქმეში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის ნათესავია. უწყება მას მიხეილ კალანდიაზე ზეწოლას ედავებოდა. მორჩაძემ ბრალი აღიარა და ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
შსს-ში აცხადებდნენ, რომ მორჩაძე სასამართლოში ჩვენების შეცვლის მიზნით, გავლენა მოახდინა დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიაზე, რომელიც მკვლელობის ჩადენაში ამხელდა მერაბ მორჩაძის მეგობრის შვილს, ბრალდებულ გ.ჯ.-ს. მათივე თქმით, მერაბ მორჩაძე არაერთხელ შეხვდა ძმებ კალანდიებს, ბრალდებულ გ. ჯ.-ს სასარგებლოდ ჩვენების შეცვლის მიზნით, გადასცა მათ გარკვეული თანხა.
გაიგეთ მეტი:
- მიხეილ კალანდიას ადვოკატი: მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმეში არ არსებობს
- მიხეილ კალანდიას ძმა შსს-ს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს
- მთავრობას დავუპირისპირდით; ალბათ, დანაშაულის დაფარვისთვის დაგვაკავებენ მე და მამას — ლუკა კალანდია
- ჩემი ძმა ჩვენებებს მერაბ მორჩაძის ზეწოლის გამო ცვლიდა, ყველა კარტს გავხსნით — ლუკა კალანდია
- ლუკა კალანდიას მტკიცებით, ხორავას ქუჩის საქმეზე მზა ჩვენებებს ზეწოლის გამო მოაწერეს ხელი
-
Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით
გადახედვა
-
Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ
გადახედვა
-
Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: თავი მოიჭრა იმ პატიმარმაც, რომელიც იბრალებს, თითქოს თითითაა გაუპატიურებული და მისმა ოჯახმაც ლევან მაჭავარიანი: თავი მოიჭრა იმ პატიმარმაც, რომელიც იბრალებს, თითქოს თითითაა გაუპატიურებული და მისმა ოჯახმაც
გადახედვა
-
ლადო კახაძე: ჩვენი წყლის რესურსების გამოყენებაში იტალია და საფრანგეთი წინ გვეღობება ლადო კახაძე: ჩვენი წყლის რესურსების გამოყენებაში იტალია და საფრანგეთი წინ გვეღობება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა
-
ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია ორმა მეცნიერმა მიიღო — რა აღმოაჩინეს მათ ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია ორმა მეცნიერმა მიიღო — რა აღმოაჩინეს მათ
გადახედვა
-
ფაშინიანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა ფაშინიანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: N6 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები არიან მძევლები კრიმინალების ხელში ელენე ხოშტარია: N6 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები არიან მძევლები კრიმინალების ხელში
გადახედვა
-
საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა და $8.17 მლრდ-ს მიაღწია — სებ საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა და $8.17 მლრდ-ს მიაღწია — სებ
გადახედვა
-
რუსეთში აშშ-ს საელჩო შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აქვეყნებს რუსეთში აშშ-ს საელჩო შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება — აქციები 40 ქალაქში იმართება საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება — აქციები 40 ქალაქში იმართება
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
-
სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის
გადახედვა
-
WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ
გადახედვა
-
"არავითარი მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს" — მიხეილ სარჯველაძე რუსეთში შავი ჭირის შემთხვევაზე "არავითარი მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს" — მიხეილ სარჯველაძე რუსეთში შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
TI: უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების წინააღმდეგ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების ქმედებები თანხვედრაშია TI: უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების წინააღმდეგ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების ქმედებები თანხვედრაშია
გადახედვა
-
უნგრეთი მდიდრებისთვის ქონების გადასახადს ზრდის, ამაზე მძიმე გადასახადი აქ უკვე მოქმედებს, ოღონდ დაბალშემოსავლიანებისთვის — რომან გოცირიძე უნგრეთი მდიდრებისთვის ქონების გადასახადს ზრდის, ამაზე მძიმე გადასახადი აქ უკვე მოქმედებს, ოღონდ დაბალშემოსავლიანებისთვის — რომან გოცირიძე
გადახედვა
-
მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა — ირაკლი კობახიძე მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
კომენტარები