TI: უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების წინააღმდეგ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების ქმედებები თანხვედრაშია
ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო" ვრცელ ანგარიშში წერს, რომ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების მიმართ რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლების ქმედებები პარალელურად მიმდინარეობს და თანხვედრაშიცაა.
ანგარიშის თანახმად, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო და ასობით ქართველმა მოხალისემ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა გადაწყვიტა, კრემლის პროკურატურამ მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. მოგვიანებით კი, მსგავსი ბრალდებები და დევნა საქართველოს შიგნითაც განმეორდა.
ორგანიზაცია აანალიზებს ისეთ გახმაურებულ საქმეებს, როგორიცაა გია ბარამიძის, ალეკო ელისაშვილის, ირაკლი ოქრუაშვილის, მამუკა მამულაშვილისა და დავით ქაცარავას წინააღმდეგ მიმართული სამართლებრივი დევნა. მათი განმარტებით, რუსეთის მიერ ძებნილი პირები საქართველოს სამართალდამცავი სისტემის სამიზნეც გახდნენ.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2022 წლიდან მოყოლებული, ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინაში მებრძოლ ქართველებს ხშირად აკრიტიკებდნენ, ხოლო მოგვიანებით სუს-მა მათ წინააღმდეგ გამოძიებები და გამოკითხვები დაიწყო (მათ შორის, სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით).
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" მიუთითებს ბრალდებების დაუსაბუთებლობაზე, საქმეების პოლიტიკურ მოტივებზე, მუხლების ხელოვნურ დამძიმებაზე (ელისაშვილის შემთხვევაში) და პატიმრობის, როგორც უკიდურესი ზომის, არაპროპორციულ გამოყენებაზე.
ორგანიზაციის შეფასებით, ცალკეული საქმეები შესაძლოა შემთხვევითობას ჰგავდეს, თუმცა ერთობლიობაში ისინი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში მებრძოლი ქართველების დევნით რუსეთის ხელისუფლების გულის მოგებას ცდილობს.
TI-ს ანგარიში სრულად იხილეთ აქ.
TI-ის ანგარიშში მოყვანილი საქმეები:
გიორგი ბარამიძე — ყოფილი თავდაცვის მინისტრი 2022 წელს უკრაინაში იბრძოდა, რის გამოც დონეცკის სასამართლომ დაუსწრებლად 6.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2026 წლის სექტემბერში იგი თბილისში დააკავეს და საჯარო განცხადების გამო საბოტაჟისა და სამშობლოს ღალატის მუხლებით წაუყენეს ბრალი.
ალეკო ელისაშვილი — 2022 წელს უკრაინაში მებრძოლი პოლიტიკოსი რუსეთში ძებნილია. საქართველოში იგი კანცელარიის შენობისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობისთვის დააკავეს, სასამართლომ კი ბრალი ხელოვნურად დაუმძიმა და ტერორიზმის მუხლით 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა (ორგანიზაციამ იგი პოლიტიკურ პატიმართა სიაში შეიყვანა).
ირაკლი ოქრუაშვილი — უკრაინაში ნაომარი კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც რუსეთი ძებნილად აცხადებს. საქართველოში იგი ჯერ საპარლამენტო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის გაასამართლეს, ხოლო პატიმრობის ვადის ამოწურვისას, წლების წინ "თაროზე შემოდებული" ბუტა რობაქიძის საქმე გააქტიურეს და დამატებით 5 წელზე მეტი პატიმრობა მიუსაჯეს.
მამუკა მამულაშვილი — "ქართული ეროვნული ლეგიონის" მეთაური, რომელსაც რუსეთმა ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელობისთვის დაუსწრებლად 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პარალელურად, საქართველოს სუს-მა იგი 2023 წელს ქვეყანაში სამოქალაქო არეულობისა და ხელისუფლების შეცვლის მიზნით შეთქმულების ორგანიზატორად დაასახელა.
დავით ქაცარავა — ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, რომელიც 2022 წელს უკრაინაში იბრძოდა. იგი 2024 წლის აქციებზე სპეცრაზმმა სასტიკად სცემა, თუმცა მოძალადეების ნაცვლად თავად ქაცარავა დასაჯეს — პოლიციისთვის დაუმორჩილებლობისა და მოგვიანებით სოციალურ ქსელში თანამდებობის პირის შეურაცხყოფისთვის მას მრავალათასიანი ჯარიმები და იარაღის ტარების აკრძალვა შეუფარდეს.
სხვა მოხალისეები (ნადიმ ხმალაძე, ვაჟა ცერცვაძე, ლაშა ჭიღლაძე და სხვები): სუს-მა უკრაინაში ნაომარი მოქალაქეები გამოკითხვაზე დაიბარა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და ტერორიზმთან დაკავშირებულ მუხლებზე დაკითხა.
-
დღეს, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს დღეს, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს
გადახედვა
-
პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
კომენტარები