"მცხეთობა" წელს 387 000 ლარი დაჯდება — ვინ რამდენად იმღერებს?
"სვეტიცხოვლობა-მცხეთობა 2026"-ის ღონისძიების ფარგლებში 67 000 ლარი ბიუჯეტიდან მომღერლების მომსახურების შესყიდვისთვის დაიხარჯება.
აღნიშნული მომსახურების მისაღებად მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციურმა ცენტრმა შესაბამისი გამარტივებული შესყიდვები გამოაცხადა.
კერძოდ, ერთ-ერთი შესყიდვით, 5000 ლარი დაჯდება მცხეთობისადმი მიძღვნილ კონცერტზე მომღერალ თამარ მილანოვას, იგივე თაკო გაჩეჩილაძის საკონცერტო შესრულება.
მეორე გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში კი, მუსიკალური ჯგუფების: REGGAEON-ისა და “სტატუსის” საკონცერტო შესრულების მომსახურების შესყიდვა 30 000 ლარად იგეგმება.
კერძოდ, ჯგუფ REGGAEON-ს 20 000 ლარს, ხოლო ჯგუფ “სტატუსს” — 10 000 ლარს გადაუხდიან.
გარდა ამისა, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრმა კიდევ ერთი 32 000-ლარიანი გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ა(ა)იპ „თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრის "ბიგ-ბენდისა" და არკან კურბანოვის (DJ Arkani) მუსიკალური შესრულების მომსახურების შესყიდვა.
აღსანიშნავია რომ მცხეთის მუნიციპალიტეტმა 14 ოქტომბერს, მცხეთობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზებისთვის 320 001 ლარის ღირებულების ხელშეკრულება ამხანაგობა “სთორი N1”-ს გაუფორმა. კომპანიამ 13 ოქტომბრამდე უნდა განხორციელდეს ყველა წინასადღესასწაულო მომსახურება. ხოლო არაუგვიანეს 15 ოქტომბრისა უნდა განხორციელდეს დემონტაჟი.
ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანია ვალდებულია მცხეთაში მოაწყოს ფოტო ზონა, შესასვლელი თაღი, მცხეთის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობების საგამოფენო სივრცე, ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმის იმიტაცია, ღვინისა და გასტრონომიის სოფელი, უზრუნველყოს ქუჩის თეატრის მსვლელობა, დისნეის გმირების პროგრამა და პურის ცხობის, ჩურჩხელის ამოვლების, ღვინის დაწურვის მასტერკლასები
-
დღეს, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს დღეს, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს
გადახედვა
-
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია "თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია "თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო
გადახედვა
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
კომენტარები