ელენე ხოშტარია: N6 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები არიან მძევლები კრიმინალების ხელში
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან მიმართვას ავრცელებს. იგი სოლიდარობას უცხადებს პენიტენციურ სისტემაში დაზარალებულებს და მიუთითებს იმ აუცილებელ ნაბიჯებზე, რომლებიც, მისი შეფასებით, პატიმრების გადასარჩენად დროულად უნდა გადაიდგას.
ხოშტარია საზოგადოებას მოუწოდებს, გააცნობიეროს, რომ პატიმრები რეალურად კრიმინალების მძევლები არიან და მათი ერთადერთი დაცვა სოციალური აქტიურობა და ქუჩაში გამოსვლაა.
"ამ ციხის ამბებზე ძალიან მინდა, რომ მივმართო საზოგადოებას და გითხრათ... მე ძალიან კარგად მესმის, მით უმეტეს გვერდზე არიან აქ ბიჭები და ძალიან კარგად მესმის, თუ რა სიმძიმის საკითხია, როგორი საგანგებო საკითხია, და ვერ მოვისვენებ, თუ არ გაგიზიარებთ ჩემს პოზიციას.
პირველი, რა თქმა უნდა, სოლიდარობა ყველა მსხვერპლს ამ კრიმინალური სისტემის, ყველა ადამიანს, რომელიც ეხლა, ამ წუთებშიც საფრთხეში არის, და მინდა გითხრათ, რომ ოთხი რამ არის გასაკეთებელი, რაც ამ სიტუაციას ეხლა, მოკლე ვადაში გამოასწორებს.
პირველი, ეს არის მიმართვა საზოგადოებაზე და მინდა, რომ კარგად გაიაზროთ, კარგად აღიქვათ, რომ ეს ადამიანები დღეს, ეს პატიმრები მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებაში არ არიან უბრალოდ პატიმრები. ისინი არიან მძევლები კრიმინალების ხელში. კრიმინალებმა მოიტაცეს ადამიანები, და რასაც უნდათ იმას უზამენ, სანამ არ ვუშველით, აი ამ მდგომარეობაში არიან. ნებისმიერი წუთი, როდესაც ისინი მარტო არიან ამ ჯალათ დირექტორთან. ისინი არიან საფრთხის ქვეშ. ამიტომ საზოგადოებას მინდა ვუთხრა ერთი კონკრეტული რამე: რაც მათ დაიცავთ, ეს არის თქვენი ხმაური, თქვენი აქტიურობა, თქვენი მოქმედება. ნებისმიერი პოსტი, რომელსაც დაწერთ, ნებისმიერი უკმაყოფილო სიტყვა, რომელსაც დაწერთ, ნებისმიერი მხარდაჭერა, რომელსაც დაწერთ, ეხმარება ამ ბიჭებს... გარწმუნებთ, გარანტიას გაძლევთ, თუ გაივსება ქუჩა, ეს ბიჭები იქნებიან დაცულები. თუ გაივსება ქუჩა, და ბევრი ადამიანი გამოვა, ვერ გაბედავენ ეს მხდალი ჯალათები ამ რაღაცების გაკეთებას", — ამბობს ხოშტარია.
პოლიტიკოსი მიმართავს ბადრაგებსა და ოფიცრებს, რომლებსაც პროფესიული ღირსება აქვთ, შიგნითვე ამოიღონ ხმა და მოითხოვონ სისტემიდან მოძალადე ხელმძღვანელების გარიცხვა.
"მეორე: მივმართავ ბადრაგებს, ოფიცრებს, რომლებიც მუშაობენ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში. მე ვიცნობ, პირადად ვიცნობ ბევრ კეთილსინდისიერ, ძალიან პროფესიონალ, გულიან, ადამიანურ ოფიცრებს. მოგმართავთ თქვენ, გთხოვთ. მე ვიცი, რომ ეს თქვენთვის მიუღებელია. მე ვიცი, რომ ეს თქვენ გცხებთ ჩირქს სრულიად დაუმსახურებლად. ამიტომ გთხოვთ, თქვენც ამოიღეთ ხმა. დირექტორებო, თანამშრომლებო პენიტენციური სისტემის, ამოიღეთ ხმა. ნუ იქნება ეს საჯაროდ, თუ ამის გეშინიათ. ერთმანეთში შეთანხმდით, ამოიღეთ შიგნით, სისტემაში ხმა და მოითხოვეთ ამ ჯალათების გაგდება ამ სისტემიდან", — ამბობს პოლიტიკოსი.
ხოშტარია აკრიტიკებს სახალხო დამცველს და მისგან მოითხოვს, რომ თანამშრომლებთან ერთად ციხეებში მუდმივი მორიგეობა დააწესოს, რათა პატიმრები ერთი წუთითაც არ დარჩნენ მარტო.
"მესამე: ლევან იოსელიანი, წოდებული რაღაც სახალხო დამცველად თუ რაღაცად — სახალხო დამცველი კი არა, იქით დასაცავია, ლევან იოსელიანი დღეს, რაც არ უნდა სტატუსი ჰქონდეს ფორმალური, არის ერთადერთი ინსტიტუტი და ადამიანი, რომელსაც შეუძლია მუდმივად ციხეში შესვლა. ადგეს , კეთილი ინებოს, დააწესოს მორიგეობა და არც ერთი წუთით ეს ბიჭები არ დატოვოს მარტო არც ერთი წუთით. იმიტომ რომ ყოველი წუთი როდესაც ისინი დატოვებულები არიან მარტო, ისინი არიან პროვოკაციების და ძალადობის საფრთხის ქვეშ. მათ აქვთ განცდა დასაბუთებული, რომ მათ რაღაცა მოუვათ. და აუცილებლად მოუვათ, თუ მოვადუნებთ ყურადღებას. ამიტომ ადგეს ეს იოსელიანი, რა უნდა ოფისში, როდესაც ადამიანები ასეთი საფრთხის ქვეშ არიან. ყველა მათი თანამშრომელი გაბრძანდეს, წაბრძანდეს, შებრძანდეს და აბსოლუტურად ყველა პატიმარმა დაინახოს მათი მხარდაჭერა", — თქვა ხოშტარიამ.
ელენე ხოშტარია ადვოკატებსაც მიმართავს და ამბობს, რომ დღის განმავლობაში უნდა დაწესდეს სავალდებულო მორიგეობები, რათა ზედამხედველებმა დაინახონ, რომ პატიმრები მარტო არ არიან.
"და მეოთხე: დიდი მადლობა ადვოკატებს, რომლებიც ძალიან აქტიურობენ, შედიან, მე მინდა ვთხოვო დანარჩენ ადვოკატებსაც, რომ მეტია საჭირო. დავაწესოთ მორიგეობა ციხეში, დღის განმავლობაში, ექვს საათამდე მაინც თქვენ შეძლებთ, რომ იქ იყოთ, ესაუბროთ ამ პატიმრებს და ბადრაგებმაც, ამ მოძალადე ჯალათებმა დაინახონ, რომ ესენი მარტო არ არიან. გააკეთეთ ეს, დააწესეთ მორიგეობა და არ დატოვოთ არც ერთი წუთი მარტო. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, პატიმრები არიან დღეს მძევლები და მათ თავის დაცვა, თუ ჩვენ ეს ოთხი პუნქტი არ გავაკეთეთ, არ შეუძლიათ თავად.
მადლობა გიორგი დავითაძეს, ძალიან დიდი მადლობა ასე სხვა პატიმრებზე და საზოგადოებაზე ზრუნვისთვის", — განაცხადა ხოშტარიამ.
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები
გადახედვა
-
რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას? რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას?
-
Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით
გადახედვა
-
Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ
გადახედვა
-
Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
გადახედვა
-
"სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსა ზუნგუს შეხვდა შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსა ზუნგუს შეხვდა
გადახედვა
კომენტარები