უნგრეთი მდიდრებისთვის ქონების გადასახადს ზრდის, ამაზე მძიმე გადასახადი აქ უკვე მოქმედებს, ოღონდ დაბალშემოსავლიანებისთვის — რომან გოცირიძე
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, რომან გოცირიძე უნგრეთში დაგეგმილ ქონების გადასახადის ცვლილებებს ეხმაურება და მას საქართველოს რეალობას ადარებს.
როგორც გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, უნგრეთი მდიდრებისთვის ქონების გადასახადის გაზრდას გეგმავს: 3 მილიონ დოლარზე მეტი აქტივების მქონე პირები ქონების 1%-ს გადაიხდიან, ხოლო 308 მილიონ დოლარს ზემოთ — 1.5%-ს (აღნიშნული შეეხება ინდივიდუალურად პირს და არა ოჯახს ერთად).
პოლიტიკოსი უნგრეთის მოდელს საქართველოს არსებულ საგადასახადო სისტემას უპირისპირებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში გაცილებით მძიმე ტვირთი აწევს დაბალშემოსავლიან ფენას.
"რა ხდება ამ კუთხით საქართველოში? ამაზე მძიმე გადასახადი უკვე მოქმედებს ჩვენთან, ოღონდ დაბალშემოსავლიანებისთვის — უძრავი ქონების 0,8-1 პროცენტს იხდის ყველა, ვისი ოჯახის ჯამური შემოსავალიც 100 ათას ლარზე მეტია, ანუ დაახლოებით 38 ათასი დოლარი.
ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ოჯახში სამ წევრს აქვს შემოსავალი, საშუალოდ, 12 700 დოლარი წელიწადში, ანუ დაახლოებით 1060 დოლარი თვეში, ის იხდის იმდენს, რამდენსაც უნგრელი დოლარში მილიონერი მომავალში გადაიხდის.
თუ აქტივები (მათ შორის, უძრავი ქონება) 308 მილიონ დოლარს გადააჭარბებს, უნგრეთში გადასახადის განაკვეთი 1,5 პროცენტი იქნება. ჩვენთან კი დღეს ნებისმიერი სახის შპს-სთვის ქონების გადასახადი 1 პროცენტია.
კარგად გამოჩნდა, თუ რატომ დააწესა მხოლოდ მოჭრილი 100 ათასი ლარის ზღვარი ქართულმა ოცნებამ და არ მოახდინა შემოსავლების დიფერენცირება. მაგალითად, 100-იდან 500 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე პირი ერთი განაკვეთით დაიბეგრა, ხოლო უფრო მაღალი შემოსავლის მქონე — განსხვავებული განაკვეთით." — აღნიშნავს გოცირიძე.
რომან გოცირიძის შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან შემოსავლების პროგრესული დიფერენცირების (მაგალითად, 100-იდან 500 ათას ლარამდე და უფრო მაღალი შემოსავლების განსხვავებული განაკვეთებით დაბეგვრის) არარსებობა მიზანმიმართულია.
პოლიტიკოსი ასევე ეხმიანება ხელისუფლების დაპირებას "ესტონური მოდელის" შესახებ და მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული მიდგომა, სადაც ქონების ნაცვლად მხოლოდ მიწა იბეგრება, მდიდარი ფენის ინტერესებზეა მორგებული, რადგან ის თანაბრად ეხება როგორც მცირე ფართობის "ქოხს", ისე მილიონიანი ღირებულების ცათამბჯენს.
"ეს იმიტომ არ გააკეთეს, რომ საპარლამენტო მილიონერებიც ისე დაბეგრილიყვნენ, როგორც ჩვენი სტანდარტით საშუალოშემოსავლიანი ადამიანები.
პარლამენტში თქვეს, რომ ეს დროებითია და მთავრობა ახალ კანონპროექტზე მუშაობსო. თუ ეს ესტონური მოდელია, ის მთლიანად მდიდრების ინტერესებზეა მორგებული-ქონება კი არ იბეგრება, არამედ ის მიწა, რომელზეც იგი დგას.
თუ გაქვს ეზო და ქოხი, გადაიხდი იმდენს, რამდენსაც იმავე ფართობის მიწაზე მდგომი ცათამბჯენი გადაიხდიდა. რადგან ღარიბი ბევრს ვერ გადაიხდის, "ჰუმანური" მოსაზრებით გადასახადი მცირე იქნება, მაგრამ იგივე პრინციპი გავრცელდება ასჯერ და უფრო მეტი ღირებულების მქონე ქონებაზეც.
პარლამენტში ყველა კანონი ვიღაცის ინტერესებზეა მორგებული. მთავარი "ვიღაცა" ვინ არის, ეს კი ვიცით", — დაწერა რომან გოცირიძემ.
- ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
- 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ — ცვლილება დამტკიცებულია
- ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
ცნობისთვის, საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვრის 100 000 ლარამდე ზრდას ითვალისწინებს, პარლამენტმა 30 სექტემბერს მესამე მოსმენით დაამტკიცა.
კერძოდ, საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, ის ფიზიკური პირები, რომელთა წლიური შემოსავალი 100 000 ლარს არ აღემატება, ქონების გადასახადისგან თავისუფლდებიან. აქამდე ეს ზღვარი 40 000 ლარი იყო.
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები
გადახედვა
-
რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას? რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას?
-
Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით
გადახედვა
-
Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ
გადახედვა
-
გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
გადახედვა
-
"სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსა ზუნგუს შეხვდა შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსა ზუნგუს შეხვდა
გადახედვა
კომენტარები