"მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა 2024 წლის აქციების დროს დემონსტრანტებზე ქიმიური გამაღიზიანებელი საშუალებების გამოყენების შესაძლო გავლენაზე ჩატარებულ კვლევაზე, რომლის პრეზენტაციაც გუშინ, 7 ოქტომბერს ეუთოში გაიმართა.
პაპუაშვილის თქმით, მათმა "თითქოს ექსპერტმა", "რაღაც გაურკვეველმა ადამიანმა" "ერთწუთიან კომენტარში თქვა, რომ მაკულატურა იყო ის, რისი პრეზენტაციაც, წარმოდგენაც სცადეს".
"რაც შეეხება, ამ ეგრეთ წოდებულ კვლევებს, სასაცილოა უკვე. გუშინ ერთი ადამიანი აჩვენეს, რომელიც თითქოს ექსპერტად ჰყავდათ წარმოდგენილი, რაღაც გაურკვეველი ადამიანი, რომლის მთავარი კომენტარი იყო იმაში, რომ რაღაც მძიმე შედეგები აქვთო აქციის ყოფილ მონაწილეებსო, თუმცა არ არსებობსო არანაირი მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენის შესაძლებლობა. თავადვე, ერთწუთიან კომენტარში თქვა, რომ მაკულატურა იყო ის, რისი პრეზენტაციაც, წარმოდგენაც სცადეს, როგორც რაღაც დამადასტურებელი დოკუმენტი.
ეს არის ანტიქართული კამპანია, რომელიც დაფინანსებულია სრულად უცხოეთიდან, რომელიც დაკვეთილია სრულად უცხოეთიდან. ჩვენ ერთადერთი რამ გვჭირდება და მოვუწოდებ კიდევ ერთხელ მედიასაც: მიჰყევით — ვინ დააფინანსა ეს კონკრეტული ანტიქართული აქცია, "საიას" და ბაია პატარაიას ვინ მისცა ფული. როგორც კი ნახავთ ფულის წყაროს, ნახავთ, თუ ვინ მტრობს საქართველოს", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, აქციების დროს ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაზე ჩატარებული კვლევა "აბსურდისა და ტყუილის" სერიოზულ თემად წარმოჩენის მცდელობაა. მისი განცხადებით, კვლევის უკან უცხოეთიდან ფარულად დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები დგანან და მათი საქმიანობისა და დაფინანსების გაუმჭვირვალობა მიუთითებს, რომ საქართველოში "შავი ფულით" ფინანსდება სხვადასხვა ინიციატივა, მათ შორის ევროპული ორგანიზაციებიდან.
"ესეც გარკვეული თანამედროვე ტრენდია, რომ აბსურდზე, ტყუილზე რაღაც სერიოზული სახით უნდა გამსჯელონ. ჩვენი, საზოგადოების პასუხი უნდა იყოს მარტივი, რომ ეს თაღლითობაა კამიტის სახით, რომლის თავსმოხვევასაც შეეცადნენ. დიდი ხანია უკვე გამსკდარია და ამიტომ ნებისმიერი მცდელობა შემოაბრუნონ ეს თემა კვლავ რაღაცნაირად განხილვაში, განწირული არის კრახისთვის.
და ვხედავთ ჩვენ, საბოლოო ჯამში, როგორ იქცევიან. ერთი და იგივე მეთოდია: კვლავ ხდება გარედან ფარულად დაფინანსებული ენჯეოების ხელით შექმნა რაღაც საინფორმაციო საბაბის, თითქოს რაღაც კვლევა არის. კვლავ კითხვები ჩნდება ამ ენჯეოებთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ "საია" და ქალბატონი ბაია პატარაია, რა თანხებით დადიან, ვინ აფინანსებს. ჩვენ არ გვინახავს გამჭვირვალობის რეესტრში მათი ორგანიზაციები და გამჭვირვალობა. ნიშნავს, რომ ეს არის შავი ფული, რომლითაც ისინი ფინანსდებიან, თუკი ისინი ამას საზოგადოებას და სახელმწიფოს არ უმხელენ.
ესეც დასტური არის, რომ საქართველოში შავი ფულით ხდება სხვადასხვა, მათ შორის ევროპული სტრუქტურებიდან და ორგანიზაციებიდან დაფინანსება", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ეუთოში 2024 წლის აქციების დროს ქიმიურ მოწამვლასთან დაკავშირებით კვლევის — "ქართველ დემონსტრანტებზე გამოყენებული ქიმური გამაღიზიანებელი საშუალებების გავლენა" პრეზენტაცია გაიმართა. მისი ავტორები არიან: გიორგი კამკამიძე, ბაია პატარაია, ჯეიმს ლინი, ჯოსინა ბოტე და ლელა ცისკარიშვილი.
აღნიშნული კვლევა 2026 წლის თებერვალ-მარტში ჩატარდა და 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის თბილისის აქციების 524 თვითშერჩეული მონაწილეს მოიცავს და მის ფარგლებში შეფასდა სპეცსაშუალებების ზემოქმედება და მწვავე და ხანგრძლივი სიმპტომები. კვლევის ერთ-ერთ ავტორის, ბაია პატარაიას თქმით, კვლევა ადასტურებს, რომ ქიმიური გამაღიზიანებლების გამოყენებამ არა მხოლოდ მყისიერად, არამედ გახანგრძლივებულად დაუტოვა პროტესტის მონაწილეებს ჯანმრთელობის პრობლემები.
-
დღეს, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს დღეს, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს
გადახედვა
-
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია "თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია "თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო
გადახედვა
-
პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა
გადახედვა
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
კომენტარები