Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა
ფოტო: Cadillac
General Motors-მა და Lynx Motors-მა Cadillac-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა ოფიციალურად დააანონსეს. ლეგენდარული ამერიკული პრემიუმ და ლუქს ბრენდის საქართველოში შემოსვლა მომხმარებლებისთვის ახალ გამოცდილებას შექმნის და ქვეყნის პრემიუმ და ლუქს საავტომობილო ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ფოტო: Cadillac
"ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, თუ რას ნიშნავს Cadillac-ის შემოსვლა ქართველი მომხმარებლისთვის. მრავალი წელია, ქართველი მომხმარებელი ამერიკული ავტომობილების მიმართ ინტერესს გამოხატავს. გვინდა, მათ გავუზიაროთ ის უნიკალური გამოცდილება, რომელიც Cadillac-ის დიზაინს, ტექნოლოგიას, ხარისხსა და გამორჩეულ ხასიათს აერთიანებს," — განაცხადა GM International and China-ს ვიცე-პრეზიდენტმა — GPSC და GM Central Asia-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელმა ტომი ჰოსიამ.
Cadillac-ის შოურუმი უახლოეს პერიოდში თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე გაიხსნება. სამსართულიანი კომპლექსი შოურუმს, მომხმარებელთა პრემიუმ ლაუნჯსა და მაღალტექნოლოგიურ სერვისცენტრს გააერთიანებს.
ფოტო: Cadillac
Lynx Motors-ის გუნდი, როგორც Cadillac-ის ოფიციალური წარმდგენი საქართველოში, პროცესს პრემიუმ და ლუქს საავტომობილო ბაზარზე დაგროვილი მრავალწლიანი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე გაუძღვება.
"ჩვენი მთავარი პრინციპია, Cadillac-ის მფლობელებმა მიიღონ ის მომსახურება, რასაც ბრენდისგან ელოდებიან. სწორედ ამ გამოცდილების მისაღებად შევარჩიეთ პროფესიონალთა გუნდი, შესაბამისი ტექნიკური ინფრასტრუქტურა და ბრენდის სტანდარტებთან შესაბამისი სერვისი. სერვისცენტრში მომხმარებლის ვიზიტი ტექნიკურ აუცილებლობას არ უნდა წარმოადგენდეს და ეს უნდა იყოს მარტივი და კომფორტული სამომხმარებლო გამოცდილება. ავტომობილის მფლობელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი დრო და ინდივიდუალური საჭიროებები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია," — ამბობს Lynx Motors-ის დირექტორი ოთო სიხარულიძე.
ფოტო: Cadillac
საქართველოს ბაზარზე Cadillac-ის შემოსვლა ასევე General Motors-ის რეგიონული გაფართოების სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ცენტრალური აზიისა და კავკასიის ბაზრებზე მსოფლიო პრემიუმ და ლუქს საავტომობილო ბრენდების განვითარებას ითვალისწინებს.
შოურუმის გახსნის თარიღის, წარმოდგენილი ავტომობილების მოდელებისა და Cadillac-ის საქართველოში ოფიციალური შემოსვლის შესახებ დეტალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე: cadillac.lynxmotors.ge.
General Motors-ის შესახებ
General Motors ტრანსპორტს მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით ქმნის და მომხმარებლებს უფრო უსაფრთხო, ჭკვიან და დაბალი ემისიის მქონე მსუბუქ, მაღალი გამავლობისა და SUV-ის ტიპის ავტომობილებს სთავაზობს.
GM-ის Buick, Cadillac, Chevrolet და GMC ბრენდები მომხმარებლებს სთავაზობენ ინოვაციური, ბენზინზე მომუშავე ავტომობილების ფართო არჩევანს და ინდუსტრიაში ელექტრომობილების ყველაზე მრავალფეროვან პორტფელს. კომპანია სრულად ელექტრიფიცირებულ მომავალზე გადასვლისკენ მიემართება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: GM.com
Lynx Motors-ის შესახებ
Lynx Motors-ი აერთიანებს ადგილობრივი საავტომობილო ინდუსტრიის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდს. კომპანიის საქმიანობას საფუძვლად უდევს ბაზარზე დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილება, ძლიერი პროფესიული კომპეტენცია და ინდუსტრიის სიღრმისეული ცოდნა.
-
დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს
გადახედვა
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
"პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო "პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო
გადახედვა
-
ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
-
თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
-
UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ
გადახედვა
-
პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ? პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ?
გადახედვა
-
მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა
გადახედვა
-
"ევროპის დღე 2026" 10 ოქტომბერს თელავში აღინიშნება "ევროპის დღე 2026" 10 ოქტომბერს თელავში აღინიშნება
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ეხმაურება საია-ს განცხადებას ადვოკატისთვის საქმიანობის ხელის შეშლის შესახებ პენიტენციური სამსახური ეხმაურება საია-ს განცხადებას ადვოკატისთვის საქმიანობის ხელის შეშლის შესახებ
გადახედვა
კომენტარები